SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/02/gia.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/12/m2u04220-mpg_000008494.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გია კოპაძე გახდა
"ქართული ოცნების" ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გია კოპაძე გახდა
კოალიცია “ქართული ოცნების” ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გია კოპაძე გახდა. როგორც “მეცხრე არხთან” შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ განაცხადა, საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. “მე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ვაგრძელებ მუშაობას, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შტაბის ახალ ხელმძღვანელს გვერდში დავუდგები და დავეხმარები”–განაცხადა “ექოსთან” მალხაზ ჟუჟუნაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე წინა საარჩევნოდ, პარტიის სტრუქტურის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. კოალიცია “ქართული ოცნების” ახალციხის საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელის კომენტარსა და თემის შესახებ დეტალებს, “მეცხრე არხი” “ექოს” საინფორმაციო გამოშვებებში მოგაწვდით.
14:40 / 21.02.2014
საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივა და შეფასებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით აირჩევა. ამ ინიციატივას არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიცია მიესალმება, თუმცა ისინი აქცენტებს ხალხის არჩევანზე აკეთებენ და ამბობენ, რომ პროცენტული ბარიერის გაზრდა ბევრ ვერაფერს შეცვლის.
23:13 / 18.02.2014
გია კოპაძე : ,,ლაშა ამირეჯიბი ძალიან დიდი მატყუარაა"
ქართველი მწერლის,ჭაბუა ამირეჯიბის შვილი და „ახალციხის ციხის„ დირექტორის თანაშემწე, ლაშა მირეჯიბი, პრესასთან სამცხე-ჯავახეთში მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობს. ამის მიზეზად იგი უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში 36 ეთნიკური სომეხის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასახელებს.
01:08 / 18.02.2014
"ნაციონალური მოძრაობა" თვითმართველობის არჩევნებისათვის შიდა პრაიმერებს იწყებს
"ნაციონალური მოძრაობა" თვითმართველობის არჩევნებისათვის შიდა პრაიმერებს იწყებს
“ნაციონალური მოძრაობა” თვითმართველობიოს არჩევნებისათვის შიდა პრაიმერებს იწყებს. აღნიშნულის თაობაზე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელადს გთავაზობთ. “ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მზადება, ჩვენ ვატარებთ შიდა არჩევნებს – პრაიმერებს. სამწუხაროდ, ამ პროცესს „ქართულმა ოცნებამ“ დაუპირისპირა სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა, ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული მოსამართლეები, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით ამ მოსამართლეების მხრიდან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, როცა იხილებოდა ვანო მერაბიშვილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ხელოვნურად გადაიტანა ქუთაისში, რადგან მათ ჰქონდათ გარანტია წინასწარი პატიმრობის შეფარდებისა. გუშინ იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს, ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებლის მოადგილეს, მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია – ეხება ოთხი წლის წინ 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად ჩანს, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება. პარალალურად, იმავე დღეს დააკავეს ახლად არჩეული დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი. მას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი დაემუქრა, რომ შეუქმნიდა პრობლემებს თუ თავს არ დაანებებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით აქტივობებს. აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა განაცხადა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ, რომ ე.წ. „თეთრი საყელოს“ დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიპრობას. ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა. მიუხედავად ამისა, მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო არა დანაშაულზე რეაგირება, არამედ პოლიტიკური დევნა. აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ხონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას პრაიმერიზში და დიდი ალბათობით სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ხონისა და დუშეთის რაიონების გამგებლის არჩევნებში. ამასთან, 2012 წლის 1–ლი ოქტომბრის შემდეგ, თითქმის ყველა რაიონში დაიწყო ანალოგიური პროცესები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების მიმართ მასობრივად დაიწყეს გამოძიებები და საქმე წყდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეწყვეტდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას. ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ ღიად განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოვუწოდებთ ყველა მოსამართლეს, არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტი.”
17:17 / 13.02.2014
ქართულ-რუსული ურთიერთობა და დიპლომატიური გზები
წლების წინ დაწყებული კონფლიქტის მოგვარებაზე ორი ქვეყნის პირველი პირები საუბრობენ. რუსეთის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზადაა და მის თანხმობას ელის. როგორ პასუხობს პუტინის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი და რას ფიქრობს ხალხი ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებ. რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი პოლიტიკური სვლა თუ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ახალციხის მაცხოვრებლებისა და ექსპერტთა მოსაზრებები.
