კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საღამოსა და
ფარავნის ტბების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძეგლების საგანგებო
მონიტორინგი განახორციელეს. სააგენტოს გენერალური დირექტორის
მოადგილეებმა პაატა გაფრინდაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა,
ასევე ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის უფროსმა დავით
ტყეშელაშვილმა, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა კახა ზაზაძემ,
შსს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მთავარი სამმართველოს უფროსმა
გიორგი კიკალიშვილმა, მოადგილემ ზოირაბ იგიტიანმა და განყოფილების
უფროსმა გურგენ მადოიანმა ერთობლივად მოინახულეს საღამოსა და ფარავნის
ტბასთან მდებარე ძეგლები – ფარავნის ქარვასლა და დუმანისა და სათხის
ტაძრები. სპეციალური ჯგუფის მიერ გადამოწმებული იქნა ინფორმაცია
უკანონო არქეოლოგიის ფაქტის შესახებ, თუმცა ადგილზე დათვალიერების
შედეგად, დუმანისა და სათხის ტაძარში განძთამაძიებლობა ე.წ. შავი
არქეოლოგია არ დაფიქსირდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ
დრიოსათვის, არცერთ ძეგლზე მიმდინარეობს უნებრთვო სამუშაოები და
ძეგლთა მდგომარეობა, გასული წლებში ჩატარებული მონიტორინგის
მონაცემებთან შედარებით, კრიტიკულად შეცვლილი არ არის. დუმანის
ტაძარში არსებულ მდგომარეობას, შავ არქეოლოგიასთან დამახასიათებელ
სურათთან კავშირი არ აქვს. დუმანის ტაძრის მონიტორინგი 2008 წლის 6
აპრილს განხორციელდა, ამ დროს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მონიტორინგის
ჯგუფმა დააფიქსირა ძეგლის ინტერიერში მიწის მოხსნილი ფრაგმენტი, თუმცა
კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტი არც მაშინ იყო გამოკვეთილი.
ამჯერად, ტაძრის სამხრეთით ერთ სამარხზე საფლავის ქვა დაძრულია,
შეინიშნება მოხსნილი მიწის ნაწილის შედეგად მცირე ზომის ღრმული, თუმცა
რაიმე სახის კულტურული ღირებულების დაზიანება გამორიცხულია. ფარავნის
ქარვასლა XIII-XIV საუკუნეების ძეგლია, მისი სახურავი სრულადაა
ჩაქცეული. ნაგებობა აგურისა და თლილი ქვის ნარევითაა ნაგები კირის
დუღაბზე. შენობა სამნავიანია და ერთმანეთისაგან ბურჯებითაა გამიჯნული.
საქართველოში გამოვლენილ ქარვასლებს შორის ფარავნის ქარვასლა ყველაზე
სრულყოფილადა არის შემორჩენილი, შიდა სივრცე მაღალი ბალახის საფარითაა
გაჯერებული, ნაგებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაგეგმილია ძეგლის
შესწავლა და კონსერვაცია. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მონიტორინგის
ჯგუფის მიერ წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლებას გაფრთხილება
ეძლეოდა, ძეგლის ტერიტორიაზე დაცული ყოფილიყო სისუფთავე, რაც ამ დრომე
არ სრულდება და ეროვნული სააგენტო გეგმავს მოსახლეობის მასიურ
ინფორმირებას, ძეგლის დანაგვიანების მავნე ზემოქმედების შესახებ.
სათხეს ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლია, რომლის
ნანგრევზე XIX საუკუნის დასაწყისში ახალი ნაგებობა მიაშენეს, რაც
კარგად ასახავს გასულ წლებში განხორციელებულ ქმედებას და ისტორიას.
სხვა მნიშვნელოვანი, ახალი დარღვევა სათხეს ტაძარში დაფიქსირებული ამ
დროისთვის არ არის.