SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/samvela.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/11.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/2.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/gariba.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/cms-image-000029014.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/garibaaa.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/03/gariba.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტესტირება 18 და 19 აპრილს ჩატარდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ტესტირების თარიღი ცნობილია.  საჯარო მოხელეთა შესარჩევი გამოცდები  18 და 19 აპრილს,   პირველსა და მეხუთე საჯარო სკოლებში ჩატარდება.  პირველ დღეს ტესტირება რვა საათზე დაიწყება და 5 სესიად  გაიმართება , ხოლო  მეორე დღეს –  ორ ეტაპად.   გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსანტებთან  შეტყობინებების გაგზავნა მიმდინარეობს.  ილია ზარდიაშვილის თქმით, 31 ვაკანსიაზე  232 კონკურსანტის  564 განაცხადი  შევიდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ   მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 193 მონაწილე მიიღებს. გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი, საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაა. აღნიშნულ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა.  ხოლო რაც შეეხება საკრებულოში შესულ განაცხადებს, 83 აპლიკაციიდან, 46  ადამიანი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციით დაინტერესდა.
21:00 / 16.04.2015
ახალქალაქის დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე  სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა
ახალქალაქის დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა
 ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამველ პეტროსიანმა, 15 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა. დეპუტატის თქმით, 1915 წელს განვითარებული მოვლენები სწორად უნდა შეფასდეს, რადგან მომავალში მსგასვი ქმედება სხვა ერების მიმართაც არ განხორციელდეს. ,,დარწმუნებული ვარ, თავის დროზე დაგმობილი რომ ყოფილიყო სომეხთა გენოციდი, არ მოხდებოდა მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი დანაშულებები არ უნდა განმეორდეს  არცერთი ერის წინააღმდეგ“– განაცხადა პარლამენტის სხდომაზე სამველ პეტროსიანმა. ახალქალაქის დეპუტატის მოთხოვნას არ ეთანხმება მისი კოლეგა. მარნეული მაჟორიტარი დეპუტატის აზერ სულეიმანოვის თქმით, 1915 წელს მიმდინარე მოვლენები სომეხი ერის გენოციდი არ იყო. დეპუტატმა მის საპასუხოდ, 20 წლის წინ, ყარაბაღში  განვითარებული მოვლენები გაიხსენა: ,,მე კარგად მახსოვს რა მოხდა 20 წლის წინ, აზერბაიჯანში, ყარაბაღში, ქალაქ ხოჯალოში, ერთ ღამეში დაიხოცა 700–მდე მშვიდობიანი, უიარაღო აზერბაიჯანელი,  ძირითადად ბავშვები და ქალები იყვნენ, ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი მთავრი მტერი 40 კილომეტრის იქითაა აქედან. რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე?“– აღნიშნა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა.
21:59 / 15.04.2015
,,თანადგომა პოლიციას“- სოლიდარობის აქცია ახალციხეში
,,თანადგომა პოლიციას“- ამ სახელწოდებით დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონულმა ორგანიზაციამ აქცია გაამართა. მის მიზანს მოკლული პოლიციელებისა და მათი ოჯახებისთვის სოლიდარობისა და თანადგომის გამოცხადება წარმოადგენდა. მოინაწილეებმა ქალაქში სტიკერები ლოზუნგით ,,თანადგომა პოლიციას“გააკრეს. ნიკოლოზ ხიზაძის განცხადებით, მსგავსი სახის აქცია საქართველოს ყველა ქალაქში მიმდინარეობს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და სამართალდამცველებს კრიმინალთან ბრძოლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
17:33 / 10.04.2015
ადიგენის საკრებულოში, ნაგვის გადასახადის შესახებ დადგენილებას ხმაური მოჰყვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის ნაგვის გადასახადი განისაზღვრა–დასუფთავების მოსაკრებლის დადგენილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ოპოზიციური პატრიის წარმომადგენელთა პროტესტის მიუხედავად, სხდომაზე ყველა საკითხი უმრავლესობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა. ხმაურიანი სხდომა და  მიღებული  სიახლეები ადიგენის მაცხოვრებელბისათვის. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური დასუფთავების  მოსაკრებლის დადგენილების პროექტმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის ნაგვის გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრით, ხოლო ორგანიზაცია–დაწესებულებებისათვის დაკავებული ტერიტორიის 1 კუბურ მეტრზე 25 ლარით განისაზღვრა. ინიციატივის ავტორი და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი დავით ტაბატაძე ამბობს, რომ დაკავებული ფართის მიხედვით გადაიხდიან დასუფთავების მოსაკრებელს მაღაზიები და სპორტული და კულტურული  დაწესებულებები.
