SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/11076749_10205556676328949_2866162728658718079_o.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/pirvelklaselebi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/gamocdebis-erovnuli-centri.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/e1839ae18390e1839ae18398e18398e18398.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/desktop-4-22-2015-5-53-58-am-avi_000023733.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/pirvelklaselebi.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
21 მაისიდან მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები იწყება
21 მაისიდან  მეთორმეტეკლასელთათვის საატესტატო გამოცდები იწყება. დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა პრეტესტები გაიარეს. მათი  თქმით, საკითხები მარტივი და  სასწავლო პროგრამის მიხედვით  შერჩეული იყო. ტესტირების  პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
21:41 / 20.05.2015
მინდია შაინიძე მუსხის სკოლაში სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა
მინდია შაინიძე მუსხის სკოლაში სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა
2015 წლის 19 მაისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის მკვიდრი, „იმედის გმირი“ მინდია შაინიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლას ესტუმრა. ახალგაზრდა სპორტსმენს ზველის, ფერსისა და მუსხის საჯარო სკოლების  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე კლუბის წევრებმა უმასპინძლეს. „კლუბის წევრებს ვესაუბრე ზოგადად სპორტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდე  და საკუთარ შეხედულებები გავაცნი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.“ – აღნიშნა მინდია შაინიძემ.  ახალგზრდა სპორტსმენმა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ჩვენება მოაწყო. მან აღნიშნულისთვის თავისი პატარა მოსწავლეები ჩამოიყვანა. დღის ბოლოს, შეხვედრის შეჯამებისას,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა. სამოქალაქო კლუბის წევრები ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით, ქალაქის სასპორტო სკოლაში გოგონათა შორის ფეხბურთს ჩაატარებენ.
16:34 / 20.05.2015
ახალციხის ბაღებში აღსაზრდელებს ანალიზებს უღებენ
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალაქის საბავშვო ბაღებში წვრილ ჭიებზე ანალიზებს იღებს. მათ გეგმიური სამუშაოები ახალციხის ნომერ პირველი ბაღიდან დაიწყეს. ცენტრის მედიკოსების მიერ აღსაზრდელებზე ანალიზების აღება უფასოდ მიმდინარეობს. პასუხები რამდენიმე დღეში ბაღების მენეჯერებს გადაეგზავნებათ, რომელებიც შედეგებს მშობლებს გააცნობენ.
16:46 / 19.05.2015
შალვა გიორგაძის მიერ შექმნილმა მოწყობილობამ ჟიურის წევრთა აღიარება მოიპოვა
ახალციხელი მოსწავლის კიდევ ერთი საერთაშორისო  წარმატება. შალვა გიორგაძემ  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე–9 საერთაშორისო  ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მასში მონაწილეობა   მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენელმა  მიიღო. მოსწავლის მიერ შექმნილმა ვერტმფრენის გადასარჩენმა მოწყობილობამ ჟიურის წევრთა აღიარება მოიპოვა. შალვა გიორგაძემ დღეს საკუთარ  წარმატებულ გამოგონებაზე პრეზენტაცია პირველ საჯარო სკოლაში გამართა.
22:38 / 18.05.2015
საქართველოში პირველი ენერგოეფექტური სკოლა ბუღაშენში აშენდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში საქართველოში პირველი ენერგოეფექტური საჯარო სკოლა აშენდა. მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების გახსნა განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობლობა აუცილებლობამ განაპირობა, რადგან ძველი შენობის დიდი ნაწილი ავარიულ იყო სიცოცხლისთვის საფრხთეს წარმოადგენდა.  
14:52 / 18.05.2015
ახალციხეში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის გზებზე იმსჯელეს
საშვილოსნოს ყელის კიბო – დაავადების გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები  განიხილეს სამცხე–ჯავახეთის „დემოკრატ–ქალთა საზოგადოების “ ოფისში. კოლეჯის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ტრენერებისგან დაავადების რისკის ქვეშ მყოფი ქალების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ სკრინინგის მეთოდებს და მისი თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს. ტრენერების თქმით, შეხვედრის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა წარმოადგენს. 
