SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/e183a0e18394e183a1e183a3e183a0e183a1e183aae18394e1839ce183a2e183a0e18398.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/07/vts_01_4-vob_000116109.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/06/wignebiiiiiiii.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
განათლება
10 ივლისს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობზე ტესტირება გაიმართება
10 ივლისს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობზე ტესტირება გაიმართება
10 ივლისს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობზე ტესტირება გაიმართება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეთა სიას ავრცელებს. ტესტირებაზე დაშვებული კონკურსანტები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ფანჯიკიძის #1ა.) უნდა გამოცხადდნენ და თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იქონიონ.
14:27 / 04.07.2013
მერაბ ბერიძე: ,,ჩვენ უნივერსიტეტი ვართ და პასუხი მხოლოდ აკადემიურ დონეზე ვიცით"
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არჩეულია. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მერაბ ბერიძე უხელმძღვანელებს. აკადემიური საბჭოს უმრავლესობის  გადაწყვეტილება ცნობილი 3 ივლისს,  13 საათსა და 25 წუთზე გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს მერაბ ბერიძის გარდა, ამავე უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, გურამ კუტალაძე იყრიდა.
11:59 / 04.07.2013
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე გახდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე გახდა
   სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სრული პროფესორი მერაბ ბერიძე გახდა. რექტორის არჩევნები სასწავლებელში დღეს გაიმართა.  კენჭისყრაში აკადემიური საბჭოს 8 წევრი მონაწილეობდა. ოქმი 13:25 საათზე შედგა. ხმის მიცემა ფარულად წარიმართა. 8 ხმიდან ერთი ბიულეტენი გაუქმდა, ერთი გურამ კუტალაძემ, 6 კი მერაბ ბერიძემ მიიღო. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებისთვის, კონკურსში მონაწილეობას 2 კანდიდატი იღებდა.  უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად  მერაბ ბერიძე და  გურამ კუტალაძე იბრძოდნენ.
15:38 / 03.07.2013
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე19 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
1 ივლისს აბიტურიენტებმა გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პროცესი 2 სესიად წარიმართა. ორივე სესიაზე სულ 19 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
02:24 / 02.07.2013
მაკა კაჭკაჭიშვილი: ,,მერაბ ბერიძეს ჩემი დასაცავი არაფერი სჭირს, მით უფრო გურამ კუტალაძისგან“
მაკა კაჭკაჭიშვილი: ,,მერაბ ბერიძეს ჩემი დასაცავი არაფერი სჭირს, მით უფრო გურამ კუტალაძისგან“
გურამ კუტალაძე– ,,რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც კორუფციული მეთოდებით მართავდა უნივერსიტეტს“–  ამ სახელწოდების მასალას, რომელიც ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის“ ბლოგზე http://9arkhi.wordpress.com/    28 ივნისს გამოქვეყნდა და 3 ივლისის რექტორის არჩევნებს ეხებოდა– სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლები გამოეხმაურნენ.  მასალაში რექტორობის ერთერთი კანდიდატი,  გურამ კუტალაძე საკუთარ შესაძლებლობებსა და კონკურენტის, ამჟამინდელი  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის,  მერაბ ბერიძის, უნივერსიტეტში მმართველობის 15 წლიან პერიოდზე საუბრობდა– ,,ჩემთვის და    ჩემი  კოლეგებისთვის  იყო აბსოლუტურად  მიუღებელი, კორუფციული  ატმოსფერო, რომელიც იქ სუფევდა. ამის შემდეგ მე წავედი უნივერსიტეტიდან. ძალიან ცუდი მოხდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც  15 წლის განმავლობაში კორუფციული მეთოდებით მართავდა უნივერსიტეტს. ჩემთვის მიუღებელია მსგავსი მეთოდები და მსგავსი წარსულისა და პერსპექტივის ადამიანი ხელმძღვანელობდეს ისევ  უნივერსიტეტს”  –განაცხადა ,,ექოსთან“ სატელეფონო საუბარში გურამ კუტალაძემ. გურამ კუტალაძის განცხადებას,  სასწავლებლის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა,  მაკა კაჭკაჭიშვილმა–ბერიძემ, 28 ივნისის ,,ექოს“ პირდაპირ ეთერში უპასუხა. ,,მერაბ ბერიძეს ჩემი დასაცავი არაფერი არ სჭირს, მე აქ მის დასაცავად არ მოვსულვარ. მით უფრო ბატონი გურამ კუტალაძისგან. როდესაც მოვისმინე სიტყვები  ზნეობა,  ღირსება– მე ხმამაღლა ვაცხადებ, ბატონი გურამის სიტყვები შეურაცხყოფს პირადად ჩემს ღირსებას. მე ამ ეთერში მოვედი საკუთარი ღირსების დასაცავად. ის პერიოდი, რომელსაც ბატონი გურამი ახასიათებს, ჩემი სტუდენტობის, ჩემი ამ უნივერსიტეტში მუშაობის ხანაა და მეტსაც გეტყვით,  მისგან განსხვავებით, მე უნივერსიტეტი არცერთი დღით არ დამიტოვებია.  