SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/09/untitled2.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/08/moes_new_logo-resized.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=185" not supported. __LINE__
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
ზარზმის საბავშვო ბაღი ადიგენის 3 სოფელს მოემსახურება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა 40 აღსაზრდელზეა გათვლილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სავარაუდოდ სამი სოფლის მაცხოვრებლები ივლიან. საბავშვო ბაღის მშენებლობა ზარზმაში 3 თვის წინ დაიწყო. შენობა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision- საქარათველოსა“ და ადიგენის  თვითმმართველობის თანადაფინანსებით აშენდა.
19:04 / 17.10.2014
„მოქალაქე“ სტუდენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს
არასამთავრებო ორგანიზაცია „მოქალაქე“, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად  ახალ პროექტს  სახელწოდებით  „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ იწყებს. მის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართვა წარმოადგენს.
19:11 / 16.10.2014
"მოქალაქე" მოსწავლეებისათვის ოლიმპიადას გამართავს
სამოქალაქო განათლებაში ოლიმპიადა ჩატარდება–ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პედაგოგებს განუცხადა. შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა,  რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
21:25 / 15.10.2014
ტრენინგ–სემინარი პედაგოგებისთვის ინკლუზიური განათლების შესახებ
როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვა და  რა უნარჩვევები უნდა გამოიმუშავონ პედაგოგებმა–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.
11:17 / 10.10.2014
დანაშაულის პრევენციის მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ
არასრულწლოვნებში  დანაშაულის პრევენციის მიზნით, ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.  პროკურორის მოადგილემ დავით ჯინჭველაძემ პირველ  საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან  ლექცია-სემინარი ჩაატარა.
11:05 / 10.10.2014
ახალციხის მერიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 1994  წლიდან, ყოველ 5 ოქტომბერს აღნიშნავს,  იქიდან გამომდინარე, რომ წელს ეს თარიღი  არასამუშაო დღეს დაემთხვა, პედაგოგებისათვის პროფესიული დღის მილოცვა მერიამ წინასწარ 3 ოქტომბერს გადაწყვიტა.
20:48 / 03.10.2014
აგარის ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა
ერთ დღიანი პროტესტის შემდეგ  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღში საკადრო ცვლილებები აღარ განხორციელდა.  ბაღს არცერთი პედაგოგი დატოვებს –  ეს გადაწყვეტილება აღმზრდელებს თავად ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა გააცნო. ლელა ოქრომელიძე „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ახალი კადრები იმ შემთხვევაში დაემატება, თუ ბაღში მესამე ჯგუფი გაიხსნება.
16:38 / 01.10.2014
პოლიტიკური თუ პროფესიული მოტივი - რატომ ათავისუფლებენ აგარის ბაღიდან პედაგოგებს?
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საბავშვო ბაღის აღსასზრდელებმა საკადრო ცვლილებები გააპროტესტეს.  ბაღის ყოფილმა და მოქმედმა პედაგოგებმა  5 თანამშრომლის გათავისუფლების გამო უკმაყოფილება ამსახით გამოხატეს.  მათი თქმით, პედაგოგები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა, ლელა ოქრომლიძემ ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა,  მათ ნაცვლად კი ,,ქართული ოცნების” აქტივისტები დანიშნა. თანამშრომელთა მტკიცებით, წინასაარჩენო პერიოდში, პედაგოგების მიმართ გათავისუფლების მუქარა ხშირად ისმოდა.
20:16 / 30.09.2014
აგარის საბავშვო ბაღის პედაგოგები სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან
აგარის საბავშვო ბაღის პედაგოგები სასწავლო პროცესის ჩაშლით იმუქრებიან
    აგარის საბავშვო ბაღის ეზოში ამ წუთებში ხმაურია. ბაღის ყოფილი და მოქმედი პედაგოგები  5 თანამშრომლის გათავისუფლებასა და ახალი აღმზრდელების დანიშვნას აპროტესტებენ. ხმაური აქციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი თანამშრომელი ეთერი გულიაშვილი მივიდა. აქციის მონაწილეები მისგან ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ დაინიშნა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე. „ლელა ოქრომელიძემ დამირეკა ბაღში მიდი და მეც მალე მოვალო. რატომ უნდა მოვსულიყავი არ ვიცოდი. მერე გავარკვიე, რომ მეორე სმენის აღმზრდელად დავინიშნე. სხვა არაფერი ვიცი“ – აცხადებს ეთერი გულიაშვილი. აქცია აგარის საბავშვო ბაღის ეზოში დილიდან მიმდინარეონს. ბაღის თანამშრომლები 5 პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ. მათი გათავისუფლება და დანიშვნა კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა უზრუნველყო. თანამშრომელთა თქმით, პედაგოგებისთვის  გათავისუფლების მიზეზი ლელა ოქრომელიძეს ამ დრომდე არ აუხსნია. აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში სასწავლო პროცესს ჩაშლიან.
13:57 / 30.09.2014
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 239 სტუდენტი ჩაირიცხა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონია 11 საათზე გაიმართა. უმაღლესი დაწესებულების რექტორმა სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებელებს სიტყვით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა. მერაბ ბერიძემ იმ სიახლეების შსახებაც ისაუბრა, რომელბიც უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან განხორციელდება.