23:44 / 15.05.2015
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2015 წლის 15 მაისს დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო ფანჯარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებ–გვერდებზე 09:00 საათზე გაიხსნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება  2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაციას  მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება. “ბავშვის რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იგივე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების მცდელობა გამოიწვევს ტექნიკურ შეფერხებას”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13:48 / 14.05.2015
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება
საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, 20 მაისი, სავარჯიშო დღეა, მოსწავლეებს სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა, ტესტური დავალებების ნახვა და პროგრამის მუშაობის შემოწმება შეუძლიათ. პასუხები მათ შედეგებზე არ აისახება. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდებს, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24 მაისს ჩააბარებენ. 25 მაისი სარეზერვო დღეა. გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ. მე-11 კლასელების გამოცდები ამდროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს ამავე თანმიმდევრობით ჩატარდება შემდეგ საგნებში – გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. 20 ივნისი სარეზერვო დღეა. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. გამოცდებზე დაახლოებით 40 000 მე-12 და 41 500 მე-11 კლასელი გავა. გამოსაშვები გამოცდები CAT-ის (კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზე იგებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ 1 700 000 ლარი დაჯდება. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/329443-saqarthvelos-skolebshi-gamosashvebi-gamocdebi-21-maisidan-daitsyeba.html
12:22 / 11.05.2015
ახალციხეში "ევროკავშირის დღეები" გაიხსნა
რა? სად? როდის? , ფორტ ბოიარდი, ფლეშმობი, ესეებისა და პოსტერების კონკურსი – ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც პროექტის ,,ევროკავშირის დღეების“ ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებები ერთი თვის განმავლობაში ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხადაჭერით გაიმართება. პროექტის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირება და საზოგადოებაში ევროკავშირზე არსებული მცდარი შეხედულებების დამსხვრევაა.
21:08 / 08.05.2015
ახალციხეში სამი ბაგა–ბაღის გაერთიანება იგეგმება
ახალციხის  მერია  ბაგა ბაღის მშენებლობას გეგმავს, სადაც სკოლამდელი აღზრდის სამი დაწესებულება გაერთიანდება –  ეს განცხადება ქალაქის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განმარტა, რომ ნომერ მეოთხე, ეგრეთწოდებული ჯაყელების ბაგა–ბაღის დანგრევა და მის ადგილზე ახალი, თანამედოვე სტადარტების შესაბამისი  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აშენება იგეგმება. აღნიშნულ შენობაში კი  ნომერ პირველი ბაგა  და ნომერ პირველი ბაღი გადავა.
19:26 / 01.05.2015
საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა ხუთი წლით გადაიწევს
საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა ხუთი წლით გადაიწევს. ცვლილება  „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ მინისტრთა კაბინეტმა ბოლო სხდომაზე  მიიღო. საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა ხუთი წლით გადაიწევს. აღნიშნული ინფრომაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელდა.
18:01 / 30.04.2015
მეშვიდე საჯარო სკოლაში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ბუნების თემატიკაზე შესრულებული ნახატები, პლასტელინით გამოძერწილი ხილი და ქაღალდის ყვავილები–დღეს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიება პროექტის „ჩვენ ერთად შევძლებთ“ ფარგლებში, მეექვსე საჯარო სკოლის კლუბმა „ალფამ“  განახორციელა. ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს.  
20:38 / 27.04.2015
ლალი მოროშკინამ ახალციხის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა
ლალი მოროშკინამ ახალციხის უნივერსიტეტთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა ლალი მოროშკინამ ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს” სახელით  განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა. ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განმარტავს, რომ იგი, იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. “ძალიან ვიკავებთ თავს,რომ მხცოვანი,თაღლითობაზე ნასამართლევი რექტორი მერაბ ბერიძე პროკურატურის ლუკმა არ გახდეს და საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგეს. ულტიმატუმის ვადა კი იწურება…” – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ყოფილი ლექტორი. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა თინა გელაშვილმა და ყოფილმა თანამშრომლებმა ლალი მოროშკინამ და გიგლა გობეჩიამ 22 აპრილს პრესკონფერენცია გამართეს.  მათ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრეს და სასწავლებლის რექტორს გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს. აღნიშნულს არ პასუხობს მერაბ ბერიძე. თუმცა დღეს “მეცხრე არხთან” ვრცელი კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის პროფესორმა, ნესტან სულავამ. ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი აღნიშნულ პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს.
22:51 / 24.04.2015
ჩაანაცვლა თუ არა კომპიუტერმა წიგნი? – ახალციხელების მოსაზრებები
ბეჭდური წიგნები თუ მათი ელექტრონული ვერსია? – ეს საკითხი დღეს საზოგადოებაში აქტუალურია. ჩაანაცვლა თუ არა კომპიუტერმა წიგნი და რა  ჟანრს კითხულობენ ახალგაზრდები? – აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხეში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.  რომელ  წიგნებზეა  მოთხოვნა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, რა სახის ლიტერატურა იყიდება მაღაზიებში და როგორია წიგნიერების დონე ახალციხეში –  თემით “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. „ბიძია თომას ქოხი“, „კლოუნის თვალთახედვა“, „დიდოსტატის მარჯვენა“  –  „მეცხრე არხის“ გამოკითხვის მიხედვით, ამ წიგნებს ახალციხელი ახალგაზრდები ყველაზე აქტიურად კითხულობენ. თუმცა, არიან ისეთებიც,  რომლებსაც წიგნი დიდი ხანია არ წაუკითხვთ, მაგრამ მაინც ბეჭდურ ლიტერატურას ამჯობინებენ.