სწორედ ეს მაძლევს იმის ძალას, რომ ეს სიტყვები ვთქვა,  არ შემიძლია სერიოზულად მოვეკიდო იმ თემებს,  რომელზეც ბატონი გურამი საუბრობს, თუმცა უპასუხოდაც რომ დავტოვო არ შემიძლია,   მის მიერ გაცხადებულ სიტყვებზე მეტად,  მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარ სიტყვებზე ‘’–განაცხადა ,,ექოს“ პირდაპირ ეთერში მაკა კაჭკაჭიშვილმა. იხილეთ ვიდეო :  http://www.youtube.com/watch?v=NWTkKoH1Ha0
15:59 / 01.07.2013
სხვილისის ბიბლიოთეკიდან წიგნები  ახალციხეში  გადმოიტანეს
სხვილისის ბიბლიოთეკიდან წიგნები ახალციხეში გადმოიტანეს
    წიგნები,  რომელიც განადგურების პირას იყო სოფელ ზემო სხვილისის ბიბლიოთეკიდან დღეს,  ახალციხეში გადმოიტანეს.  ამჟამად, სახელმძღვანელოები მეექვსე საჯარო სკოლაში ინახება. დირექტორის თქმით, სხვილისიდან წიგნების გადმოტანა სკოლის სახსრებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა. „დღეს სხვილისიდან 3 000–ზე მეტი წიგნი გადმოვიტანეთ. მათი ნაწილი ნორმალურ მდგომარეობაშია,  ნაწილი კი ჩამოწერას ექვემდებარება. ხვალ გადავახარისხებთ და წიგნებს სკოლაში შევინახავთ.  შემდეგ კი სპეციალური კომისია გადაწყვეტს  რა ბედი ეწევა“–განაცხადა „ექოსთან“ სატელეფონო საუბარში ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა. ზემო სხვილისის ბიბლიოთეკა 2006 წელს გაუქმდა. იმისათვის, რომ სოფელი ბიბლიოთეკის გარეშე არ დარჩენილიყო, 2008 წელს,  სხვილისის წიგნადი ფონდი  ახალციხის მე–6 საჯარო სკოლის ბალანსზე გადავიდა. დირექტორი ამბობს, რომ წიგნებზე პასუხისმგებლობის აღება მისი ინიციატივა არ ყოფილა, რადგან სკოლას შენახვისათვის  საკმარისი სახსრები არ ჰქონდა.  მიუხედავად ამისა, იგი იძულებული გახდა პირობას დათანხმებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელი  ბიბლიოთეკის გარეშე რჩებოდა. ზაზა თამარაშვილის თქმით,  სოფელში ბიბლიოთეკის ფუნქციონირების სურვილი ადგილობრივებს არ ქონიათ. ამიტომ, ამ პერიოდის მანძილზე წიგნადი ფონდი უყურადღებოდ დარჩა და სკოლამაც თავის სახსრებით ვერ შეინახა. სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ წიგნადი ფონდის რაოდენობა  ახლაც იგივეა, რაც მისი  ჩაბარებისას იყო. „შესაძლოა, მას მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო მცირე ნაწილი აკლდეს“–ამბობს ზაზა თამარაშვილი. სოფელ სხვილისიდან გადმოტანილი წიგნები ახალციხის მე–6 საჯარო სკოლაში დარჩება, რომელსაც  სასწავლო დაწესებულების პედაგოგები და მოსწავლეები გამოიყენებენ.
23:31 / 28.06.2013
გურამ კუტალაძე– ,,რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც კორუფციული მეთოდებით მართავდა უნივერსიტეტს“
გურამ კუტალაძე– ,,რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც კორუფციული მეთოდებით მართავდა უნივერსიტეტს“
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნებისთვის, კონკურსში მონაწილეობას 2 კანდიდატი მიიღებს.  უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად  მერაბ ბერიძე და  გურამ კუტალაძე იბრძოლებენ.  რექტორის არჩევნები 3 ივლისს ჩატარდება, როგორც ერთერთი კანდიდატი გურამ კუტალაძე  ამბობს  მას უნივერსიტეტის განვითარების გეგმა უკვე წარდგენილი აქვს და გასაუბრებაზეც იმყოფებოდა,  მისი თქმით, მისი რექტორობა სასწავლებელს ბევრ სარგებელს მოუტანს. 
17:28 / 28.06.2013
მაია კობახიძე ახალციხელ პედაგოგებს შეხვდა
სამწლიანი  პაუზის შემდეგ ახალციხეში პროფკავშირების შეხვედრა  გაიმართა.   მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებს  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი შეხვდა.  მაია კობახიძემ მონაწილეებს ორგანიზაციის შესახებ ინფომაცია მიაწოდა, მათი პრობლემები მოისმინა  და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.  
18:50 / 27.06.2013
იმიტირებული ევაკუაცია და ცოდნა თავდაცვისათვის
იმიტირებული ევაკუაცია და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების თავდაცვა საშიში ბუნებრივი მოვლენებისაგან. დაბა ადიგენის საბავშვო ბაღში “ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მიიღეს. პატარებმა სტუმრების წინაშე მიღებული ცოდნა სიმღერებით, თეატრალური დადგმებითა და ნახატებით წარმოაჩინეს.
