,,მესხეთის სახელწიფო დრამატული თეატრის 140 წლისა და ქართული,
პროფესიული თეატრის 165 წლის იუბილე 14 იანვარს, ახალციხეში,
აღინიშნა. ყველასთვის ცნობილმა ადგილობრივმა და მოწვეულმა
მსახიობებმა საიუბილეო თარიღი გრანდიოზულად,არაერთი სპექტაკლის
გათამაშებითა და სხვადასხვა დაჯილდოებებით აღნიშნეს. საღამო მესხეთის
თეატრში მასპინძლებმა გახსნეს, მათ მაყურებელს ნაწყვეტი
სპექტაკლიდან ,,მე მინდა კნეინა გავხდე“ ითამაშეს და აღნიშნეს, რომ ეს
ის სპექტაკლია, რომლითაც ახალციხეში 140 წლის წინ თეატრი
გაიხსნა.