23:10 / 23.04.2015
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო.   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინფორმაციით, პროცესი 3 ეტაპად განხორციელდება. 23 აპრილიდან – 4 მაისის ჩათვლით  ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან,  რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც დაწესებულების  თანამშრომელია ან რომლის ოჯახიდანაც პირველ კლასში ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის.
22:34 / 23.04.2015
ლალი მოროშკინა მერაბ ბერიძეს: "ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ გადადგეს"
ლალი მოროშკინა მერაბ ბერიძეს: "ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, რომ გადადგეს"
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები ლალი მორიშკინა და გიგლა გობეჩია და ყოფილი რექტორი თინა გელაშვილი უმაღლესი სასწავლებლის რექტორს გადადგომისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.  ლალი მოროშკინამ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრა. მისივე მტკიცებით, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე კორუფციის ბრალდებით არის გასამართლებული და რექტორად მისი არჩევა გაუმართლებელი იყო. „მაინტერესებს, რა აუცილებელი იყო პრობაციონერი ადამიანის, რომელიც ნასამართლევი იყო კორუფციისთვის, რექტორად დანიშვნა. ასევე უნივერსიტეტის კანონი ითვალისწინებს იმას, რომ 65 წელს მიტანებული ადამიანი არ შეიძლება იყოს არჩეული რექტორად. მერაბ ბერიძის წარსულიდან ბევრი კრიმინალური ფაქტის გახსენება შეგვიძლია. ჩვენ ამ მასალებს აუცილებლად დავდებთ. ეს ის ადამიანია, რომელიც ორი დედის სადღეგრძელოს სვამდა – ვანო მერაბიშვილისა და შოთა რუსთაველის და მერე მოახერხა „ქართულ ოცნებაში” პორტირება და დღეს აბსოლუტურად სხვა განცხადებებს აკეთებს.
19:24 / 22.04.2015
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგს აქვეყნებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგს აქვეყნებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება. I ეტაპი 23 აპრილიდან – 4 მაისის პერიოდს მოიცავს.  რეგისტრაცია სკოლაში მოხდება. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით. II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია მოიცავს 2015 წლის 15 მაისიდან – 9 ივნისის პერიოდს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით განხორციელდება . I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. III ეტაპი 2015 წლის 22 ივნისიდან – 2015 წლის 11 ივლისის პერიოდს მოიცავს. რეგისტრაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) ბაზაზე განხორციელდება, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციას  მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება.
19:29 / 21.04.2015
პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილიდან დაიწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილიდან დაიწყება
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 23 აპრილიდან დაიწყება. როგორც განათლებისა და მეცნიერების ინფორმაციით, რეგისტრაცია, გასული წლების მსგავსად, წელსაც სამეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომელთა მშობლებიც სკოლებში მუშაობენ, რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს სკოლაში, თუ ისინი ტყუპები არიან. პირველკლასელთა რეგისტრაციის სრულ განრიგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხვალ გამოაქვეყნებს.
14:05 / 21.04.2015
ახალციხის მეხუთე ბაგა–ბაღში ხორცში ნაწლავის ჩხირის ბაქტერია აღმოაჩინეს
ახალციხის  მეხუთე ბაგა–ბაღში, გაყინული ხორციდან აღებულ  ნიმუშში, ნაწლავის ჩხირის ბაქტერია აღმოჩნდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში  კვლევა,  სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ ჩაატარა და პროდუქტი ლაბორატორიულად შეამოწმა. ახალციხის ნომერ მეხუთე ბაგა–ბაღში, გაყინული ხორციდან აღებულ  ნიმუშში, მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი,  ნაწლავის ჩხირის ბაქტერია აღმოჩნდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში  კვლევა,  სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ ჩაატარა. ლაბორატორიული  შემოწმებით დადგენილი  ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის გამო, სააგენტომ მეხუთე ბაგა–ბაღში, აღნიშნული ხორცის გამოყენება აკრძალა.
12:43 / 15.04.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티betlikeholiganbetsahabetonwinmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182holiganbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginparibahissekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisdiyarbakır escortjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetJojobetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24jojobetgrandpashabetmilanobetbetnanowbahisbets10bets10meritkinggrandpashabetultrabetbetebetbetpassekabetMeritkingmagic mushroomscasinofastmatbet