11:57 / 13.02.2014
საკონკურსო კომისიის ირგვლივ სკანდალი გრძელდება
ადგილობრივ თვითმმათველობასა და გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ცხარე დებატებმა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” თოქ-შოუში გადაინაცვლა. კონკურსის მონაწილეები კომისიის ხელმძღვანელობას, კონკურსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან.
22:52 / 07.02.2014
ახალციხე - თვითმმართველი ქალაქი
ახალციხე თვითმმართველი ქალაქების რიცხვში- 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. ახალი სტატუსი 7 რეგიონულ ცენტრთან ერთად ახალციხემაც მიიღო. ამიერიდან, აქ არსებული პრობელემების მოგვარებაზე მერი იზრუნებს, რომელსაც პირდაპირი წესით თავად მოსახლეობა აირჩევს.
11:19 / 07.02.2014
ზურა ჩილინგარაშვილი: "სიმონ პარუნაშვილი პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია"
ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატი დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ ჩილინგარაშვილმა მოხსენება ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე საუბრით დაიწყო.
23:49 / 05.02.2014
ახალციხის თვითმმართველობაში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელის კონკურსის შედეგები ცნობილია. ვინ დასაქმდება ადგილობრივ ხელისუფლებაში, ამას კონკურსის მონაწილეები ხვალ, 4 თებერვალს შეიტყობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკონკურსო კომისიამ 71 ვაკანსიაზე სულ 257 კანდიდატურა განიხილა. ის პირები, რომელთაც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნენ.
22:27 / 03.02.2014
სამხარეო ადმინისტრაციის 8 თანამშრომელმა ატესტაცია ვერ გაიარა
ატესტაცია და რეორგანიზაცია გუბერნიაში– სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 16 თანამშრომელი გათავისუფლდა. 8 მათგანმა ატესტაცია სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე ვერ გაიარა, ამდენივე შტატგარეშე თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა რეგიონის სამაშველო სამსახურშიც. გათავისუფლებული პირები საკუთარ პოსტზე ერთი თვის განმავლობაში დარჩებიან.
22:26 / 03.02.2014
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიამ გასაუბრების მეორე ეტაპი დაასრულა
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიამ განცახდებების შესწავლა და გასაუბრების მეორე ეტაპი დაასრულა. ადგილობრივ ხელისუფლებაში 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა, თუმცა გასაუბრებაში მონაწილეობა მხოლოდ 257 პრეტენდენტმა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის პირები რომლებმაც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნენ. კომისიის წევრთა თქმით, ხარვეზები იყო რეზიუმეების შევსების დროსაც. პრეტენდენტებს განაცხადები რამდენიმე პოზიციაზე ჰქონდათ შევსებული, ამის გამო, მათი კანდიდატურები არ განიხილეს.
16:34 / 12.01.2014
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია საჩივრებს განიხილავს
ახალციხის თვითმართველობაში საპრეტენზიო კომისია საჩივრებს განიხილავს. კომისიის თავმჯდმომარის თქმით, ამ ეტაპზე კომისაში ოთხი ადამიანის განაცხადი შევიდა. მაკა სუდაძის განმარტებით, ამათგან მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას საშუალება აქვს კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს.
16:27 / 12.01.2014
გუბერნატორის ახალი მოადგილე და რეორგანიზაცია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის პირველი მოადგილის ვინაობა ცნობილია. ამ პოსტზე კოალიცია “ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბის უფროსი დაინიშნა. ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თქმით, იგი სამცხე–ჯავახეთის მხარეს კარგად იცნობს და პრობლემები, რომელიც მოსახელობას აწუხებს, მისთვის უცხო არ არის. გუბერნატორის პირველი მოადგილის განმარტებით, ყველა სფერო თანაბარ ყურადღებას საჭიროებს და ახლო მომავალში პრობლემის მოგვარების გზებიც შეირჩევა. თუმცა მისი თქმით, პირველ რიგში, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხია გადასაწყვეტი, რომელიც თვის ბოლოსთვის დასრულდება. გუბერნიის თანამშრომლები გასაუბრების სახით შეირჩევიან.
16:22 / 12.01.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიამ განცახდებების შესწავლა დაიწყო. პირველი სხდომა 14:00 საათზე ჩატარდა, რომელსც კომისიის 9 წევრიდან მხოლოდ 7 დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით 2 წარმომადგენელი საპატიო მიზეზის გამო განაცხადების განხილვისას ვერ გამოცხადდა. ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში 71 ვაკანსიაზე 547 განაცხადი შევიდა. ის პირები, რომლებმაც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნენ.
