SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/11130147_1412803529026616_3369491861314453389_n-1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
არლელ მოსწავლეებს წარმატება პრემიერ–მინისტრმა მიულოცა
არლის საჯარო სკოლის მოსაწავლეებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათემატიკურ კონკურსში სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ ჯერ რესპუბლიკის მასშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვეს, შემდეგ კი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ. მოსწავლები მიღწეულ წარმატებაზე სასაუბროდ  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მიიწვია. არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ასოციაცია ,,ბალავარის ” მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის პროექტში საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. 5 მოსწავლით დაკომპლექტებულმა  გუნდმა, რომელსაც მათემატიკის პედაგოგი, ცირა ვარდიძე ხელმძღვანელობდა, ქალაქ ათენში, სპექტაკლი სახელწოდებით, ”მაგიური 3 ,4, 5″ წარადგინა, ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ 20-მდე გუნდში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
21:29 / 14.04.2015
,,ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა 2015“-ის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
ორგანიზაციამ ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ,,ახალგაზრდული საკრებულოების“ ჩამოყალიბება დაიწყო. პროექტის ,,ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა 2015“-ის ფარგლებში ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. ასპინძის, ადიგენისა და ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები მხარის გუბერნატორსა და თვითმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „ამ პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ აიმაღლონ საზოგადოებრივი თვითშეგნება და კულტურა“-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მხარის გუბერნატორმა. პროექტის ,,ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა 2015“-ის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება,მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში გათვიცნობიერება და ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონ,ი თავისუფლების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეეები ტრენინგებს გაივლიან, ყველაზე აქტიური ახალგაზრდები კი სამომავლოდ, გაცვლით პროგრამებში ჩაერთვებიან.
20:18 / 14.04.2015
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ
ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები – ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალციხის მეშვიდე სკოლის აღსაზრდელებს გადაეცათ. აქცია პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით განხორციელდა. მისი წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში 1 ტონაზე მეტი მაკულატურა გაიგზავნა, რის სანაცვლოდაც, 100–მდე სხვადასხვა დასახელების წიგნი ჩამოიტანეს. მათივე თქმით, ღონისძიების მთავარ მიზანია, წიგნები იმ ბავშვებს გადაეცეთ, რომლებსაც მსგავსი ლიტერატურა ყველაზე მეტად სჭირდებათ. აქციის ფარგლებში, სახელმძღვანელოების გადაცემა  ,,მწვანე სახლისა“ და სოფელ არლის შშმ პირთა  სარეაბილიტაციო ცენტრის „ღვთის შვილების“ აღსაზრდელებისთვისაც იგეგმება.
22:17 / 08.04.2015
არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს
არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს
არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ასოციაცია ,,ბალავარის ” მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის პროექტში LE-MATH ” ვუერთდებით ევროპას” საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. 5 მოსწავლით დაკომპლექტებულმა  გუნდმა, რომელსაც მათემატიკის პედაგოგი, ცირა ვარდიძე ხელმძღვანელობდა, ქალაქ ათენში, სპექტაკლი სახელწოდებით, ”მაგიური 3 ,4, 5″ წარადგინა, ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ 20-მდე გუნდში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. სპექტაკლი ,,მაგიური 3,4,5″ აღწერს, ჩვ.წ–მდე 26–ე საუკუნეში, თუ როგორ იყენებდნენ ეგვიპტეში, პირამიდების ასაგებად მონები ციფრებს: 3, 4, და 5 . გუნდის ხელმძღვანელი, ცირა ვარდიძე ,,მე–9 არხთან” განმარტავს, რომ ევროკავშირის პროექტი 4 მიმართულებით იყო გამოცხადებული, არლის საჯარო სკოლამ კი ,,მათემატიკური თეატრის” მიმართულება აირჩია და ზუსტი მეცნიერებისათვის დამახასიათებელი თვისება საკუთარი ინტერპრეტაციით დადგა. მოსწავლეებმა სცენარი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, 5 წუთსა და 30 წამში წარმოადგინეს. საერთაშორისო ასოციაცია ,,ბალავარის ” მიერ გამოცხადებული ევროკავშირის პროექტი LE-MATH ” ვუერთდებით ევროპას”,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის მიზანი, ევროპულ საგანმანათლებლო სტრუქტურებში, ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტეგრაციაა. პროექტის ფარგლებში, პირველი ტური საქართველოში, დეკემბერის ბოლოს გაიმართა. მასში არლის სკოლის გუნდმა რესპუბლიკური პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ფინალური ტურის კანდიდატი გახდა. გუნდის 5 მოსწავლე და მათი ხელმძღვანელი,  მათმატიკის პედაგოგი, ცირა ვარდიძე ქალაქ ათენიდან 30 მარტს დაბრუნდნენ.
