SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/wulukiani.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/skola.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/untitled-1.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები გეოგრაფიით დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში, მეთერთმეტეკლასელთათვის საატესტატო გამოცდები დაიწყო.  მოსწავლეებს ტესტირება დღეს, 17 ივნისს, გეოგრაფიაში ჰქონდათ. მათი თქმით, საგამოცდო საკითხები საშუალო სირთულის იყო და ბარიერის  გადალახვას ყველა ის მოსწავლე შეძლებს, რომელსაც სასწავლო პროგრამა აქვს გავლილი. საქართველოს საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. საგამოცდო პროცესს, მათი წარმომადგენლები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკვირდებიან.  
15:05 / 17.06.2015
კვების მენიუ და პროდუქტების კალორიულობის დონე საბავშვო ბაღებში
კვების მენიუ და პროდუქტების კალორიულობის დონე ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში – არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამის კვლევებს აწარმოებენ. როგორ იკვებებიან აღსაზრდელები საბავშო ბაღებში, როგორია მშობლების პოზიცია და რას ამბობს ბაღების გაერთიანების დაწესებულების ხელმძღვანელი – თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა. ამოწმებენ თუ არა საკუთარი შვილების საკვებ მენიუს, საკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში და იციან თუ არა, რას მიირთმევენ მათი შვილიები კალორიულობის ან ხარისხის მიხედვით – ამ კითხვებით „მეცხრე არხმა“ აღსაზრდელების მშობლებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ მათი ნაწილი აღნიშნულით ნაკლებად ინტერესდება. ზოგიერთები კი კვების მენიუს ყოველთვის ამოწმებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ ბავშვები ბაღში ხილს საერთოდ ვერ მიირთმევენ, რადგან მენიუში გათვალისწინებული არ არის.
23:03 / 12.06.2015
ვალის მეორე შახტის დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის ახალმა დაწესბულებამ  ფუნქციონირება ვალის მეორე შახტაში დაიწყო. ბაგა-ბაღი  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და “World Vision”–ის თანადაფინასებით აშენდა. დღეს, 11 ივნისს ბაღის გახსნას რეგიონის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წასრმომადგენლები დაესწრნენ. სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილი და ბავშვებისთვის გასართობი მოედანი –  ვალის მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრებ პატარებს შეუძლიათ ხვალიდან ახალ ბაღში იარონ.
23:30 / 11.06.2015
უნივერსიტეტის კიდევ ერთი მემორანდუმი აგრარული მიმართულებით
სამცხე–ჯავახეთის სახემწიფო უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შორის  პრაქტიკული და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი,  სტუდენტებისათვის სამეცნიერო კვლევბითი ცენტრის ბაზაზე არსებულ მეურნეობასა და ლაბორატორიაში პრაქტიკის გავლას ითვალისწინებს. სამეცნიერო ცენტრის ძირითად მიზანს, აგრარული სექტორის განვითარების  ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტრექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.
