,,სიკეთის დროა, შემოგვიერთდით” – ამ სახელწოდებით, ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ არალში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
მასში მონაწილეობა, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან
არსებული სამრევლო სკოლის გუნდმა ,,ირმისამ”, ბავშვთა
ქორეოგრაფიული ანსამბლმა, ბაქარ აფრიამაშვილის ხელმძღვანელობით,
ადგილობრივმა მომღერლებმა და სახალხო მთქმელებმა მიიღეს. სოფელ
არლის მკვიდრებმა თბილისში, 13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის დროს
დაზარალებულებს, სოლიდარობა გამოუცხადეს და გარდაცვლილთა ხსოვნას,
წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს. საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვდა
თანხაც – 310 ლარის ოდენობით, რომელიც სტიქიის დროს
დაზარალებულთა დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.