SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდული ფორუმისათვის ემზადებიან
ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმისათვის მოსამზადებლად, პედაგოგების შეხვედრა გაიმართა. მათ რეგიონში არსებულ პრობლემებსა  და მისი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. პედაგოგები 20 და 24 აპრილს გამართულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და მას ფასილიტირებას გაუწევენ.
14:42 / 15.04.2013
დედა ენის დღე ახალციხეში
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნა. ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით, ეს დღე ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლებმაც აღნიშნეს. ბავშვებმა ღონისძიებაზე მშობლიურ ენას არაერთი სიმღერა და ლექსი მიუძღვნეს.
14:40 / 15.04.2013
ახალციხელი მოსწავლეების საქველმოქმედო აქცია ნინოწმინდაში
პირველი საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბის,  „ოცნებიდან რეალობამდე“–ს  წევრებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყეს. მოსწავლეები წმინდა ბარბარეს სახელობის ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საჩუქრად ტანსაცმელი და სურსათი გადასცეს. საქველმოქემდო აქციაში მონაწილეობა ახალციხის მეორე, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს. მათ სურსათ–სანოვაგე ქალაქში შეაგროვეს. მოსწავლეებმა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონცერტი და შემეცნებითი გასართობი ღონისძიებებიც  შესთავაზეს. კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაუწია. იგი  ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
22:30 / 09.04.2013
თმოგვის საბაზო სკოლა სტატუსის დაბრუნებას ითხოვს
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვის სკოლის პედაგოგები დახმარებას ითხოვენ. სასწავლო დაწესებულება  ნაქალაქევის სკოლასთან ოპტიმიზაციის შედეგად სტატუსის გარეშე დარჩა,  გარდა ამისა რთულია  ფინანსური მდგომარეობაც
22:01 / 04.04.2013
გიგლა გობეჩიას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დარჩენა შესთავაზეს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი დღეს  ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა.  გიგლა გობეჩიამ მათ უნივერსიტეტის დატოვების მიზეზები განუმარტა. სტუდენტების გარდა დიალოგის გამართვა მას სასწავლებლის ხელმძღვანელთანაც მოუწია. ლექტორი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება მიზანმიმართულად მოხდა.
23:26 / 02.04.2013
ახალციხის პირველი სკოლიდან ბრიუსელში
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჯაფარიძე საქართველოს მასშტაბით 5 დელეგატს შორის მოხვდა და ერთკვირიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირისა და ნატოს სხდომებს დაესწრო.
01:22 / 27.03.2013
ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
ეთნიკური უმცირესობების საბავშვო ბაღებისთვის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა.  პუბლიკაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს  საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსგან უფასოდ გადაეცემათ.  სახელმძღვანელოებით სარგებლობას ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეძლებს.
23:45 / 26.03.2013
პირველი სკოლის მოსწავლეები ჟურნალისტურ საქმიანობას სწავლობენ
პროექტის “ახალგაზრდა ჟურნალისტის” პრეზენტაცია ახალციხის პირველ საჯერო სკოლაში გაიმართა. პროექტი საზოგადოებაში არსებული პრობლემების განხილვასა და სიუჟეტების მომზადებას გულისხმობს.
02:00 / 12.03.2013
პედაგოგთა პრობლემები ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები ანაზღაურების ჩარიცხვის დაგვიანებაზე საუბრობენ. მასწავლებლები მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს.  როგორც პედაგოგები განმარტავენ, სკოლას ხელფასის გასაცემად ვაუჩერული სისტემით 90 პროცენტი ჩაერიცხა, დანაკლისი კი სამინისტროს უნდა აენაზღაურებინა.  იანვრის თვეში მათ ხელფასების გასაცემად 2518 ლარი დააკლდათ. სამინისტროს მიერ დანარჩენი თანხის გადმორიცხვა კი პედაგოგთა მტკიცებით ამ დრომდე არ მომხდარა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მასწავლებლებს დახმარებას დაპირდა. ბესიკ ხითარიშვილის განცხადებით, შესაბამის სტრუქტურებში დარეკვის შემდეგ გაარკვა, რომ სამინისტრო ხელფასების დანამატს დაახლოებით 10 დღეში გადმორიცხავს. ახალციხის მეორე საჯარო სკოლა დეფიციტურია და აქ 365 მოსწავლე ქართულ და რუსულ სექტორებზე  სწავლობს.