00:28 / 16.09.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტში სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 50 000–მდე პირველკლასელია რეგისტრირებული. 15 სექტემბერს სწავლა განახლდა ახალციხის მეხუთე საკარო სკოლაშიც.  საბა ნათენაძე სწორედ ამ სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ  სწავლის დაწყება უხარია და ეცდება, მაღალ ნიშნებზე ისწავლოს.
21:08 / 15.09.2014
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის ფედერაცია ყალიბდება
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო სპორტის რეგიონული ფედერაცია ყალიბდება, რომლის მიზანიც მოზარდ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და განვითარებაა. ფედერაციაში 6 –ვე მუნიციპალიტეტის პედაგოგები გაწევრიანდდებიან. მის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებებში სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები გაიმართება. ფედერაციის ჩამოყალიბების ინიციატორი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძეა.
20:44 / 16.08.2014
განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს
განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს
     განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მომდევნო ეტაპს – სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა შეზღუდული არ არის. 20 აგვისტოს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა. სამინისტროს ინფორმაციით,  დირექტორობის კანდიდატებმა ასევე უნდა ატვირთონ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. ფოტოსურათი და 3. სამოტივაციო წერილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  გასაუბრების განრიგს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.
17:32 / 16.08.2014
საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი ბაკურიანში საზაფხულო სემინარს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის ოთხი უნივერსიტეტის 50–მდე სტუდენტმა მიიღო. სემინარის თემა რელიგიის ფილოსოფიული საფუძვლები იყო.
22:57 / 15.08.2014
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელად ნანა ბერიძე დაინიშნა
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელად ნანა ბერიძე დაინიშნა
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეს,  ოფიციალურად თანამდებობაზე  ნანა ბერიძე დაინიშნა. დაწესებულების ხელმძღვანელის  განმარტებით,  ბაგა–ბაღებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის რეფორმების გატარდება იგეგმება. ნანა ბერიძის თქმით,  მოსახლეობის გამოკითხვა მოხდება, თუ რა კუთხით სურთ მათ   დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ  გზით მოხდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვაა პრობლემების აღმოფხვრა. “მოტივირებული  ვარ, რომ ამ სფეროში ჩემი მუშაობა ნაყოფიერი იყოს”–აღნიშნა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მეცხრე–არხთან საუბრისას. ნანა ბერიძეს 1970   წელის  12 აპრილს ქალაქ  ახალციხეშ დაიბადა. განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო. წლების განმავლობაში  ახალციხის  საზოგადოებრივ კოლეჯში,  “მესხეთში” მუშაობდა და  ქიმიის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი შეგახსენებთ, რომ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა ნანა გელაშვილმა , 31 ივლისს საკუთარი განცახდების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. იგი ააიპი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად 2013 წლის 4 თებერვლიდან მუშაობდა.
18:29 / 01.08.2014
საქსტატის წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  შეხვედრა 2014 წლის მოსახლეობის აღწერის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
20:09 / 24.07.2014
ნოდარ ხადური ტარიელ ლონდარიძეს ასპინძაში სკოლების რეაბილიტაციას დაპირდა
„სად წავიდა თანხები, რომელიც განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებითვის 2013 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული? თქვენ დააკელით 11 მილიონ ლარზე მეტი, რის შედეგადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში  დამწვარი სკოლა არ აღდგა და ამის გამო ორ სოფელში მოსახლეობისაგან დაცლის საშიშროება არსებობს.”  
17:26 / 23.07.2014
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს აბიტურიენტებმა ბოლო ტესტირება ფიზიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 16 აბიტურიენტიდან, ტესტირებაზე 15 მათგანი  გამოცხადდა. ქალაქის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოცდამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.
22:02 / 16.07.2014
რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ონომასტიკოსები ესტუმრნენ. სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა  კოლეგებს საკუთარი კვლევების შესახებ მოხსენებები გააცნეს. კონფერენცია პროფესორების: ვალერი სილოგავასა და სერგო მელიქიძის ხსოვნას მიეძღვნა.
21:53 / 11.07.2014
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티kingroyaltipobetjojobetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetjojobet girişholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginslotbarsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisgrandpashabetjojobetcasibom girişistanbul escort telegramCasibomcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetpark girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom güncel giriş1xbet girişbetpascratosroyalbetJojobetbets10sekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet giriştaraftarium24jojobet girişgrandpashabetvaycasinobetnanopiabellacasinojojobetjojobetmeritkingvdcasinobetparkbetciopadişahbetiptvCasibommagic mushroomscratosroyalbettaraftarium24grandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibomRetcasino | Retcasino Giriş | Retcasino Güncel Adres | Retcasino Güncel Girişjojobetmp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsat girişholiganbet girişsahabetbetparkholiganbet girişjojobetjojobetsekabetbetcuppusulabetjojobetdeneme bonusu veren sitelerjojobetjojobetgrandpashabetjojobetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahis