SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/11/image-862c38690567fdb726274a7b441002ddcd9d2f9b023e0a81fa69d7588d560207-v.jpg?w=300" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
,,რა? სად? როდის?"– უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
ქალაქ ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯაავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაში  ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრიში მონაწილეობა ოთხი  ფაკულტეტის ექვსმა ჯგუფმა მიიღო. ,,ფანტაზიას“, ,,ზაჰირს“, ,,შავ მარგალიტს“, ,,რაგულს“, ,,ლიდერებსა“ და ,,იქს ბოისს“ შორის დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მონაწილე გუნდები  სხვადასხვა სფეროებიდან შერჩეულ კითხვებს პასუხობდნენ. პირველ ადგილზე, იურისტების გუნდი სახელწოდებით ,,შავი მარგალიტი“ გავიდა, ხოლო მეორეზე –,,ზაჰირი“.
11:53 / 22.12.2015
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს საელჩო დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ. 2016 წლისათვის კომისია გრანტს მაქსიმუმ 24 000 დოლარის ოდენობით გასცემს. პროგრამისა და მცირე გრანტებისა შესახებ დღეს, 18 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ–ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. მათი თქმით, საელჩო თანხას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გასცემს. კერძოდ: სამოქალაქო ჩართულობა– სამოქალქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ–ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ–ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; სხვა. საარჩევნო სისტემის ხელშეწყობა –ამომრჩევეთა მიუკერძოებელი განათლება; საზოგადოების ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესის მონიტორინგი და დამკვირვებლების გადამზადება; სხვა. გარემოს  დაცვა – საზოგადოების ინფორმირება; გარემოსდაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; ნარჩენების გადამუშავების წახალისება; სხვა. მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის– ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; სხვა. პროექტები 2016 წლის 25 იანვრამდე მიიღება, მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სპეციალური აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ვებ–მისამართზე: http://georgia.usembassy.gov  
16:24 / 18.12.2015
საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი იხსნება
საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი იხსნება
საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი იხსნება. სასწავლებელი ფუნქციონირებას დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, 2015 წლის 27 დეკემბრიდან დაიწყებს.  მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს. კოლეჯი მსურველების მიღებას თებერვლის თვიდან დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ღია კარის დღეებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს. ახალციხის რეფერალური საავადმყოფო უნივერსიტეტისა და კორპორაციის წარმომადგენლებს 17 დეკემბერს, 12:00 საათზე უმასპინძლებს. საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ჯგუფებს გამოუშვებს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება ორ ნაკადად განხორციელდება თებერვალსა და სექტემბერში. კოლეჯის კურსდამთავრებულებს  „სამედიცინო კორპორაცია ევექსი”კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში დაასაქმებს. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა, რომელიც მათ აშშ-ს მწვანე ბარათსა და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.
13:17 / 16.12.2015
სამცხე–ჯავახეთს, ბუნებრივი აირის მიწოდება 12 საათით შეუწყდა
14 დეკემბერს, დილიდან, სამცხე–ჯავახეთს,  ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. გაზის გარეშე, ახალციხისა და ასპინძის 7 500–მდე აბონენტი და ახალქალაქის მოსახლეობა დარჩა. მაცხოვრებლების უკმაყოფილება იმან განაპირობა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი გათბობის საშუალების გარეშე, ორი დღის განმავლობაში რჩებოდა. აღნიშნული მიზეზის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში კი გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიცვალა. დღეს, ახალციხის რვავე საბავშვო ბაღში მისული აღსაზრდელები, სახლებში გაუშვეს. სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი – ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა იყო. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან,  ოთხი მათგანი გაზით, ოთხი კი შეშის ღუმელით თბება. სასწავლო პროცესი, ახალციხის ბაგა–ბაღებში, ხვალიდან განახლდება.