00:42 / 02.03.2013
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მესხ აბიტურიენტებს უმასპინძლეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ რეგიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლა. პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდებს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
00:12 / 02.03.2013
საბავშვო ბაღებს ახალი აღმზრდელები ეყოლება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 20 თებერვალს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ახალი კადრებისათვის გამოცდები  ჩატარდა. ქალაქის ოთხი საბავშო ბაღის ახალი ჯგუფებისათვის ტესტირება 42 მსურველიდან  37 გაიარა, ხუთი მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ამბობს, საბავშო ბაღებისათვის  ვაკანსია ორი თვის წინ გამოცხადდა და ადგილობრივ თვითმართველობაში, დიდი რაოდენობით განცხადებები შევიდა, თუმცა მათ მხოლოდ დაწყებითების  სპეციალობის მქონე პირები შეარჩიეს. საბავშო ბაღებში პედაგოგობის მსურველებმა 15 კითხვარს გასცეს პასუხი, შედეგები კი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა გელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საბავშო ბაღებში ვაკანსიის გამოცხადება არ იგეგმება,  იმ შემთხვევაში თუ ახალი ჯგუფების დამატება არ გახდა საჭირო.
14:50 / 21.02.2013
პროგრამა ,,ექსესის" მეორე ეტაპი ახალციხეში
ინგლისური ენის სასტიპენდიო პროგრამა ახალციხეში. დღეს ზრდასრულთა განათლების ცენტრის ორგანიზებით 13–დან 16 წლამდე მოსწავლეებისათვის პროგრამა, სახელწოდებით ,,ექსესი” დაიწყო. მასში მონაწილეობას ახალციხის სკოლის 25 მოსწავლე იღებს. პროექტის მიზანს მოზარდების ცოდნის გაუმჯობესება და ამერიკული კულტურისა და წეს-ჩვეულებების უკეთ შესწავლა წარმოადგენს. სხვადასხვა აქტივობებს ახალგაზრდები 2 წლის განმავლობაში შეასრულებენ. პროექტის ფარგლებში მათ უფასო სახელმძღვანელოები დაურიგდებათ, თვეში ერთხელ კი ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ და მათთვის აუცილებელი, გასამდიდრებელი ღონისძიებები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, პროექტი წელიწადში ერთხელ საზაფხულო, ერთ კვირიან ბანაკს ითვალისწინებს, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეებს 6 საათიანი მეცადინეობები ჩუტარდებათ. აღნიშნულ პროექტს ახალციხეში ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ამერიკული ორგანიზაცია ,,ჰარმონია” ერთობლივად ახორციელებენ. ეს პროექტის მეორე ეტაპია, პირველი ნაკადის მოსწავლეებმა სწავლა გასული წლის დეკემბრის თვეში დაასრულეს. ამჯერად, ინგლისური კულტურისა და ენის უკეთ გაცნობაში ახალგაზრდებს სერტიფიცირებული პედაგოგი დაეხმარება. სასტიპენდიო პროგრამა ,,ექსესი” 2015 წელს დასრულდება.
12:22 / 21.02.2013
ხმაური ახალციხის მეხუთე სკოლის გარშემო
,,ვანო მერაბიშვილის დედამ სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი სცემა”, ამ სათაურით მასალა სამცხე–ჯავახეთის რეგიონული გაზეთის ,,სამხრეთის კარიბჭეს” ვებგვერდზე 14 თებერვალს გამოქვეყნდა. რა წერია სტატიაში და რა საპასუხო არგუმენტები მოყავს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს, აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს ,,ექოს” გადამღები ჯგუფი ესაუბრა. ფაქტს უკვე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
21:17 / 16.02.2013
სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  ქვეყნის  საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად,  საქართველოს მასშტაბით,  სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. პარლამენტარები და სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთსაც სტუმრობენ. რა პრობლემები მოგვარდება სასწავლო დაწესებულებებში და როდის დაიწყება პირველი ეტაპი.
17:13 / 16.02.2013
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182bets10megapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetsekabetholiganbetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisbetlikejojobetMarsbahisalanya escortMeritking Girişcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişselçuksportsjojobet girişgrandpashabetmilanobetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetpasbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsmatbettaraftarium24jojobetgrandpashabet girişjojobetStreameastkiralık hacker