აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს
მთავრობას სწორი მოქმედებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პრეზიდენტმა
ვაჰაგან ჩახალიანის ამნისტიით გათავისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება
და აღნიშნა, რომ იგი არაერთხელ გამოსულა ჯავახეთის ავტონომიის
მოთხოვნით. ქვეყნის პრეზიდენტმა სასტუმრო “რედისონში” ჩახალიანის მიერ
გამართულ პრესკონფერენციაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც „ჯავახკის“
ყოფილმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მოითხოვა.
ჟურნალისტებთან ქვეყნის პირველმა პირმა, აზერბაიჯანში საკუთარ ვიზიტზე
და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის
წინაშე დგას. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რუსეთში იმ
მილიარდერების დიასპორა შეიქმნა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის
წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსი რუსული გაერთიანებები ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, მის წინააღმდეგაც მოქმედებდა.
პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება ორგანიზაცია ,, ჯავახკის”
ყოფილი თავმჯდომარე. იგი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას
აბსურდულს უწოდებს , ,,ამ განცხადებით სააკაშვილს სურს,
ის პრობლემები, რაც ეთნიკური უმცირესობების წინაშე დგას, კვლავ
ჩრდილს მიღმა დარჩეს” –აცხადებს ვაჰაგან ჩახალიანი.