SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
ახალციხის სკოლების მოსწავლეებისათვის ვიქტორინა გაიმართა
ინტელექტუალური თამაში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიქტორინა სახელწოდებით  ,,ჩემი საქართველო”, რომელშიც მონაწილეობა თემის 23 საჯარო სკოლის მე–9 კლასელმა მიიღო, კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. თითოეულ სკოლას, თითო მოსწავლე ჰყავდა წარმოდგენილი, რომლებმაც ბლიც შეკითხვებს უპასუხეს. საპრიზო ადგილები სოფელ ჭვინთის, ვალის პირველ და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს, გამგეობის წარმომადგენლებმა, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. კულტურის სამსახური ინტელექტუალური თამაშების გამართვას, სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებისთვისაც აპირებს.
21:44 / 24.02.2016
ახალციხეში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ახალციხეც შეუერთდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეები მეცნიერსა და მწერალს, ნატო ყრუაშვილს შეხვდნენ. არაერთი წიგნის ავტორმა მის ნამუშევრებსა და მესხ საზოგადო მოღვაწეებზე ისაუბრა. მან ბავშვებს ივანე გვარამაძის, მიხეილ თამარაშვილისა და დეკანოზი სტეფანეს ცხოვრების შესახებ, საინტერესო ცნობები მიაწოდა. მეექვსე კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ ნატო ყრუაშვილისთვის, მისი წიგნების შესახებ, კითხვები დაესვათ.
21:36 / 24.02.2016
„საქართველო ჩემი სამშობლოა"– ეთნიკური უმცირესობების ნამუშევრების კრებული
„საქართველო ჩემი სამშობლოა” ასე ჰქვია ლიტერატურული კრებულის, რომლის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. იგი ,„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ფარგლებში გამოიცა. კრებულში 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული  საუკეთესო ნაშრომები, პოეზიის ნიჭით გამორჩეული, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ნამუშევრები შევიდა. საკუთარი ლექსები წაიკითხეს ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას, 2012 წლიდან ახორციელებს.მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს.
14:45 / 24.02.2016
აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო
აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო
  2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით იწარმოებს. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge) აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში “ახალი განათლება”. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წელს მნიშვნელოვანი სიახლეა და ის სამ ეტაპად იწარმოებს. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე, 9 თებერვლიდან 15 მარტამდე მოუწევთ. მათ ამ პერიოდში უნდა მიუთითონ ჩასაბარებელი საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა (მხოლოდ სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა -არანაკლებ 3 გამოცდისა, მხოლოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა – არანაკლებ 1 გამოცდისა). 15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა. აბიტურიენტებს წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, რომ საგამოცდო ბარათი ნებისმიერი კომპიუტერიდან პირადი გვერდიდან ამობეჭდონ.
11:42 / 09.02.2016
ახალციხის #5 ბაგა–ბაღში, სასწავლო პროცესი აღდგა
ახალციხის #5 ბაგა–ბაღში, სასწავლო პროცესი აღდგა
         ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში, გათბობის სისტემის დაზიანების გამო ჩაშლილი სასწავლო პროცესი, განახლდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ,,მე–9 არხს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ხელოსნებმა პრობლემის აღმოფხვრა შეძლეს. ნანა ბერიძის თქმით, აღმზრდელები მშობლებს დაუკავშირდებიან და სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს ბაღში დღესვე მიიყვანენ.
12:02 / 05.02.2016
ახალციხის #5 საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის #5 საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი შეწყდა
     ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში მისული აღსაზრდელები დღეს, 5 თებერვალს, უკან გააბრუნეს. აღმზრდელებმა მშობლებს განუმარტეს, რომ გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სისტემა გუშინ, საღამოს დაზიანდა. ნანა ბერიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ. ჯერჯერობით მისთვისაც უცნობია, როდის განახლდება სწავლა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. ახალციხის #5 საბავშვო ბაღში 180–მდე აღსაზრდელი ირიცხება.  