11:30 / 15.06.2013
ახალციხის სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა
დღეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. კანდიდატებს შორის მშობლებმა და პედაგოგებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დიანა ინასარიძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა.
20:52 / 09.06.2013
ქართველი გამომცემლები სამინისტროს წინააღმდეგ
“აქცია–პროტესტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ” – ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია  ჯავახეთში გამომცემლობა “ინტელექტის” დირექტორმა გამართა. კახა კუდავა ახალქალაქის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეეებს საჩუქრად გამომცემლობების: “არტანუჯის”, “დიოგენესა” და “ინტელექტის” მიერ დაბეჭდილი წიგნები გადასცა.
15:08 / 09.06.2013
მულტილინგვური სწავლება ახალციხის უნივერსიტეტში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტში ბილინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ტრენინგ-სემინარს  ჯავახიშვილის, ილიას, სამცხე-ჯავახეთის, ლატვიის, ლიტვის, გერმანიისა და უკრაინის  უნივერისტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ბილინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. ღონისძიებაზე მულტილინგვური თეორიული და პრაქტიკული ასპექტების განხილვა მოხდა.  
15:36 / 05.06.2013
გიორგი მარგველაშვილი: "სწავლების დონის გაუმჯობესება ერთ დღიანი საქმე არ არის"
საქართველო, კითხვით უნარებში, მათემატიკასა და მეცნიერებებში 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა. “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” შედეგები ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ წარმოადგინა.
12:31 / 04.06.2013
ერთწლიანი სწავლება ამერიკაში
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა – „ფლექსის” ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომელიც აღნიშნული პროგრამით ამერიკაში იმყოფებოდა, დღეს თანატოლებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.
23:12 / 30.05.2013
გიორგი მარგველაშვილმა ფოკაში პედაგოგი დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჯავახეთს ესტუმრა. გიორგი მარგველაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში სომხურენოვანი საჯარო სკოლის პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი სამკერდე ნიშნით – “ამაგდარით” დააჯილდოვა
02:35 / 30.05.2013
ალექსანდრე პეტრიაშვილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს
ალექსანდრე პეტრიაშვილი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსანდრე პეტრიაშვილი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობს. მინისტრმა სასწავლებლის პირველ კორპუსში სტამბა, ბიბლიოთეკა და ამერიკის კუთხე მოინახულა. ალექსანდრე პეტრიაშვილი უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ, მეორე კორპუსში, 01:30 საათზე კონფერენციას გამართავს, სადაც ეროვნული ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრებს.
14:21 / 15.05.2013
როგორ აფასებენ ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლებას ახალციხელები
ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლებას -ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ახალციხელები გამოთქვამენ. რას ასახელებენ ადგილობრივები ყოფილი დირექტორის უფლება-მოვალეობის შეწყვეტის მიზეზად, იყო თუ არა ეს პოლიტიკური დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დედასთან.
11:32 / 08.05.2013
ახალგაზრდები დებატების კულტურას სწავლობენ
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დებატები გაიმართა. ოთხი სასწავლო დაწესებულების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა თემის ირგვლივ არგუმენტირებულ მსჯელობაში, პრეზენტაციის უნარსა და ემოციის მართვაში შეეჯიბრნენ. სასკოლო დებატების პროექტს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა” ახორციელებს.
20:11 / 22.04.2013
ინტელექტის დღე სამცხე–ჯავახეთში
ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ  ინტელექტუალურ თამაშს რა? სად? როდის? უმასპინძლა. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ათმა სასწავლო დაწესებულებამ მიიღო. თამაში მოსწავლეებისათვის ინტელექტუალური კლუბის  რა?სად? როდის?  ფედერაციის ორგანიზებითა და პროექტის  „ინტელექტის დღე საქართველოში”  ფარგლებში, მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა.
12:43 / 16.04.2013
საერთაშორისო კონფერენცია თამარ მეფის ციხე–ქალაქში
ვარძიის კომპლექსმა სტუდენტ-არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. შეხვედრა ისტორიულ ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა. მასში მონაწილეობა უცხოეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ოქსფორდის უნივერსიტეტმაც მიიღო. კონფერენციის შემდეგ მონაწილეებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული ნასოფლარი ბერთაყანა მოინახულეს.
12:27 / 16.04.2013
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activatecasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티jojobetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetperabet girişcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetholiganbetcasibomcasibomcasibom girişcratosroyalbetcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018 comCasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahismatbetjojobetMarsbahisalanya escortMeritkingcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetPadişahbetcratosroyalbetsekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişEpoxy Garage Floorjojobet girişgrandpashabetmilanobetvdcasinoslotdayjojobet girişjojobet girişmeritkingmatbetultrabetbetpasbetpassekabetMeritkingmagic mushroomscasino levanttaraftarium24grandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackerperabetperabetcasibomcasibomcasibomjojobet