პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის
მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც. განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის განცხადებით, უწყება ახალ სქემაზე უკვე მუშაობს, რომელშიც
ყველა პედაგოგი, მათ შორის, სერტიფიცირებული მასწავლებლებიც
ჩაერთვებიან.