21:16 / 25.12.2013
რეორგანიზაცია თუ პირადი ანგარიშსწორება ბორჯომის გამგეობაში
ბორჯომის მინიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე აღმასრულებელი ორგანოს პირველ პირს უპირისპირდება. გიორგი გიუაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი მისამართით ბინძური კამპანია განხორციელდა.
23:27 / 24.12.2013
ახალციხეში რეგიონის ახალ გუბერნატორს აფასებენ
სამცხე–ჯავახეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. აკაკი მაჭუტაძე აღნიშნულ თანამდებობაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებს რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები წარმატებით და ეფექტურად განახორციელებისაკენ მოუწოდა.
22:57 / 13.12.2013
პაატა ზაქარეიშვილი: ,,რელიგიურ გაერთიანებებსა და ხელისუფლებას შორის საკანონმდებლო ბმა არ არსებობს"
რელიგიური უმცირესობებისათვის პრობლემური საკითხები კანონმდებლობის საფუძველზე მოგვარდება–ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ახალციხეში ყოფნისას ისაუბრა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რელიგიურ გაერთიანებებსა და ხელისუფლებას შორის საკანონმდებლო ბმა არ არსებობს, ამიტომ სამინისტროში სამთავრობო უწყებათა შორისი კომისია ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავად რეინტეგრაციის მინისტრი ხელმძღვანელობს მისი წევრები იმ რეკომენდაციების ჩამოყალიბებაზე მუშობენ, რომლებიც სხვადასხვა კონფესიების პრობლემურ საკითხებს კანონის ფარგლებში დაარეგულირებს.
23:11 / 11.12.2013
კახა კალაძე: "ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია"
კახა კალაძე: "ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია"
თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შევძელით ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მძლავრი, სტაბილური და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის შექმნას, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ახალციხეში 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურ “ახალციხის” გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერის შეფასებით, დღევანდელი დღე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დასრულდა ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რაც მრავალწლიანი მჭიდრო და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგია. “სამი ქვეყნის დამაკავშირებელი მილსადენებისა და ნავთობსადენების გარდა სამხრეთის ენერგეტიკული მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდა ახალციხეში მაღალტექნოლოგიური ქვესადგურისა და ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების მშენებლობით. შედეგად ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარდა შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის ტრანსპორტირება და ევროპის ბაზრების მომარაგება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით მხოლოდ საქართველოში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ელექტროსისტემის მდგრადობას, ინვესტიციების მოზიდვას, ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას”, – განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში. “ჩვენი ამოცანაა, ენერგეტიკის სექტორმა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში”, – აღნიშნა კახი კალაძემ და პარტნიორებს მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
15:31 / 11.12.2013
მასობრივი გათავისუფლებები ასპინძის გამგეობაში და უკმაყოფილო მოსახლეობა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატების შემცირება მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაწყებული რეორგანიზაცია, ხელმძღვანელებს სისირულეში ახლა მოჰყავთ. დაკავებული თანამდებობებიდან 18 თანამშრომელი გათავისუფლდა, რომლებიც აღნიშნულს აპროტესტებენ. ასპინძის მოსახლეობა აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში უმუშევრობის პრობლემა დგას და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამგეობაში კადრების შემცირება სიტუაციას უფრო ართულებს.
14:50 / 03.12.2013
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetbağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıviagrajojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetsahabet스마일퀄리티betpasmatbetmeritkingمشاهدة بدونmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงStreameastkavbet girişnerobetgobahissahabetDeneme Bonusu Veren SitelerbetofficeGrandpashabetkavbetjojobetMavibetnakitbahisholiganbet 1181jojobetjojobet girişJojobetjojobetgrandpashabet girişgobahisbetofficegobahisgiftcardmall/mygiftvaycasinocasinolevantcasino levantmatadorbet girişpalacebetcasibomnerobetsekabetmeritkingcasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişbahiscasinobahiscasinomasterbettingartemisbet güncel girişbetpuan girişbetnanodinamobet girişvdcasino girişsekabetmarsbahis girişkalebetbets10masterbettingmasterbettingmasterbettingPusulabetMavibetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabet girişcasibomonwinjojobetbetpaselexbetStreameastfixbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomlocabetpusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181jojobetrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetmarsbahiscasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetsweet bonanza girişpusulabetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetrokubet girişsahabetumzugsfirma wiencasibomhttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9022Casibom GirişdizipalperabetperabetkulisbetkulisbetbetwoonjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingmarsbahisjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabet girişdeneme bonusumatbetвсе казиноdeneme bonusu