ტურიზმის განვითარების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
ახალი სამსახური ყალიბდება. ბესიკ ბლიაძის ინფომაციით, სამსახურს
პროფესიონალი პიროვნება უხელმძღვანელებს, რომელიც ტურისტების
მოზიდვასა და დარგის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული.
„ტურისტების მოზიდვის კუთხით, ჩვენ, ახალ სამსახურს ვაყალიბებთ.
სამსახურს ერთი პიროვნება უხელმძღვანელებს, რომელიც აუცილებლად ამ
სფეროს წარმომადგენელი იქნება“ – განმარტავს ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირი. ბესიკ ბლიაძის ინფორმაციით,
სამსახური ახლო მომავალში ჩამოყალიბდება. ტურიზმის განყოფილება
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ დრომდე დაშვებული არ იყო.