ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები
გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. მათ
რეგისტრაცია 08:00 საათზე გაიარეს, ტესტებზე მუშაობა კი 09:00 დაიწყო,
გამოცდისთვის დრო ოთხი საათი აქვთ გამოყოფილი. ახალციხის საგამოცდო
ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია გახსნილი, პირველ სესიაზე, რეგიონის
მასშტაბით, 255 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან 2 არ გამოცხადდა.
საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო
პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძრო სამაშველო
სამსახური. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ
გამოცდებზე, საქართველოს მასშტაბით, 40 000–ზე მეტი აბიტურიენტი იყო
რეგისტირებული, თუმცა, დაახლოებით 1 300 მეთორმეტეკლასელი პროცესს
გამოეთიშა. მათ საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს. 100–ზე მეტ
აბიტურიენტს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა ესაჭიროება.
არიან მსჯავრდებულებიც. საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 ქალაქში,
ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში,
თბილისში. რუსთავში, თელავში და ხულოში გაიხსნა. ერთიანი ეროვნული
გამოცდები 22 ივლიის, ქიმიის საგნით დასრულდება.