22:49 / 14.12.2015
ახალციხის მეხუთე სკოლამ ,,მხიარულ სტარტებში" მესამე ადგილი დაიკავა
ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილი– ასეთი შედეგით დაასრულმა ,,მხიარულ სტარტებში“ ასპარეზობა ახალციხის მე–5 საჯარო სკოლამ. 12 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, დაძაბული თამაშის შემდეგ, ფინალში ზუგდიდისა და თბილისის გუნდებთან ერთად აღმოჩნდა. მოზარდები ამბობენ, რომ გამარჯვებისათვის ბევრი იბრძოლეს, თუმცა 800 სკოლას შორის მესამე ადგილის მოპოვება ცუდი შედეგი არ არის. აღნიშნულ შეჯიბრში მოანწილეობის მისაღებად, ბავშვებისა და მათი გულშემატკივრების დედაქალაქში ტრანსპორტირება ახალციხის მერიამ უზრუნველყო.
21:08 / 07.12.2015
5 დეკემბერი მოხალისეობის საერთაშორისო დღეა
5 დეკემბერი მოხალისეობის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდულ ცენტრში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საინფორმაციო შეხვედრა  მოეწყო. მათ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში  მოხალისეობის კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ალექსანდერე ბერიძე ესაუბრა.
21:52 / 04.12.2015
ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე, ოთხი საკლასო ოთახის რემონტი და სპორტდარბაზის მოწყობა ხდება.  პარალელურად მიმდინარეობს ეზოს შემოღობვა. მეორე სკოლაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეზოს გამწვანება იგეგმება. შენობის რეაბილიტაციას  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.  სკოლის  დირექტორის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
21:22 / 01.12.2015
ახალციხის  მეხუთე სკოლის გუნდი, მხიარული სტარტების ფინალში  გავიდა
მხიარულ სტარტებში , საქართველოს მასშტაბით, ახალციხის  მეხუთე სკოლის გუნდი ფინალში  გავიდა. 400–მდე  სკოლას შორის ახალციხელმა მოსწავლეებმა კონკურენტების დამარცხება შეძლეს. ისინი   5 დეკემბერს დედაქალაქში  უკვე პირველობისათვის იბრძოლებენ.  საპრიზო ადგილზე გასულებს კი ორგანიზატორებისაგან სიმბოლური საჩუქრები, თასები, მედლები  და სიგელები გადაეცემათ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა,  საქართველოს სპორტისა და განათლების სამინისტროებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის  სპორტის  ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით  მოეწყო. რეგიონებში ღონისძიებას ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია.
22:48 / 30.11.2015
,,უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“– თემაზე ახალციხეში დისკუსია გაიმართა
,,უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“– ამ საკითხზე დღეს სამცხე–ჯაავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. როგორ უნდა გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი უნივერსიტეტმა გლობალიზაციის პირობებში, რა სახის სტრატეგიები უნდა შემუშავდეს და როგორ უნდა განხორციელდეს ისინი – ამ თემებზე უმაღლესი დაწესებულების პროფესორ–მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ წარმომადგენლები ესაუბრნენ. შეხვედრის მიზანს საუნივერსიტეტოს პოლიტიკისა და ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
11:57 / 26.11.2015
სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ბორჯომის სოფელ ყვიბისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 102 ათასი ლარის ფარგლებში, შენობა კეთილმოეწყო და ინვენტარით აღიჭურვა. რეაბილიტირებული შენობა ოფიციალურად სამცხე–ჯავახეთის გუნერნატორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს. მათი განმარტებით, ბაღში სამშენებლო სამუშოები შპს ,,წყარომ“  ორი თვის წინ დაიწყო. ინფრასტრუქტურის შეკეთებასთან ერთად, აქ ცენტრალური გათბობაც დამონტაჟდა. ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ახალდაბასა და ბაკურიანში. შენობები ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა.