23:32 / 07.04.2015
საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპზე ახალციხეში მონაწილეობას 193 პირი მიიღებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა განაცხადების  შერჩევა დასრულდა. გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსანტებთან  შეტყობინებების გაგზავნა მიმდინარეობს.  ილია ზარდიაშვილის თქმით, 31 ვაკანსიაზე  232 კონკურსანტის  564 განაცხადი  შევიდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ   მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 193 აპლიკანტი მიიღებს. გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი, საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაა.
22:08 / 07.04.2015
სოფელ ურაველში პრიორიტეტის შესარჩევად ხელმოწერები გროვდება
ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შერჩევა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რომელი პრობლემის მოგვარება სურს მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 9 სოფელში ვერ წყვეტენ. ზოგიერთ დასახლებაში კრება უკვე მესამედ იმართება, ზოგგან კი პრიორიტეტის შერჩევისათვის ადგილობრივების ხელმოწერები გროვდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის 9 დასახლებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შერჩევა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.   რა მიმართულებით დაიხარჯება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხა, ვალეში, აწყურში, აგარაში, ზიკილიაში, მუგარეთში, წნისში, ზემო სხვილისში, ანდრიაწმინდასა და ურაველში ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პრიორიტეტი ვერც მეორე კრებაზე  შეირჩა სოფელ ურაველში.
18:27 / 31.03.2015
დიმიტრი ყიფიანი:"გიუაშვილს რაღაცის ეშინია, რადგან საკრებულოში დედის გარეშე არ დადის"
ლეიბორისტული პარტიის წევრი და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი გამგებელსა და გუბერნატორს ზეწოლაში ადანაშაულებს. გიუაშვილმა “ლეიბორიტული” პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მისი განცხადებით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლება შესაძლო კორუფციულ ქმედებებში ამხილა.
21:47 / 24.03.2015
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გამგებელსა და გუბერნატორს ზეწოლაში ადანაშაულებს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გამგებელსა და გუბერნატორს ზეწოლაში ადანაშაულებს
  ლეიბორისტული პარტიის წევრი და ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი გამგებელსა და გუბერნატორს ზეწოლაში ადანაშაულებს. გიუაშვილმა “ლეიბორიტული” პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. მისი განცხადებით, სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლება შესაძლო კორუფციულ ქმედებებში ამხილა. მისივე ინფორმაციით, კორუფციული გარიგებები ტენდერებს უკავშირდება და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის წევრების მიმართ დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
17:25 / 24.03.2015
"ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა"-დისკუსია ახალციხეში
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის დისკუსია სახელწოდებით– “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა” გაიმართა. როგორც ორგანიზატორები აცხადებნ მარტის თვე მსოლიოში ცნობილია, როგორც „ქალთა ისტორიის თვედ“ და მიმართულია ქალების მიღწევების ხაზგასმნისა და წახალისებისაკენ.   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას ქალთა მოძრაობის აქტივისტი იდა ბახტურიძე უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ქალის როგორც პოლიტიკოსის როლზე იმსჯელეს. ასევე იმ კულტურულ და სტერეოტიპულ მიდგომაზე, რაც ხელს უშლის ქალების მონაწილეობას, როგორც საარჩევნო პროცესებში, ისე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. შეხვედრაში მონაწილეობას ქალაქის საკრებულოს წევრები, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზეციები, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებდნენ. მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიმართა.
