SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/12049559_535752023239958_7211617552987451961_n.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/10/turashvili.jpg?w=300" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=300" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://pia.ge/pia_images/logoebi_34/big/mastsavlebelta_profesiuli_ganvitarebis_erovnuli_tsentri_12804.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
ილია II სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
ილია II სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
2015 წლის 28 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, საპატრიარქოს რეზიდენციაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნა, უმაღლესი სასწავლებელი ახალციხეში საქართველოს ეკლესიის მეთაურის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით დაარსდა, ამიტომ მართებულად თვლის, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, პროფესურამ და სტუდენტებმა პატრიარქს ერთგვარი ანგარიში წარუდგინონ, 25 წლის მანძილზე უნივერსიტეტის განვლილ გზაზე, მიღწევებზე, პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. კათოლიკოს პატრიარქმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დალოცა და წარმატებები უსურვა.
17:59 / 29.10.2015
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
არასამთავრობო ორგანიზაცია world vision-ის ახალგაზრდული საბჭოს წევრები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ. მოსწავლეებმა აკაკი მაჭუტაძეს თანატოლები პრობლემები გააცნეს და მათი აღმოფხვრის მიზნით საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს. ამასთან ახალგაზრდებმა,  სპორტული შეჯიბრებების გამართვასა და ლაშქრობების მოწყობაში მხარდაჭერა ითხოვეს. მხარის გუბერნატორმა მათ დახმარება აღუთქვა. ერთობლივი ძალებით, რეგიონში ტურნირების გამართვა 2016 წლის მაისისთვის დაიგეგმა.
21:50 / 21.10.2015
დათო ტურაშვილი ადიგენში მოსწავლეებს შეხვდება
დათო ტურაშვილი ადიგენში მოსწავლეებს შეხვდება
მწერალი დათო ტურაშვილი ადიგენში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდება. შეხვედრა 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორია აიპ „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“, რომელიც Mercy Corps-თან ერთად, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ახორციელებს პროექტს „ჰორიზონტის გაფართოება – გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“. ღონისძიება ადიგენის კრეატიულ ოთახში ჩატარდება
23:06 / 20.10.2015
ახალციხის ბაღების ნაწილში კვლავ შეშის ღუმელით თბებიან
ახალციხის სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულებებში გათბობა ჩაირთო. უკვე სამი დღეა, პატარები ცენტრალური გათბობით, ან შეშის ღუმელით თბებიან. პრობლემა იყო ნომერ მეხუთე საბავშო ბაღში, სადაც  გათბობა,  16 ოქტომბერს  მას შემდეგ ჩაირთეს, რაც თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა. ცივი ამინდების მიუხედავად, ახალციხის ნომერ მეხუთე საბავშვო ბაღში გათბობა  დღეს ჩაირთო. ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ გათბობასთან დაკავშირებული პრობლემა არცერთ ბაღში იყო.  ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი ნანა ბერიძემ  „მეცხრე არხთან“  განმარტა, რომ  მეხუთე საბავშვო ბაღში  ტექნიკური ხარვეზები იყო. აქ ჯერ  წყალი  მოწყდა, შემდეგ კი  ელექტროენერგია გამოირთო, რის გამოც  ბაღს  გათბობა არ მიეწოდებოდა. 16 ოქტომბრიდან პატარებს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში  სითბო დახვდებათ.
22:15 / 16.10.2015
ახალციხის გამგეობაში, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს შეხვდნენ
ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების გასაცნობად, დღეს სპეციალური ღონისძიება გაიმართა. 31 სოფლის ყველაზე ასაკიან მასწავლებელესა და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ ლექსებს, ჩანახატებსა და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებზე სიმღერებს ქმნიან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უმასპინძლა. მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედება წარადგინეს და სასიმღერო ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ახალციხის გამგეობის კულტურის სამსახურის ინიციატივით გაიმართა. საღამოს დასასრულს, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
20:44 / 15.10.2015
აპლიკანტებმა, პროფესიულ პროგრამებზე, მისაღები გამოცდა ჩააბარეს
სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდა დარეგისტრირებულმა აპლიკანტებმა დღეს, 11 ოქტომბერს ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრები ახალციხის რამდენიმე სკოლაში იყო გახსნილი. პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სრული სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად კონკურსანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადაელახა და კითხვების 25%  სწორი პასუხი უნდა გაეცა. აპლიკანტებისთვის, გამოცდის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღება, რეგიონში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარს“ და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 სპეციალობის 101 ადგილზე, 350 განაცხადი შევიდა. აქ ძირითადი მიმართულებები ფარმაცია, საბუღალტრო საქმე და ბაგა–ბაღის აღმზრდელია. ახალციხის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წელს მიღება 18 სპეციალობის 338 ადგილზე გამოაცხადა. კოლეჯში 268 განაცხადი შევიდა. ყველაზე მაღალი კონკურსი ბუღალტრის, თმის სტილისტისა და ვებსპეციალისტის პროგრამებზეა. პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება.
