„როდესაც სხვას სთხოვ დიპლომს, ჯერ თავად უნდა გქონდეს“–
,,საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარის ეს განცხადება, საკონკურსო
კომისიის წევრთა პოსტის დატოვების მიზეზი გახდა. არასამთავრობო
ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოდერძის კუბლაშვილმა ტელეკომპანია
,,მეცხრე არხის“ თოქ შოუ „ დიალოგში“ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა და
განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის მიერ შექმნილი, საკონკურსო
კომისია არაკომპეტენტური პირებითაა დაკომპლექტებული. დღესვე ცნობილი
გახდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის
შემსრულებელმა, არსენ ბალახაშვილმა, კომისიის თავმჯდომარეს
განცხადებით მიმართა. „ექოსთან“ სატელეფონო საუბარში არსენ
ბალახაშვილმა დაადასტურა, რომ კომისიის დატოვების მიზეზი, ,,დიალოგში“
გაჟღერებული ინფრომაცია გახდა. ხოლო ზაზა ძინძიბაძემ, რომელიც
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო, საკონკურსო
კომისია, სხვა ობიექტური მიზეზების გამო დატოვა. საკრებულოს
თავმჯომარე ამბობს, რომ 5 კაციანი ჯგუფით კონკურსის ჩატარება მისთვის
მიუღებელია. ამიტომ საკონკურსო კომისია 26 თებერვალს, ორ ახალ
კანდიდატურას წარადგენს. ამის შემდეგ კი გამგეობაში გასაუბრების მეორე
ეტაპი ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში, შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 20 იანვარს
გამოცხადდა. როგორ განვითარდება მოვლენები ადიგენის მუნიციპალიტეტის
გამგეობაში, ამას ხვალ “ექოს” საინფორმაციო გამოშვებებიდან შეიტყობთ.