11:47 / 05.02.2016
სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა
სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა
დღეიდან სასწავლო პროცესი, საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა აღდგა იმ რეგიონების  სკოლებშიც, სადაც პროცესი დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლემებმა შეაფერხა. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსენტრში განმარტავენ, რომ სასწავლო პროცესი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე სკოლებში სწავლა 3 დღით შეწყდა. სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი  49 სკოლაში შეჩერდა. გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
11:50 / 01.02.2016
სკოლებში სწავლა 1 თებერვლიდან აღდგება
სკოლებში სწავლა 1 თებერვლიდან აღდგება
იმ სკოლებში, სადაც ამჟამად, გრიპის ვირუსის გამო, სწავლა შეჩერებულია, პირველი თებერვლიდან სწავლა განახლდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა. ლია გიგაურმა იმედი გამოთქვა, რომ  სასწავლო დაწესებულებებში არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება. “ყველა იმ სკოლაში სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ” – განაცხადა ლია გიგაურმა. ამ დროისათვის, სამცხე–ჯავახეთში, სასწავლო პროცესი 49 სკოლაშია შეჩერებული.
14:48 / 29.01.2016
,,ეს იყო ჩვენი ხარვეზი" – ახალციხის მერია სტიპენდიებზე
მერის სტიპენდიანტები მათ ანგარიშზე დეკემბრის თვის 100 ლარის ჩარიცხვას ელოდებიან. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის – ,,ოპიზარის“ 12 სტუდენტმა  ოქტომბრისა და ნოემბრის სტიპენდია უკვე აიღო. თვითმმართველობა დაპირდა, რომ ამჯერად ისინი ხუთი თვის სტიპენდიას მიიღებენ. მერის პირველი სტიპენდიანტები ამბობენ, რომ თავის დროზე მერია მათაც სემესტრის სტიპენდიას დაპირდა, თუმცა მხოლოდ ორი თვის მიიღეს.
14:34 / 29.01.2016
ეშტიის სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ
„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს. ორი საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობა,  სამოქალაქო განათლების პროგრამა „ მომავლის თაობის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ორგანიზაცია PH Initenational–ი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.
21:06 / 27.01.2016
სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა
სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა
    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით, საქართველოს 400–მდე სკოლებში სასწავლო პროცესი, 3 დღით შეწყდა. აქედან, 195 სასწავლო დაწესებულება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიხურა. ამ მიზეზით, სწავლა შეწყდა სამცხე–ჯავახეთის 39 საჯარო სკოლაში. ახალციხის მუნიციპალიტეტში ანდრიაწმინიდის, გურკელის, საძელისა და დიდი პამაჯის საჯარო სკოლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი მხოლოდ ბალანთას საჯარო სკოლაში. ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტის 12 და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  22 სასწავლო დაწესებულებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.  სასწავლო პორცესი  იმ კონკრეტულ სკოლებში შეწყდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. თუმცა, გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით, განიავდეს საკლასო ოთახები ყოველ შესვენებაზე, მაქსიმალურად მოხდეს პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმის დაცვა და ა.შ.
16:42 / 27.01.2016
,,ტალიტა კუმში" შობა და ახალი წელი იზეიმეს
,,ტალიტა კუმში“ საშობაო–საახალწლო ზეიმი მოეწყო. შშმ პირებმა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მინი სპექტაკლი შესთავაზეს. არტ–თერაპიისა და არტ–მუსიკის პედაგოგებთან ერთად კი აუდიტორიას წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინეს. ბენეფიციარებისათვის სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს ახალციხის მრევლის პატარა წევრებმაც. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლურად სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზი ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
17:02 / 14.01.2016
ახალციხეში, 60 კურსდამთავრებულს ვერცხლისა და ოქროს მედლები გადაეცა
ახალციხის რესურსცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. განათლების სამინისტროსაგან ჯილდო საჯარო და კერძო სკოლების 60-მა ახალგაზრდამ მიიღო. მედლების გადაცემის ცერმონიაში მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელი პირებიც ჩაერთვნენ.
