,, ასპინძის გამგებელმა ხელმძღვანელ პირებს: ირაკლი ველიჯანაშვილს,
საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსს;
მამუკა ხიზაძეს– ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების
სამსახურის უფროსს; ლევან ბერიძეს გამგებლის მეორე მოადგილეს,
სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა.” –ეს
ინფორმაცია 26 ივნისს ინტერნეტ საიტზე „მე რეპორტიორი“–ზე
გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ექო“ ასპინძის
მუნიციპალიტეტის, გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის
უფროსს დაუკავშირდა. ირაკლი ველიჯანაშვილი ამბობს, რომ გათავისუფლების
შესახებ განცხადება, 26 ივნისს მართლაც დაწერა, თუმცა საკუთარი ნებით
თუ გამგებლის, ლევან ცაბაძის მოთხოვნით, ამაზე საუბრისაგან თავს
იკავებს.„განცხადება გუშინ დავწერე, პირველ ივლისამდე თანამდებობაზე
დავრჩები, შემდეგ კი ოფიციალურად დავტოვებ“ –განმარტა ასპინძის
მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.
ირაკლი ველიჯანაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2011 წლის 27
ივნისს დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ასპინძის
მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომშრომლებმა, გათავისუფლების
შესახებ განცხადებები გამგებლის მოთხოვნით დაწერეს– „ექოსთან“
საუბარში ლევან ცაბაძემ უარყო. როგორც მან ,,მეცხრე
არხის“ კორესპონდენტს სატელეფონო საუბარში განუცხადა, ამჟამად ის
დედაქალაქში იმყოფება და დაწერა თუ არა რომელიმე
თანამშრომელმა განცხადება გათავისუფლების შესახებ, არაფერი
იცის. „ორი თვის წინ ერთმა მოადგილემ ჩემი მისვლისთანავე დაწერა
განცხადება და წავიდა, მეორემ კი შვებულება მოითხოვა და აღმოჩნდა, რომ
გათავისუფლების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი უკვე წარდგენილი აქვს,
პირველი ივლისიდან კი თანამდებობას დატოვებს“–ამბობს ასპინძის
გამგებელი. კითხვაზე, რომელმა მოადგილემ დაწერა
განცხადება , ლევან ცაბაძემ ,,ექოს” უპასუხა, რომ მისი სახელი
და გვარი არ იცის. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ამბობს, რომ სამსახურში რეორგანიზაცია ჯერ არ იგეგმება,
რადგან ამისათვის ცენტრალური ხელისუფლებისაგან შესაბამისი ფორმულირება
სჭირდება.