16:50 / 11.10.2015
პედაგოგები სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ემზადებიან
ახალციხის საჯარო სკოლების მასწავლებლები პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრირდებიან. მეექსვე სკოლაში ამბობენ, რომ სერტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა ამ კუთხით მათი კვალიფიკაციის ამაღლებდა და პროფესიული ზრდა მოხდეს. კანონის თანახმად გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პრაქტიკოს მასწავლებელს, ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარიხსის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ხარისხი და მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე პედაგოგობის უფლება აქვს. ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში ჩააბარებენ.
23:11 / 02.10.2015
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა
გახდი პროფესიონალი და დასაქმდი. სახელმწიფო სასწავლებლებში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა რეგიონში საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარში“ და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი. რეგისტრაცია 10–დან 27 სექტემბრამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სასწავლებლებში მიმდინარეობდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიღება 8 სპეციალობის 101 ადგილზე გამოაცხადა. ძირითადი მიმართულებები ფარმაცია, საბუღალტრო საქმე და ბაგა–ბაღის აღმზრდელია. უნივერსიტეტში 350 განაცხადი შევიდა.
12:41 / 29.09.2015
როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად? – საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში
როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად პროფესია? – ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სამცხე–ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები ესაუბრნენ.
23:33 / 25.09.2015
მეუფე თეოდორე, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა
მეუფე თეოდორე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საპატიო დოქტორი გახდა.  ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტს, აღნშნული  წოდება  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მიანიჭა და სპეციალური სიგელი გადასცა. როგორც  რექტორმა, მერაბ ბერიძემ განმარტა, უნივერსიტეტს მეუფესთან 25 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა, ამიერიდან მათი ურთიერთობა უფრო გახშირდება.
20:33 / 25.09.2015
სომხურენოვან სკოლებს მშობლიური ენის სახელმძღვანელოები უგვიანდებათ
ახალი სასწავლო წელი და ძველი სახელმძღვანელოები – ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკვე მეორე წელია მოსწავლეები უფროსკლასელების მიერ გამოყენებული  უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. სკოლებში განმარტავენ,  რომ წიგნები უმნიშვნელოდაა დაზიანებული და  მისი გამოყენება შესაძლებელია. წიგნებით სრულად უზრუნველყოფილი არ არის ახალციხის სომხურენოვანი სკოლები. დირექტორთა განმარტებით, მშობლიური ენის სახელმძღვანელო დაწესებულებებს ამ დრომდე არ მიუღიათ. მათივე თქმით, მოთხოვნა აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროს დროულად გადაეცა.
20:20 / 14.09.2015
ახალციხის გამგეობამ პირველკლასელების საჩუქრებისთვის 1 800 ლარი დახარჯა
სასწავლო წლის დაწყება თემის საჯარო სკოლის მოსწვალეებს ახალციხის  გამგეობის წარმომადგენლებმა  მიულოცეს. საჯარო მოხელეები მუნიციპალიტეტის 32 სკოლას ესტუმრნენ და პირველკლასელებს სასკოლო ინვენტარი გადასცეს. ახალციხის გამგებლის თქმით,  საჩუქრებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 800 ლარი გამოიყო.
19:25 / 14.09.2015
14 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყება
14 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყება
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა.
17:26 / 19.08.2015
პირველკლასელთათვის რეგისტრაციის დამატებითი ვადა გამოცხადდა
პირველკლასელთათვის რეგისტრაციის დამატებითი ვადა გამოცხადდა
 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად განისაზღვრა. იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ სკოლაში დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამათეით დროს გამოყოფს. რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე http://registration.emis.ge  მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია.რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: 1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას 2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებად 2015 წლის 23 აპრილილიდან 11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდა და დღეისათვის საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასებში 46 660 მოსწავლეა დარეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროში რამოდენიმე ასეული მომართვა შევიდა იმ მშობლებისაგან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო გამორჩათ პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდი და ვერ დაარეგისტრირეს ბავშვები. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ დამატებითი დრო განსაზღვრა.