22:08 / 05.01.2016
კონკურსში – ,,წლის საუკეთესო'', ახალციხელმა გამომგონებლებმა გაიმარჯვეს
კონკურსში – ,,წლის საუკეთესო'', ახალციხელმა გამომგონებლებმა გაიმარჯვეს
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსის – “წლის საუკეთესო” – ნომინაციაში: “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში” ახალციხელმა გამომგონებლებმა: კარლო ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ გაიმარჯვეს. ირაკლი და კარლო პროექტით, “მულტიკლიმატიზატორი” 2014 -15 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის (Millennium Innovations Award – MIA) გამარჯვებულები არიან. 2015 წლის აპრილში, მათ მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში. კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (Millennium Challenge Account – Georgia), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს.
22:29 / 04.01.2016
ბორჯომელი მარიამ ბერიძე ოლიმპიადა ,,ევერესტის" ,,ოქროს ათეულში" მოხვდა
ბორჯომელი მარიამ ბერიძე ოლიმპიადა ,,ევერესტის" ,,ოქროს ათეულში" მოხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ბერიძე მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” გამარჯებულთა “ოქროს ათეულში” მოხვდა. მას კონკურსის ორგანიზატორებისაგან სიგელი გადაეცა. ბორჯომის თვითმმართველობის ინფორმაციით, კონკურსში 3000 მეორეკლასელი მონაწილეობდა. აქედან მხოლოდ 100 საუკეთესო დაჯილდოვდა. მათემატიკური ოლიმპიადის შემოდგომა–ზამთრის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისში გაიმართა.
19:30 / 04.01.2016
ახალციხეში ,,მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ენერგოეფექტურობის  საერთაშორისო დღე, ქალათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, დღე ავტომობილის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა, პროექტი შშმ პირთა ხელშეწყობისათვის –  ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მიმდინარე წელს, სამოქალაქო განათლების პროექტში ჩართულმა სკოლებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.  შესრულებული სამუშოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში  ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებსა და დონორ ორგანზიაციას წარუდგინეს. ,,მომავალი თაობას“ ორი მიზანი აქვს: სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების გააქტიურება და ჩართვა სამოქალაქო პროცესებში.
00:06 / 23.12.2015
,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“- ახალციხეში მოსწავლეებისათვის შეხვედრა გაიმართა
,,გავუფრთხილდეთ ენერგიას!“– ასე ერქვა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც მოზარდმა თაობამ ენერგოეფექტურობის  შესახებ ინფორმაცია მიიღო. ენერგიის მოხმარება და  დაზოგვა, განახლებადი და არაგანახლებადი ენერგიის ფორმები, კლიმატის ცვლილებები და მისი კავშირი ენერგიის მოხმარებასთან, მსოფლიო ძალისხმევა და საქართველოს რეალობა – ამ თემებზე მე–6 სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი  ნანა ზუბაშვილი ესაუბრა. შეხვდრის მიზანს მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება წარმოადგენდა. იგი „სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციისა“ და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მოსწავლეების შემდეგ სემინარის გამართვა სამომავლოდ სტუდენტებისთვისაც იგეგმება.
19:19 / 22.12.2015
გენდერული თანასწორობა და ადრეული ქორწინება – დისკუსია ეთნიკური უმცირესობებისთვის
გენდერული თანასწორობის საკითხებსა და ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მესამე საჯარო სკოლის ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს, ქალთა ოთახის დირექტორი შეხვდა. ნინო რუხაძის თქმით, სტერეოტიპული შეხედულებები, საზოგადოების მსგავსად, ახალგაზრდებშიცაა. შეხვედრის მიზანი გენდერული ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრის მონაწილეებისთვის, ძალადობის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის – „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება და დისკუსია მოეწყო. შეხვედრის ორგანიზატორი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია.
12:21 / 22.12.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikejojobetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182holiganbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetbets10casibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022CasibomdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetkulisbetgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişdinamobetmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24Jojobet Girişgrandpashabetmatbetbetnanomatbetwbahisbets10bets10meritkingvdcasinojojobet