22:50 / 02.04.2015
კარლო ხუციშვილმა ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა
კარლო ხუციშვილმა ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა
ახალციხელი გამომგონებლის კიდევ ერთი წარმატება – კარლო ხუციშვილმა ბლოგების კონკურსში, ნომინაციაში „ახალგაზრდა ომბუდსმენი“ გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა: „ჩემს გულშემატკივრებს ნასაში წასვლამდე მინდა გითხრათ კიდევ ერთი წარმატების შესახებ , კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯე ,  ეს იყო ბლოგების კონკურსი, ნომინაციაში “ახალგაზრდა ომბუდსმენი“.  მე დღეს ბლოგების კონკურსის გამარჯვებული ვარ.“ ბლოგების კონკურსი „სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის“ პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარდა. ნომინაციაში „ახალგაზრდა ომბუდსმენი“ კარლო ხუციშვილმა მეორე ადგილი აიღო.  მესამე ადგილი კი ასევე სამცხე–ჯავახეთიდან რიტა გოგოლაურს ერგო. ნომინაციაში „მოქალაქე ჟურნალისტი“ რეგიონიდან პირველი ადგილი დაიკავა ლალი უჩიძემ.  ასევე პირველი ადგილის მფლობელი გახდა სამცხე–ჯავახეთიდან ქრისტინე ინასარიძე, ნომინაციაში „ახალგაზრდა მოხალისე“. ნომინაციაში „ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი“ მეორე ადგილი ერგო თინათინ გელაშვილს. ასევე, მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ: თეა უჩიძე – ნომინაციაში „ბუნების დამცველი“ და თამარ ქურდაძე – ნომინაციაში „ახალგაზრდა განმანათლებელი“ ბლოგების კონკურსი მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარდა. მის მიზანს მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების თემებზე შექმნილი საუკეთესო ბლოგების გამოვლენა წარმოადგენდა.
15:50 / 02.04.2015
ახალციხეში ინტელექტუალური თამაში „ რა? სად? როდის?“ გაიმართა
ახალციხეში ინტელექტუალური თამაში „ რა? სად? როდის?“  გაიმართა. მასში  მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 21–მა სკოლამ მიიღო. ღონისძიება მეხუთე საჯარო  სკოლაში ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.
21:07 / 01.04.2015
ახალციხეში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ემზადებიან
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე  სამი თვე  დარჩა. აბიტურიენტები  მისაღები გამოცდებისათვის აქტიურად  ემზადებიან. მათ არჩევანი უკვე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლა  ჯერ კიდევ შეუძლიათ. აბიტურიენტების მისაღებად მზად არის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. დაწესებულება ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს. ავთო ლომიძე იმ აბიტურიენტებს შორისაა, რომელიც მისაღები გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება. მან  სააპლიკაციო ფორმა უკვე შეავსო და არჩევანი ორი მიმართულებით გააკეთა. ავთოს სურვილია სწავლა ჟურნალისტიკის ან მედიცინის მიმართულებით გააგრძელოს. თვლის, რომ 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საშუალო სირთულის იქნება, ამიტომ იმედი აქვს, რომ  ტესტირებას თავს წარმატებით გაართმევს.
21:44 / 30.03.2015
ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარა
არასრულწლოვნებში  დანაშაულის პრევენციის მიზნით, ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.  პროკურორის მოადგილემ დავით ჯინჭველაძემ, პირველ  საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან  ლექცია-სემინარი ჩაატარა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეთა სასურველ კითხვებს პროკურატურის წარმომადგენელმა უპასუხა. დავით ჯინჭველაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მის მიზანს ახალგაზრდების ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირება წარმოადგენს. მისივე თქმით, ანალოგიური სახის ლექცია–სემინარები ახლო მომავალში  ადიგენისა და აბასთუმნის  საჯარო სკოლებშიც ჩატარდება. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება.