13:54 / 22.03.2015
სამცხე–ჯავახეთიდან თბილისის მიმართულებით აქციაზე დამსწრეთა კოლონა უკვე დაიძრა
ახალციხიდან თბილისის მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთან ავტოკოლონა თერთმეტი საათისათვის გავიდა. ადიგენიდან, ასპინძიდან  და ახალციხიდან ათობით მიკროავტობუსი და ავტომანქანა საბარგო სადგურის ტერიტორიიდან ერთდროულან დაიძრა.   ნაციონალური მოძრაობის  მახარდამჭერები აცხადებენ რომ დედაქალაქში აქცია მშვიდობიანად ჩაივლის, მათთ კი ერთი მთავარი მოთხოვნა, მთავრობის გადადგომა  აქვთ. მახარდამჭერებთან ერთად  აქციაზე წავიდნენ ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც.
16:25 / 21.03.2015
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ახალქალაქში გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ახალქალაქში გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა ახალქალაქში, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა. საბჭოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი ექსპერტიზა-მონიტორინგისა და გამოვლენილი ხარვეზების, ასევე შესყიდვების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე, განიხილეს ის პრობლემატური საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტა არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციებში და მათი მოგვარება ცენტრალური უწყებების ჩართვას სასჭიროებს. საბჭომ ასევე  საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, ადმინისტრაციული ხარჯების შესამცირებლად მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის პროცესებსა და ზაფხულის საკურორტო-ტურისტული სეზონისათვის მზადებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ იმსჯელა.   სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  
12:50 / 20.03.2015
,,ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მხარდამჭერები საკუთარი ხარჯით წავლენ
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან  2 000–მდე ადამიანი შეუერთდება.  მათი ნაწილი ,,ნაციონალური  მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიებში უკვე ჩაეწერა. აქციის შესახებ საკუთარი აზრი აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიის  წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. 21 მარტს, ,,ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ახალციხელი მხარდამჭერებიც შეუერთდებიან. პარტიის რაიონულ  ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  სამცხე–ჯავახეთიდან დედაქალაქში 2000–მდე ადამიანი წავა. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავად აკითხავს და წამსვლელთა სიაში რეგისტრირდება.
22:35 / 19.03.2015
უკმაყოფილო მოსახლეობა და კმაყოფილი ხელისუფლება ადიგენში
18 მარტს, ადიგენის მუნიცპალიტეტის სოფელ იჯარეში ხმაური იყო. ადგილობრივებმა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად მთავრობის მიერ  გამოყოფილი კონპენსაციების  განაწილება გააპროტესტეს. საქმე ეხება 2014 წლის სექტემბრის თვეში დაფიქსირებულ ძლიერ სეტყვას, რის შედეგადაც 8 სოფელი დაზარალდა. ხმაური ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში კომპენსაციების განაწილებამ გამოიწვია. მაცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას მთვარობის მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტების არასწორად განაწილებას ედავებიან.
23:34 / 18.03.2015
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ახალციხეშია
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ახალციხეშია
საქართველოს პრემიერ მინისტრი უკვე ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში  იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას რამდენიმე წუთში დაიწყებს.  მასთან  შესახვედრად რეგიონის 7–ვე მუნიციპალიტეტის პირველი პირები და ბიზნესმენები მივიდნენ. პრემიერის გარდა, შეხვედრაზე ქვეყნის სხვა ხელმძღვანელი პირებიც ჩამოვიდნენ. ამ დროისათვის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.