22:01 / 09.06.2015
იუსტიციის მინისტრი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებს შეხვდა
  იუსტიციის მინისტრი ფოკაში იმყოფებოდა, სადაც პროექტის – “მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს” – ფარგლებში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. თეა წულუკიანი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ფოკას ადგილობრივ დეპუტატ ენზელ მკოიანთან და გაზეთ “ვრასტანის” მთავარ რედაქტორ ვან ბაიბურთთან ერთად ეწვია. ფოკაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. თეა წულუკიანი ფოკას სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად გაეცნენ მოსწავლეები იმ ლიტერატურას, რომელიც თეა წულუკიანმა მათ 4 თვის წინ საჩუქრად გადასცა. მინისტრთან ერთად ფოკელ ახალგზარდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს წარსულში საქართველოს შეიარაღებული  ძალების ჯარისკაცმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არტურ კაზაროვმა, ნინოწმინდელმა ნოტარიუსმა რომან კოსტანიანმა და ვან ბაიბურთმა. მათ ახლგაზრდებს თავიანთ მაგალითზე უამბეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში წარმატების მიღწევისთვის ქართული ენის ცოდნა. მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების სურვილს, იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იუსტიციის სამინიტრო ფოკას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ივლის-აგვისტოში სვანეთში მოგზაურობას შესთავაზებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკინმა 7 ადგილობრივს საქართველოს მოქალაქის პასპორტი პირადად გადასცა. იუსტიციის მინისტრმა ფოკას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი კომპიუტერული უნარების ტრენინგის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ტრენერი წარუდგინა. 50-მდე ახალგაზრდა სწავლებას საზოგადოებრივ ცენტრში გაივლის. ტრენინგის ხანგრძლივობა ორი კვირა იქნება. IX-X კლასის მოსწავლეები საოფისე პროგრამებს დაეუფლებიან. კომპიუტერული უნარ-ჩვევების ტრენინგი პირველი სასწავლო კურსი არ არის, რომელიც ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში იმართება. 2014 წლიდან აქ უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსები, სადაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას კვირაში ორჯერ დისტანციურად ეუფლებიან. იუსტიციის მინისტრმა ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანმა ენზელ მკოიანთან და ვან ბაიბურთთან ერთად ცენტრის ეზოში „მეგობრობის ხე“ დარგო. საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და სოფლის მოსახლეობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა; პროცესში  მოსახლეობის ჩართულობა კი სოფლის მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, თავად იზრუნონ საზოგადოებრივ ცენტრებზე, რომლებიც მათ, 200-ზე მეტი სერვისის გარდა, შეკრებებისა და შეხვედრებისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურასაც სთავაზობს.
18:28 / 07.06.2015
საუნივერსიტეტო ქრონიკები
სამცხე–ჯავახეთისა და ართვინ ჭოროხის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემმორანდუმი გაფორმდა; ინტერვიუ ნიკოლოზ ახალკაცთან საგამოცდო სისტემის შესახებ; სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია; ნახეთ ყოველ ორშაბათს მე–9 არხის ეთერში 22:00 საათზე– ,,საუნივერსიტეტო ქრონიკები”
12:14 / 04.06.2015
გიორგი კოპაძე ბაღის აღმზრდელებს ხელფასის მომატებას მეორედ დაპირდა
დაპირების მიუხედავად, ახალციხეში საბავშვო ბაღის აღმზრდელები მომატებულ ხელფასებს, მიმდინარე წელს  ვერ მიიღებენ. ქალაქის მერი აღნიშნული საკითხის გათვალისწინებას 2015 წლის ბიუჯეტში აპირებდა, თუმცა ბაღის თანამშრომლების ანაზღაურება ამ დრომდე არ შეცვლილა. ქალაქის მერის თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა წელს აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება. ეს  განცხადება „მეცხრე არხის“  პირდაპირი ეთერით ახალციხის მერმა, გასული წლის ოქტომბრის თვეში გააკეთა, მაშინ როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს  გეგმავდა. მას შემდეგ 8 თვე გავიდა, თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არც ტესტირება ჩატარებულა და არც თანამშრომლების ხელფასების საკითხი მოგვარებულა.
21:01 / 02.06.2015
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და მოდერნიზაციის ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა. ამასთან დაკავშრებით, უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ინსტიტუტის დამფუძნებლები ესტუმრნენ. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, სტუმრებმა  სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან პროექტის, სახელწოდებით ,,უკან მომავალში“ პრეზენტაცია გამართეს. მათი თქმით,  სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფოს აქტიური ურთიერთობა ხელს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარდებას შეუწყობს. ამ კუთხით კი საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი საუნივერსიტეტო ჩართულობისათვის არაერთ პროექტს განახორციელებს.
19:34 / 02.06.2015
ახალციხის სამხატვრო სკოლამ მეორე სემესტრი შეაჯამა
მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში.   გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი 50-მდე მოსწავლის ნამუშევარით სკოლამ მეორე სემესტრი შეაჯამა.
21:02 / 29.05.2015
ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ართვინ–ჭოროხის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალციხეში, თურქეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ორმა რექტორმა, მემორანდუმს ხელი  ერთობლივად მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტებს შორის, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები დაიწყება. გარდა ამისა, განხორციელდება გაცვლითი პროგრამებიც, რომლის საშუალებითაც, სტუდენტებს უცხო ენის სწავლა საქართველოსა და თურქეთში შეეძლებათ.
