კარლო ხუციშვილი ახალციხის სკოლის მოსწავლეებმა დრონი სახელწოდებით
Life saver-ი შექმნეს, მოწყობილობა ნაღმის გაუვნებელყოფას ახერხებს.
გამოგონება ამ ეტაპზე დაფინანსების ძიებაშია. მოწყობილობის ერთ-ერთი
შემქმნელი კარლო ხუციშვილია, რომელიც ამ წუთებში კონკურსზე “იპო
2016″–ზე იმყოფება. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულმა
მოწყობილობამ გამარჯვება უკვე მოიპოვა. დღევანდელ კონკურსზე კი
მსოფლიოს 25 ქვეყნის წარმომადგენელია მოწვეული. ახალციხელი
გამომგონებლის თქმით, მოწყობილობა Ipad-ის საშუალებით იმართება და მას
სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით უპირატესობები აქვს. “ყოველ 19
წუთში ერთი ადამიანი იღუპება. აქედან გაჩნდა იდეა, რომ ისეთი
გამნაღმველი სისტემა გამოგვეგონებინა, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა.
არის ისეთი სისტემები, რომელშიც უშუალოდ ადამიანები არიან ჩართული.
Life saver-ის მეშვეობით აღნიშნული პრობლემა გადავჭერით” – ამბობს
“მეცხრე არხთან” კარლო ხუციშვილი. ანა ხუციშვილი პროექტზე კარლოსთან
ერთად მისი და ანა ხუციშვილი და დეიდაშვილი თორნიკე მაზმიშვილი
მუშაობენ. მის გაუმჯობესებას ჯერ კიდევ ახდენენ. “Life saver-ი
უპილოტო გამნაღმველი სისტემაა. Ipad-ში კოორდინატებს ვუთითებთ, სადაც
შეიძლება ნაღმი იყოს და შემდეგ ვუშვებთ დრონს. სადაც ნაღმი შეხვდება
,რუკაზე იმ კონკრეტულ ადგილებს მონიშნავს. მოწყობილობას თუ ფრენისას
დაბრკოლება შეხვდა, ავტომატურად ეკეცება ფრთები და გადაადგილებას
ბორბლების მეშვეობით აგრძელებს, ასევე, შეუძლია გადაადგილდეს როგორც
ტანკი, გარდა ამისა, აქვს შესაძლებლობა იმოძრაოს წყალშიც და
აღმოაჩინოს ნაღმი” – ამბობს კარლო ხუციშვილი შეგახსენებთ, რომ იგი
სხვა გამოგონების თანაავტორიცაა. კარლო ხუციშვილისა და ირაკლი
კაპანაძის მულტიკლიმატიზატორმა მსოფლიოს მოწონება დაიმსახურა. რომლის
საფუძველზეც ისინი აშშ-ს კოსმოსურ ცენტრში, ნასაში იყვნენ მიწვეულნი.