16:01 / 16.03.2015
ირაკლი ღარიბაშვილი ახალციხეში რეგიონის განვითარების პროგრამას დღეს წარადგენს
ირაკლი ღარიბაშვილი ახალციხეში რეგიონის განვითარების პროგრამას დღეს წარადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთიდან იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს ახალციხეს ეწვევა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რეგიონის საწარმოო რესურსების შესახებ ისაუბრებს. მთავრობის მეთაურის დავალებით, შესწავლილია ყველა მუნიციპალიტეტსასა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულის ოფისში, 15:00 საათზე დაიწყება. პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.
11:53 / 16.03.2015
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია "ერთობა"შეიქმნა
ქალაქ ახალციხის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქცია „ქართული ოცნება–რესპუბლიკელები“ დაიშალა. ამის საჭიოროება მას  შემდეგ  დადგა, რაც „თავისუფალი  დემოკრატების“ წევრმა შალვა გოგოლაძემ  ფრაქცია  დატოვა. საკრებულოს  რიგით მეოთხე სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი ახალი ფრაქციის „ერთობის“  ჩამოყალიბებას უყარეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით,  აპოლიტიკური იქნება. ფრაქციას ნინო ანანიაშვილი უხელმძღვანელებს.
21:38 / 13.03.2015
ჯიმშერ გოგოლაური:"პრემიერი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს"
პრემიერის მიერ შექებული და დაწუნებული მუნიციპალიტეტები – ახალციხის პირველმა პირებმა და რეგიონის გუბერნატორმა, 11 მარტს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.  შეხვედრა  შეაფასეს ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმაც. ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი და ადიგენი–ეს ის მუნიციპალიტეტებია სამცხე–ჯავახეთში, რომლებსაც პრემიერ–მინისტრის თქმით, ბიუჯეტის ათვისების მხრივ, ერთ–ერთი ყველაზე  მაღალი –  90%–იანი  მაჩვენებელი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოწონებული მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ნინოწმინდა და ასპინძა. მათ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად პრემიერ–მინისტრმა მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებისაკენ მიუთითა.  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით,  ასპინძასა და ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისას ჩავარდნები იყო,  რის გამოც მუნიციპალიტეტებში  ბიუჯეტის ათვისების მხრივ, დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
22:23 / 12.03.2015
პრემიერმა ახალციხე თანხების ათვისებაში ეფექტურ მუნიციპალიტეტად  დაასახელა
პრემიერმა ახალციხე თანხების ათვისებაში ეფექტურ მუნიციპალიტეტად დაასახელა
“მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან. სიღნაღი, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი – აქ 90%-ის ფარგლებშია ათვისება გასულ წელს. იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ხონი, ჭიათურა, ასევე, ქვემო ქართლი, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, წალკა – აქაც არის ძალიან კარგი შესრულება. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100%-იანი ათვისება. სენაკი, აბაშა, მარტვილი, ზუგდიდი ასევე მაღალი ათვისებაა. გურიაში – ჩოხატაური, ოზურგეთი, აჭარაში – შუახევი არის 100%-იანი ათვისება. ხელვაჩაურში არის 99%-იანი ათვისება, ხულოში 98%-იანი”, – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მერებთან, გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრისას გააკეთა.  მისი თქმით, დანარჩენ მუნიციპალიტეტესბს  შედარებით დაბალი ათვისებები აქვთ და  მათ სასწრაფოდ  გამოასწორებისკენ მოუწოდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ასევე თანხების მაღალი ათვისებაა რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ონის რაიონსა და ამბროლაურში, თუმცა დანარჩენ რაიონებს აქვთ დაბალი ათვისება და მათაც მოუწევთ, რომ წელს ეს მაჩვენებელი გამოასწორონ. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, ღარიბაშვილის განცხადებით, მთიანეთში არის 80%-იანი ათვისება. დანარჩენებს აქვთ ჩამორჩენა 70%-ს ქვემოთ. “ეს არის მაგალითები, რომლებიც მე მინდოდა თქვენთვის მომეყვანა. წელს გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად გავაქტიურდეთ და მოვახდინოთ კონცენტრირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც არის დაწყებული. ჩვენ დროულად უნდა დავასრულოთ ყველა პროექტი, დროულად უნდა გამოვაცხადოთ ტენდერები და პროექტების მიმდინარეობას გავუწიოთ კონტროლი და მონიტორინგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21:53 / 11.03.2015