21:46 / 26.03.2015
"განვდევნოთ ქართული ენიდან ბარბარიზმები" – "მომავლის თობის" აქცია
სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თობა”-ს ფარგლებში ახალციხის კერძო სკოლა შპს ხერხემი “მზექა”-ს მოსწავლეები შეუერთდნენ აქციას : “განვდევნოთ ქართული ენიდან ბარბარიზმები”.
14:26 / 26.03.2015
“მომავალის თაობა” პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდა მოეწყო
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა მოეწყო. ეხვედრას ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, რეგიონის მაშტაბით პედაგოგები , 23 საჯარო სკოლიდან  ესწრებოდნენ. მრგავლი მაგიდა ორი ნაწილისაგან შედგებოდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
17:09 / 24.03.2015
"ეტალონი" ახალციხელ მოზარდებს სპეციალურ გადაცემას მიუძღვნის
ყველაზე ეროვნული პროექტი ახალციხელ მოზარდებს სპეციალურ გადაცემას მიუძღვნის. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ეტალონის“ წამყვანმა ახალციხეში სტუმრობისას გაავრცელა. გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრა ადგილობრივ მოზადრებთან გამართა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებისკენ მოუწოდა. ახალციხელებმა კი ეტალონის წამყვანს, საკუთარი ლექსები წაუკითხეს და ფოლკლორული ნომრები შესთავაზეს. შეხვედრის დასასრულს „ეტალონის“ წამყვანმა გადაცემაზე მომზადებული ვიდეო–რგოლის ჩვენება მოაწყო.
22:05 / 19.03.2015
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა თემურ ჭკუასელს უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თემურ ჭკუასელს უმასპინძლა. მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და  “ქართული ხმების” დამფუძნებელი, ახალციხეს, უმაღლესი საგანამნათლებლო დაწესებულების მოწვევით ესტუმრა. ღონისძიებას სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები დაესწრნენ. მათ თემურ ჭკუასელის პროზაიკული საქმიანობს შესახებ რამდენიმე მოხსენება მოისმინეს, რის შემდეგაც ავტორმა საკუთარ  შემოქმედებაზე თავადვე ისაუბრა. ,,ოსტატი ქართული სიტყვისა“,– ასე უწოდა სტუმარს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. მისი შემოქმედება ,,ჭეშმარიტ ქართულ საქმედ“ შეაფასეს ღონისძიების სხვა სტუმრებმაც.
20:45 / 17.03.2015
თამარ სანიკიძე: "მასწავლებლის პროფესია ყველაზე პრესტიჟული გახდება"
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გასაცნობად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხეს  ესტუმრა. თამარ სანიკიძე და სამინისტროს წარმომადგენლები  სამცხე–ჯავახეთის პედაგოგებს, პროფესორ–მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. “იმისათვის, რომ პედაგოგი პროფესიულად განვითარდეს, მან ოთხი საფეხური უნდა გაიაროს, ახლო მომავალში კი მასწავლებლობა ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდება” –ეს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ახალციხეში ვიზიტის დროს გააკეთა.
15:36 / 11.03.2015
პედაგოგთა რეგისტარციის პროცესი დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგთა რეგისტარციის  პროცესი დაიწყო.  2015 წლის საგნობრივ გამოცდებს მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები ჩააბარებენ.  რეგისტრაცია უფასოა და ელექტრონულად (www.naec.ge ან www.online.naec.ge) ხორციელდება. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, საგნობრივი გამოცდის ჩაბარება მოქმედი პედაგოგისთვის სავალდებულოა. თუმცა, ეს არ ეხება სერტიფიცირებულ პედაგოგებს. დამხმარე კრებულები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე განთავსდება. პედაგოგთა რეგისტრაციიის პროცესი 2015 წლის  25 მარტამდე გაგრძელდება.
