პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს
სრულდება. პატარების მეურვეებს საშუალება აქვთ შვილები
ონლაინ რეჟიმში 21:00 საათამდე დაარეგისტრირონ. მშობელმა სპეცაიალურ
ველში, როგორც ბავშვის ასევე, საკუთარი პირადი
ინფორმაცია უნდა შეავსოს. სისტემა მხოლოდ იმ ბავშებს არეგისტრირებს,
რომელთაც, 2015 წლის პირველ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მშობლებს თხოვნითაც
მიმართა, რათა რეგისტაციის დაწყებამდე ყურადღებით გაცნობოდნენ
ინსტრუქციას. ამასთანავე, უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ერთდროულად
რამდენიმე პირის მიერ პარალელურად ან რამდენჯერმე ერთი და იმავე
ბავშვის რეგისტრაციის მცდელობა დაუშვებელია. შეგახსენებთ, რომ
პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ჯერზე ის
ბავშვები დარეგისტრირდნენ, ვისი და ძმაც სწავლობდა მითითებულ სკოლაში
ან ვისი მშობელიც დაწესებულების თანამშრომელი იყო. პირველ
ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
მიღება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით
განხორციელდა. II ეტაპის – ონლაინ რეგისტრაცია – 2014 წლის 20
მაისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდა. III ეტაპის –
რეგისტრაცია კი 10 ივლისს დაიწყება და 2014 წლის 18
ივლისს დასრულდება, რა დროსაც ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან,
რომლებმაც I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი
დოკუმენტები ვერ წარადგინეს.