ირაკლი ღარიბაშვილი: "რეგიონული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები"
ირაკლი ღარიბაშვილი: "რეგიონული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები"
მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამგებლებთან, მერებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული აუცილებელია, რადგან ის რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. “ეკონომიკური განვითარება თითოეული რეგიონის, თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული ტემპები, რაც რეგიონული განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი”, – განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ზოგადად რეგიონში განვითარებულ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ მიმდინარე პროცესების საქართველოზე უარყოფითი გავლენა უახლოეს პერიოდში იქნას დაძლეული. “მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რეგიონში საკმაოდ რთული პროცესები ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ქვეყანასაც შეეხო და ჩვენ ვერ ვიქნებოდით გამონაკლისი. ჩვენთვის მთავარია, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დავძლიოთ ეს პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ეს რთული პერიოდი და გადავიდეთ სწრაფ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს საქართველოში ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონული განვითარების მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა. წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/320791-irakli-gharibashvili-mthlianad-koncentrirebuli-varth-imaze-rom-saqarthveloshi-ekonomikuri-procesebi-gaaqtiurdes.html
16:56 / 11.03.2015
საჯარო მოხელეებს ჟვანიას სკოლა გადაამზადებს
საჯარო მოხელეთა გადამზადება დაიწყო.  შვიდივე მუნიციპალიტეტის  საქმის მწარმოებლები, კვალიფიკაციის ასამაღლებელ  ტრენინგებს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გადიან . მათ გადამზადებას ჟვანიას სკოლის წარომადგენლები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ.  ტრენინგი სამ ეტაპად ტარდება, რომლის ფარგლებშიც გადამზადებას 70 ადგილობრივი თვითმართველობის მოხელე გაივლის. „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის  ოპერირების სასწავლო კურსის ” დასრულების შემდგე, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
22:49 / 10.03.2015
სხვა სტატიები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornoAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetbağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobetsahabet스마일퀄리티betpasmatbetmeritkingمشاهدة بدونmatbethuqqabetสล็อตเว็บตรงStreameastkavbet girişpalacebetgobahissahabetDeneme Bonusu Veren SitelerbetofficeGrandpashabetkavbetjojobetMavibetnakitbahisholiganbet 1181jojobetjojobet girişJojobetjojobetgrandpashabet girişgobahisbetofficegobahisgiftcardmall/mygiftvaycasinocasinolevantcasino levantmatadorbet girişroyalbetcasibomnerobetsekabetmeritkingcasibomPorno İzlebetoviscasibomcasibom girişmasterbettingmasterbettingyakabetartemisbet güncel girişbetpuan girişbetnanodinamobet girişvdcasino girişsekabetmarsbahis girişbetkolikbetcioyakabetyakabetyakabetPusulabetMavibetholiganbet girişholiganbet girişmavibetmavibetmavibetholiganbetcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortadana escortcasibomonwinjojobetbetpaselexbetStreameastfixbetsetrabettimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomlocabetpusulabetjojobetbetofficebetoffice영문주소vaycasinoสล็อตBetigma girişcasibomBetigmajojobetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1181jojobetrekabetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetmarsbahiscasibomroyalbetholiganbet 1181www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetsweet bonanza girişkavbetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetrokubet girişsahabetumzugsfirma wiencasibomhttps://vozolturkiyedistributoru.com/casibom9065 comCasibom GirişdizipalperabetkulisbetperabetkulisbetbetwoonjojobetMarsbahisizmir escort telegramMeritkingmarsbahisjojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabet girişdeneme bonusu veren sitelermatbet