13:47 / 19.11.2015
განათლების მინისტრი სამცხე–ჯავახეთში
განათლების მინისტრი სამცხე–ჯავახეთში
     სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. იუბილეს აღნიშვნა პავლე ზაზაძის სახეწლობის საკონფერენციო დარბაზში დაიწყო, სადაც ღონისძიებების პირველი ნაწილი რექტორმა, მერაბ ბერიძემ გახსნა. უნივერსიტეტს, მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორიც. უმაღლეს დაწესებულებაში უკვე გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ოთხ პროფესორს  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ესენია: როინ მეტრეველი, ვლადიმერ პაპავა, რამაზან ქორქმაზი და მეჰმედ დუმანი.  ახალციხის შემდეგ, იუბილეს აღნიშვნა ახალქალაქში, უნივერსიტეტის მესამე კორპუსში  გაგრძელდა, სადაც განათლების  მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, სტუდენტთა რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი გახსნა. სტუდენტები აღნიშნულ შენობაში ცხოვრებას იანვრიდან დაიწყებენ. გახსნის ღონისძიება ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულს”მიეძღვნა, რომელსაც განათლების სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მართავს. იუბილეს აღნიშვნა დღის ბოლოს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული ღონისძიებით დასრულდება. აღნიშნულის შესახებ დეტალებს პერიოდულად მოგაწვდით.
16:04 / 16.11.2015
„ენერგოეფექტურობა და მე“ - "მომავლის თაობის" ღონისძიებები ახალციხეში
ენერგოეფექტურობის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო  განათლება პროგრამა „მომავალი თაობამ “ ღონისძიება  სახელწოდებით –  „ენერგოეფექტურობა და მე“ გამართა. მის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების მონაწილეობით, ახალციხეში სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართა. მოსწავლეებმა   ახალციხის  ცენტრალურ პარკში   მოსახლეობას ბუკლეტები დაურიგეს, რომელზეც ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი .
13:06 / 12.11.2015
ადიგენში ავარიული საბავშო ბაღის დემონტაჟი მოხდება
დაბა ადიგენში ავარიული საბავშო ბაღის დემონტაჟისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება. გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის 669–ე  დადგენილების შესაბამისად, მუნციპალიტეტის ქონება დამოუკიდებელმა აუდიტმა 11 500 ლარად შეაფასა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა აუქციონის საბალანსო ღირებულებად განისაზღვრა. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის  ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებულია და დემონტაჟს ექვემდებარება. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული მხოლოდ შენობას დაანგრევს და სამშენებლო მასალა მისი საკუთრება იქნება. ადიგენის საკრებულოში განმარტავენ, რომ ელექტრონული აუქციონი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
14:52 / 05.11.2015
რა, სად, როდის? - ინტელექტუალური შეჯიბრი ახალციხეში
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში  ინტელექტუალური თამაში  რა, სად, როდის? გაიმართა. მასში მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასიის მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიებაში ქალაქის ყველა სკოლა ჩაერთო. საუკეთესო დაწესებულება, რომელმაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა, კომპეტენტურმა  ჟიურიმ გამოავლინა.  ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ : ქალაქის მერი გიორგი კოპაძე,  მოადგილე ზაზა თამარაშვილი, საკრებულოს დეპუტატი დავით ლომიძე და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე. ინეტელქტუალურ თამაშში პირველ ადგილზე პირველი საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო  მეორე ადგილი თანაბარი ქულებით,  მეხუთე და მეექვს სკოლებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს ახალციხის მერიისაგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას ორგანიზება ქალაქის ხელმძღვანელობამ გაუწია.
20:01 / 04.11.2015
1800–მდე წიგნი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალციხეს გადასცა
სასკოლო წიგნები, მხატვრული ჟანრის ქართული და უცხოური ლიტერატურა–დღეს 1800–მდე წიგნი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საჩუქრად ახალციხის მუნიციპალიტეტს გადასცა. თემის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, ლიტერატურა ვალისა და აწყურის საჯარო ბიბლიოთეკებში დაბინავდება, წიგნების ნაწილი სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებშიც გადანაწილდება. აქციის მიზანს ახალგაზრდების წიგნთან დაახლოება წარმოადგენს.
