პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 23
აპრილს დაიწყება. პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება. რეგისტრაციის
სამივე ეტაპის განრიგს სამინისტრო ხვალ წარადგენს. პროცესი შეეხება
ბავშვებს, ვისი და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; ვისი მშობელიც სკოლის
თანამშრომელია; ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის
პირველ კლასში (ტყუპები, და-ძმები). კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური
რაოდენობა 25 მოსწავლით განისაზღვრა. ამასთან, მესამე ბავშვის
მონათვლის თაობაზე პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით, წელს
პირველკლასელთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 9
000-ითმეტია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს
აფრთხილებს. “ჩვენ გაფრთხილებას ვაკეთებთ ყველა მშობელთან, რომ არ
დაარეგისტრიროს ერთი ბავშვი რამდენიმე მეურვემ და მშობელმა
ერთდორულად, რაც პროგრამას უქმნის ხარვეზებს. რაც მთავარია, ამის
შესაძლებობა მშობელს ნამდვილად არ ექნება, რადგან თუ ერთი და იგივე
ბავშვზე რეგისტრაციას დაიწყებს რამდენიმე ადამიანი, საერთოდ
შეჩერდება ამ ბავშვის რეგისტრაცია. პროგრამულად ეს უზრუნველყოფა
გაკეთებულია, პროგრამა ისეა გამართული, რომ მცდელობა ერთი
ბავშვი დაარეგისტრიროს 10-მა, 15-მა, 20 ადამიანმა აუცილებლად იქნება
დაბლოკილი”, – აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა.