ახალციხეში თამარ მეფის ძეგლი გვირგვინითა და
ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა
ძლევაშემოსილ ქართველ მეფეს პატივი ამგვარად მიაგეს. გამგებლის
თანამდებობაზე მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა მოსახლეობას
წმინდანის ხსენების დღე მიულოცა და თამარ მეფის
დროს გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება უსურვა. “მინდა, რომ
მომავალი თაობა იცნობდეს თამარ მეფეს, თუ რა ღვაწლი ჰქონდა მას
საქართველოსთვის გაწეული და ასეთი ძლიერი ქალები გვიმრავლოს
ქვეყანაზე” – აღნიშნა გამგებლის მოადგილემ თამარ გოგოლაძემ. დღესვე
წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ადგილოვრივი ანსამბლი
“თამარიონი” ზაზა თამარაშვილის ხელმძღვანელობით, მესხეთის სახელმწიფო
პროფესიულ დრამატულ თეატრში ღონისძიებას გამართავს. კონცერტი, ასევე,
ეძღვნება ანსამბლის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. ღონისძიება 18:00
საათზე დაიწყება. ახალციხეში თამარის ძეგლის გამოქაკდაკებას ერთი
ისტორია უკავშირდება. მოქანდაკეებმა წმიდანად შერაცხული მეფის ძეგლი
ქვაში გამოაქანდაკეს. მათ 72 ტონიანი თეთრი ქვისგან თავდაპირველად
თავის ფორმა გამოიყვანეს, და როდესაც გულ-მკერდის მარცხენა
მხარის დამუშავებაზე გადავიდნენ, გულის ადგილზე ქვა გასკდა. ქვაში
თხევადი სითხით ამოვსებული გულის ფორმის ღრმული იყო, რომელიც თბილი
დახვდათ. რბილობი გეოლოგებმაც შეისწავლეს. იგი ძალიან ჰგავდა ცვილს,
რომლითაც თაფლის სანთელს ასხამენ. „თამარი სგული“ საქართველოს
პატრიარქმა სიწმინდედ შერაცხა, რომელმაც უფლის კვართის შემდგომ უდიდეს
სასწაულად მიიჩნია. ე.წ “თამარის გული” ამ დროისათვის სიონის
საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.