21:43 / 28.05.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის 210–მა კურსდამთავრებულმა ბოლო ზარი ერთად აღნიშნა
ფოლკლორული და საესტრადო სიმღერები, ცეკვები, პატრიოტული ლექსები და საოპერო არია – დღეს კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი ახალციხის მუნიცპალიტეტის ყველა მეთორმეტეკლასელისთვის. ერთობლივ ღონისძიებაზე, სხვადასხვა სოფლიდან 210  კურსდამთავრებული სხვილისში შეიკრიბა. შეიკრიბა. საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, სკოლადამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  ერთად, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ოპიზარისა“ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებმაც მიულოცეს.
21:46 / 27.05.2015
ახალციხეში სტუდენტები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
გავაცნოთ ევროკავშირი სკოლებს – ევროკავშირის დღეების ფარგლებში დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალციხის სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში  ,,რა ? სად? როდის?” და ფლეშმობი  გამართეს. წიგნებითა და სიგელებით დააჯილდოვეს ესეების  და პოსტერების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდებიც. ახალციხეს ნატოსა და ევროკავშირის  საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ,
21:40 / 27.05.2015
ახალციხის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
ახალციხის საჯარო  და კერძო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისათვის ბოლო ზარი  დაირეკა.   ახალგაზრდებმა სწავლის დასრულება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის მერიამ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს სიმბოლურ საჩუქრად ხატები გადასცა, მუსლიმი სარწმუნოების წარმომადგენლებმა კი ნახატები მიიღეს.
21:30 / 25.05.2015
ახალციხეში საატესტატო გამოცდები დასრულდა
ახალციხის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დასრულდა. მოსწავლეებმა ბოლო ტესტირება დღეს ქიმიაში გაიარეს. როგორც საჯარო სკოლების დირექტორები აცხადებენ, საგამოცდო პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. თუმცა ისინი მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგებით უკმაყოფილონი არიან. ქალაქის მასშტაბით, საჯარო სკოლებში 10 ქულა მინიმალური რაოდენობით დაფიქსირდა.
21:05 / 25.05.2015
ახალციხეში "ახალგაზრდული ფორუმი" გაიმართა
ახალგაზრდული ფორუმი ახალციხეში. ადიგენისა და ახალციხის სამოქალაქო და სასკოლო კლუბის წევრებმა საზოგადოებას დასაფინანსებლად ხუთი პროექტი წარუდგინეს. ფორუმს ორგანიზება არასამთავრობო როგანიზაცია დემოკრატ–მესხთა კავშირმა, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ვორლდ ვიჟენმა გაუწიეს. ახალციხეში „ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. სამოქალაქო და სასკოლო კლუბების გაერთიანებით, 5–მა ჯგუფმა 5 საკითხზე პროექტები წარმოადგინა. ახალგაზრდებმა პრობლემის მოგვარება ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, თანასწორობის, ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მოხალისეობის კუთხით გადაწყვიტეს.
23:54 / 24.05.2015
"ოპიზარმა" სასწავლო წელი შეაჯამა
კაბები, ვარცხნილობები და კერძები–საზოგადოებრივმა–პროფესიულმა კოლეჯმა „ოპიზარმა“ დაწესებულების კურსდამთავრებულების ნამუშევრები ახალციხეში საზოგადოებას წარუდგინა. მონაწილეებმა ადგილობრივებს მუშაობის სტილი და სპეციფიკა გააცნეს. დამსწრე აუდიტორიამ ღონიძიებაზე კოლეჯში არსებულ პროგრამებზე ინფორმაციაც მიიღეს. „ოპიზარის“ დირექტორის თქმით, ნებისმიერ პირს ვისაც სურს კონდიტერის, სტილისტისა და დიზაინერის პროფესიებს დაეუფლოს, სასწავლებელი საშუალებას აძლევს საქმიანობა გარკვეულ დონეზე შეისწავლოს.