14:23 / 04.11.2015
ფოტო–ტური ახალქალაქის დაცულ ტერიტორიებში, გამოფენით დასრულდა
ხუთმა ახალგაზრდა ფოტომოყვარულმა, საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას გააცნო. ფოტო–ტურმა, რომელიც ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდა, მოსწავლეებს საშუალება მისცა ფოტოები საკუთარი სურვილისამებრ გადაეღოთ. თავიანთი შემოქმედების პრეზენტაცია მათ ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოაწყვეს. ახალგაზრდებმა, ახალქალაქში თითქმის ყველა ტბა მოინახულეს და ისინი ფოტოხელოვნების გარდა, ლაშრობის წესებსაც გაეცნენ. მონაწილეებმა სკოლის მოსწავლეებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს და მათ ფოტოკონკურსში, სახელწოდებით „ფოტოსინთეზი“, ჩართვა ურჩიეს, რომელსაც არასამთვარობო ორგანიზაცია „სენი“ ახორციელებს.
20:23 / 02.11.2015
მრგვალი მაგიდა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მრგვალი მაგიდა მასწავლებლებისთვის. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან, პროექტ ,,მომავლის თაობის“ მონაწილე, სამოქალაქო განათლების 20–მდე პედაგოგის კითხვებს მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელი პასუხობდა. შეხვედრა 2 ენაზე, ქართულად და სომხურად მიმდინარეობდა. მონაწილეებმა კონკრეტული სიტუაციები განიხილეს და სამოქალაქო განათლების საკითხებზე იმსჯელეს. ყოველწლიურად ატარებს. პროექტის ფარგლებში,  1 წლის განმავლობაში, პედაგოგები ჩაატარებენ ღია გაკვეთილებს,  მათთვის გაიმართება ტრენინგები, კონგერენცია და გამოფენა, სადაც წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება.
19:09 / 02.11.2015
„world vision"-მა ,,სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების“ პროგრამა შეაჯამა
პროექტის ორგანიზატორები, ახალციხისა და ადიგენის 14  სკოლის  დირექტორს შეხვდნენ და 2015 წელს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ სკოლებთან ,world vision საქართველო“ მუშაობას მომავალშიც გაგრძელებს  და მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდება. შეხვედრაზე პროექტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ნინო ლომიძის თქმით, მომავალი წლისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, იგეგმება ტრენინგებისა და ლაშქრობების მოწყობა, ასევე  ჩატარდება  ადვოკატირების კამპანიები. ორგანიზაცის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  იმ სკოლების ახალგაზრდები, ვინც სამხარეო განვითარების პროგრამაში არიან ჩართულნი,   ადგილობრივ თვითმართველობასთან აქტიურ თანამშრომლობას  გააგრძელებენ.
14:17 / 01.11.2015
რა აკავშირებს ტოლერანტობასა და რელიგიას ერთმანეთთან
რა აკავშირებს ერთმანეთთან ტოლერანტობასა და რელიგიას და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ,  რელიგიური კულტურის დასაცავად – ამ თემაზე, ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ შეხვედრა გაიმართა. თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა  ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, გასული  წლებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები ბევრად აქტიურები არიან. ეს იყო პირველი შეხვედრა ,,დემოკრატ მესხთა კავშირში, “ რომელიც პროექტ  „პრულარიზმის, მრავალფეროვნებისა და რელიგიური  ტოლერანტობის კურსი სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ახალგაზრდებისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.  მას საქართველოში ამერიკის საელჩო  აფინანსებს. პროექტის ფარგლებში, მსგავსი სახის შეხვედრები  ახალციხესა და ბათუმში, ყოველთვიურად გაიმართება.
14:14 / 01.11.2015
სწავლის დასრულების ცერემონია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
2015 წელს  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წელი 250–მა კურსდამთავრებულმა დაასრულა. გამოსაშვები ცერემონია უმაღლესი სასწავლებლის ეზოში გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ–მასწავლებლებმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს. „უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთა თქვენი განათლებისათვის. თქვენ უნდა ემსახუროთ სამშობლოს, თქვენ უნდა შექმნათ მომავალი“ – ამ სიტყვებით მიმართა კურსდამთავრებულებს მერაბ ბერიძემ.
20:54 / 29.10.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikejojobetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182holiganbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetbets10casibomcasibomcasibom girişcasinolevantjojobetbetpas girişSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022CasibomdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetkulisbetgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişdinamobetmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24Jojobet Girişgrandpashabetmatbetbetnanomatbetwbahisbets10bets10meritkingvdcasinojojobet