22:34 / 10.03.2015
"მზექა"–ს სკოლამ მანდილოსნებს რვა მარტი მიულოცა
გაზაფხული – სიცივის დამძლევი და სილამაზესთან ასოცირებული, ხოლო ქალი –მშვენებისა და სათნოების სიმბოლო – ასე წარმოაჩინეს ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა წელიწადის ეს დრო და მანდილოსნებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. რვა მარტს მათ მშობელბისათვის, პედაგოგებისათვის,  ადგილობრივი მანდილოსნებისათვის ღონისძიება გამართეს და ლექსები, ცეკვები და სიმღერები შესთავაზეს.
11:42 / 08.03.2015
ახალციხეში პროექტის ,,სახელმწიფო სამი ნულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ახალციხეში პროექტის ,,სახელმწიფო სამი ნულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მასში ჩართულმა ახალგაზრდებმა ქალაქში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი მიდგომა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ ერთმანეთს მხატვრული ნომრებიც აჩვენეს. პროექტი ,,სახელმწიფო სამი ნული“ ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ინიციტივით მიმდინარეობს. მის ფარგლებში ახალციხეში მონაწილეები გასული წლის 18 დეკემბერს გასაუბრების წესით შეირჩნენ. პროექტი მიზანად ახალგაზრდებში სახელმწიფო ცნობიერების ამაღლებასა და მათ სამოქალაქო პროცესებში ჩართვას გულისხმობს. აღნიშნულ პროექტში ახალციხიდან 500–მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
21:03 / 02.03.2015
შსს-ს აკადემიას სამცხე-ჯავახეთიდან აბიტურიენტები ეწვივნენ
შსს-ს აკადემიას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ. შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის პრორექტორმა ფრიდონ დიასამიძემ უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შსს-ს აკადემიაში მიღების წესებს და პროცედურებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე აკადემიის პრორექტორმა აკადემიაში არსებულ სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებზე ისაუბრა. ასევე, მოხდა იმ საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც აკადემიაში წელს პირველად განხორციელდება. შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. ახალგაზრდები სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ და შსს-ს აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა და პოლიციის სტრუქტურაში დასაქმების სურვილი გამოთქვეს.
17:11 / 01.03.2015
ახალციხის მერიის საჩუქარი მეშვიდე სკოლის აღსაზრდელებს
ბატის ჭუკი დოროთე, მელა, ზღარბი, მწყემსი გოგონა და თეატრალურ წარმოდგენაში ჩართული მოსწავლეები – ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებისთვის თოჯონების თეატრმა სპექტაკლი სახელწოდებით „ბატის ჭუკი“ გამართა. ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.  სპექტაკლის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ტკბილეული და სამახსოვრო ნივთები გადაცსეს. ამ დროისათვის მეშვიდე საჯარო სკოლა-პანსიონში 30 აღსაზრდელი ირიცხება.
21:59 / 26.02.2015
მოსწავლეთა შორის გამართულ ვიქტორინაში ანა გვირჯიშვილმა გაიმარჯვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ.  ვიქტორინაში სახელწოდებით „ ჩემი მხარის ისტორია“, მონაწილეობა 18-მა ახალგაზრდამ მიიღო. თითოეულმა მათგანმა  30 კითხვას წერილობითი  პასუხი გასცა.  მოსაფიქრებლად მათ ნახევარი საათი მისცეს. დროის ამოწურვის შემდეგ, მოსწავლეთა პასუხები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. მიღებული შედეგებით სამი პირველადგილოსანი გამოვლინდა, რომელთაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები მეორე ტურის მეშვეობით გადაინაწილეს. მათ შორის გამარჯვება აწყურის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ანა გვირჯიშვილმა მოიპოვა.
21:29 / 25.02.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetonwin스마일퀄리티betlikeholiganbetsahabetonwinmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetdeneme bonusupusulabetbetsmoveyakabetyakabet영문주소casibomสล็อตBetigma girişcasibomBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginklasbahissekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpasSahabetumzugsfirma wiengalabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisdiyarbakır escortjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişjojobetmatbetJojobetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetholiganbetjojobet giriştaraftarium24jojobetgrandpashabetmilanobetbetnanowbahisbets10bets10meritkinggrandpashabetultrabetbetebetbetpassekabetMeritkingmagic mushroomscasinofastmatbet