22:02 / 22.05.2015
ახალციხეში ინგლისური ენის გამოცდაზე ექვსი მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა
ახალციხეში ინგლისური ენის გამოცდაზე ექვსი მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა
დღეს ახალციხის საჯარო სკოლებში  მეთორმეტეკლასელებმა  საატესტატო გამოცდები  უცხო ენაში ჩააბარებეს.  პროცესი  ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დილის ცხრა საათზე დაიწყო, მოსწავლეებს დავალებების შესასრულებლად  ერთი საათი ჰქონდათ გამოყოფილი. ქალაქის ნომერ პირველ და მეექვსე საჯარო სკოლებში უმაღლესი 10 ქულა დაფიქსირდა, თუმცა ორივე დაწესებულებაში თითო–თითო მეთორმეტეკლასელი ჩაიჭრა. მეხუთე საჯარო სკოლაში უმაღლესი 9 ქულა დაიწერა ხოლო 3–მა მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა. არაქართულნოვან მესამე საჯარო სკოლაში ყველა მოსწავლემ დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა,  უმაღლესი კი  9,5 ქულა დაიწერა. მეორე რუსულენოვან სკოლაში  უმაღლესი შეფასება 8,6 იყო, ხოლო ერთი მათგანი ჩაიჭრა. დაწესებულებებში ტესტირებას გამოცდების ეროვნული  ცენტრის წარმომადგენლები დააკვირდნენ. შეგახსენებთ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები  გამოცდებს 23 და 24 მაისს უცხო ენაში, ისტორიასა  და მათემატიკაში ჩააბარებენ. ტესტირების ხელახლა გავლა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებიც გასულ წელს  ჩაიჭრნენ.  საქართველოს მასშტაბით,  გამოსაშვები გამოცდები დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდება. ტესტირებაზე, დაახლოებით, 44 000 მე–12 კლასელი გავა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება, სავარაუდოდ, 1 700 000 ლარი დაჯდება.
20:41 / 22.05.2015
თბილისის ტურიზმის აკდემიამ ღია კარის დღე ახალციხეში მოაწყო
თბილისის ტურიზმის აკდემიამ ახალციხეში ღია კარის დღე  ჩაატარა. დაწესებულების რექტორი ადგილობრივი სკოლების პედაგოგებს, დირექტორებს, აბიტურიენტებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ტურიზმის აკადემიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა. მონაწილეებს სასწავლებლის შესახებ გამოცემული ბუკლეტები და გაზეთები  დაურიგდათ.
18:44 / 22.05.2015
ახალციხეში საატესტატო გამოცდებში ერთი მოსწავლე ჩაიჭრა
საქართველოს საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო. დღეს მეთორმეტე კლასელებმა  ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიარეს. საგამოცდო პროცესი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.
21:56 / 21.05.2015
თბილისის ტურიზმის აკადემია ახალციხეში ღია კარის დღეს აწყობს
თბილისის ტურიზმის აკადემია ახალციხეში ღია კარის დღეს აწყობს
თბილისის ტურიზმის აკადემია ღია კარის დღეს აწყობს, ხოლო ასოციაცია „მესხეთი – 2001“– ის გამგეობა 22 მაისს ახალციხეში გასვლითი სხდომას  მართავს. შეხვედრა  ადმინისტრაციული შენობის  სხდომათა დარბაზში  15:00 საათზე ჩატარდება. ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ამირან მექვაბიშვილი და ტურიზმის აკადემიის პროფესორი ზურაბ სანადირაძე აკადემიის შესახებ მოხსენებებს წაიკითხავენ. შეხვედრაზე მოხდება ინფორმაციული სახის პრეზენტაცია თბილისის ტურიზმის აკადემიაში განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების ვადების, პირობების  შესახებ; დაწესებულების წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებსაც  უპასუხებენ.
17:51 / 21.05.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티betlikeholiganbetsahabetonwinmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginparibahissekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisdiyarbakır escortjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetJojobetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24jojobetgrandpashabetmilanobetbetnanowbahisbets10bets10meritkinggrandpashabetultrabetbetebetbetpassekabetMeritkingmagic mushroomscasinofastmatbet