„ჯერ ,,გაზპრომ”-ი შემოვა საქართველოში, შემდეგ რუსეთი შემოიყვანს
ჯარს“ -ასეთია ახალციხელების ერთი ნაწილის პოზიცია ქვეყანაში,
რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოსვლასთან დაკავშირებით. იმ
შემთხვევაში თუ ხელისუფლება ,,გაზპრომ”-თან
ხელშეკრულებას გააფორმებს, ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ
ეს მხოლოდ, მაღალჩინოსანთა პოლიტიკურ ან ბიზნესინტერესებს
უკავშირდებოდეს. ახალციხელების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ
საქართველოში ალტერნატიული გაზის შემოსვლით კონკურენცია
გაჩნდება. ,,გაზპრომ”-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე
კომენტარი, 13 ოქტომბერს, ენერგეტიკის მინისტრმაც გააკეთა.
კახი კალაძე კომპანიასთან თანამშრომლობითპრობლემას ვერ ხედავს და
აცხადებს, რომ მასთან წინა მთავრობებიც თანამშრომლობდნენ. შემოვა
თუ არა რუსული გაზი საქართველოში – მინისტრს ამაზე
ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს.