ადიგენის მუნიციპალიტეტში “ზარზმობის” დღესასწაულისთვის
ემზადებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ
წელს დღესასწაული გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნება.
სოფელ ზარზმაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით
გაიმართება კონცერტი, რომელში მონაწილეობას, ხალხური
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონიც”
მიიღებს. გარდა ამისა, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
სტუმრებს, ასევე, საშუალება მიეცემათ მესხური სამზარეულო დააგემოვნონ.
დღესასწაულზე ადიგენის მუნიციპალიტეტში მინისტრებს ელოდებიან.
“ზარზმობაზე” მიწვეულია ქვეყნის პრემიერ მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილიც. დღესასწაული 10:00 საათზე, ზარზმის
ტაძარში წირვით დაიწყება, 13:00 საათზე კი ამ დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიებით გაგრძელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათას
ლარამდე გამოიყო. “ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც
ყოველი წლის 11 ნოემბერს, ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ
ზარზმელის ხსენების დღეს აღინიშნება.