13:46 / 19.08.2015
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები  ქიმიის საგნით დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს, 22 ივლისს აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა ქიმიის საგანში ჩააბარეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  საქართველოს მასშტაბით, ქიმია დამატებით საგნად დაახლოებით 1500–ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა ტესტირებაზე  2% არ გამოცხადდა. ახალციხის საგამოცდო ცნეტრში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 29 აბიტურიენტი იყო დარეგისტირებული, აქედან ტესტირება ყველა მათგანმა გაიარა. აპლიკანტების  თქმით, დავალებები საშუალო სირთულის იყო და პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
21:17 / 22.07.2015
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სამ სპეციალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
2015–2016 სასწავლო წელს, სწავლის მსურველი ახალგაზრდებსისთვის სახელმწიფო რამდენიმე ფაკულტეტს დააფინანსებს.  სიახლე  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება. სამინისტროს 100 %–იანი დაფინანსებით სარგებლობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ. ეკონომიკის სპეციალობა  ერთ–ერთია, იმ სამ მიმართულებას შორის, რომელზეც  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი სასწავლო წლიდან სწავლა უასო იქნება. დაფინანსებული ადგილების რაოდენობა სულ 120, მათგან 70 ახალციხის, ხოლო 50 ახალქალაქის კორპუსისთვის განისაზღვრა. ეკონომიკის სპეცილობისთვის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა.
21:49 / 20.07.2015
მობილური ტელეფონის შეტანის გამო, გამოცდიდან ერთი პედაგოგი მოიხსნა
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. მათ ტესტირება დღეს სამოქალაქო განათლებაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში გაიარეს.  სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში დილის 9:00 საათზე დაიწყო. აპლიკანტებს კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო 5 საათი ჰქონდათ. მასწავლებლების თქმით, ტესტირების წარმატებით გასავლელად, გადამზადება და სხვადასხვა პროექტში ჩართვაა საჭირო. ამიტომ თუ პედაგოგი სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის სპეციალურად არ მოემზადება, მოცემულ საკითხებს ვერ დაძლევს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში ამბობენ, რომ დარეგისტრირებული 72 პედაგოგიდან 22 მათგანი არ გამოცხადდა.
15:49 / 15.07.2015
ახალციხეში 7 მაგისტრანტი და 9 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა
მაგისტრანტები საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით, ტესტები ოთხ ნაწილს მოიცავს. დღეს მათ ძალები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში მოსინჯეს. მაგისტრანტების გამოცდები 9 ივლისს  წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ტესტებით დაიწყო. მათთვის გამოყოფილი დრო 2 საათსა და 20 წუთს შეადგენს.
20:44 / 10.07.2015
„ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
„ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრი პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. კონკურსის ფარგლებში 148 ვაკანსიაზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 14 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან. კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა იქნება, რაც საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას მოიცავს. გარდა ამისა, კონსულტანტ-მასწავლებელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. კონკურსის მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრი და უნდა ჰქონდეს მასწავლებლის დამადასტურებელი სერტიფიკატი შესაბამის საგანში ან 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დასაქმების შემთხვევაში, პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი სავალდებულოა, ფლობდეს რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას. პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში. დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება HR.GOV.GE-სა და TPDC.GE-ზე შეუძლიათ.
12:49 / 09.07.2015
აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ტესტირება ინგლისურ ენაში გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დღევანდელ სესიებზე 540  აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა  გამოცდაზე 10 მათგანი  არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინსარიძის თქმით, ტესტირებამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
18:59 / 08.07.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기jojobetjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetmatadorbet스마일퀄리티betlikeholiganbetjojobetjojobet girişmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182holiganbetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetsekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpas girişSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9046CasibomdizipalmarsbahisgrandpashabetkulisbetmarsbahisgrandpashabetjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritking Girişcasibompusulabetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobetmatbetJojobetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24Jojobetgrandpashabetmatbetbetnanowbahisbets10bets10meritkinggrandpashabetjojobetultrabetbetebetbetpassekabetmeritkingMeritkingmagic mushrooms