ამ წუთებში, ,,ახალციხის ციხის” ტერიტორიაზე ანსამბლ
,,რუსთავის” კონცერტი მიმდინარეობს, რაც ისტორიულ კომპლექსში
ტურისტული სეზონის გახსნას უკავშირდება. ცოტა ხნის წინ კი
კონცერტის პარალელურად, ,,ახალციხის ციხეზე” მცირე ინცინდენტი მოხდა,
,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა პლაკატი გაშალა, სადაც ეწერა
,,თავისუფლება ვანო მერაბიშვილს”. დაცვამ პიროვნებას
პლაკატი გამოართვა, თუმცა მას ტერიტორია არ დაუტოვებია და კონცერტს
ესწრება. ,,ეს კომპლექსი ვანო მერაბიშვილის აშენებულია, დღეს აქ
კონცერტი მიმდინარეობს, სეზონი იხსნება საზეიმოდ, ის კი ამ
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ციხეში ჩასვეს, სწორედ ამ ფაქტს
ვაპროტესტებ, ვანო მერაბიშვილმა ახალციხისთვის და საქართველოსთვის
ბევრი რამ გააკეთა”–განაცხადა ,,ექოსთან” ნიკოლოზ
ხიზაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ახალციხის ციხეზე” ტურისტული
სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სპეციალურად ამ დღისათვის, ახალციხეში
ანსამბლი ,,რუსთავი” კონცერტს მართავს, გარდა ამისა, ღონისძიებას
ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები
ესწრებიან. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ,,ექოს” გადამღები
ჯგუფი იმყოფება, დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.