მესხეთის თეატრის შენობის რეაბილიტაციისათვის, საპროექტო
სამუშაოებზე, ტენდერი უკვე მეოთხედ ჩავადრა. 3 თვიანი ლოდინის
შემდეგ, ამ დრომდე, არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შენობაში
სამშენებლო სამუშოებზე პროექტს შეადგენს.
მესხეთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, პროექტის
შესადგენად, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე, ტენდერი კიდევ
ერთხელ, უკვე მეხუთედ გამოცხადდა. ადმინისტრაცია იმედს იტოვებს,
რომ რომელიმე კომპანია განაცხადს ამჯერად მაინც გამოეხმაურება და
სამშენებლო სამუშოებისათვის პროექტს შეადგენს.