19-28 ივნისს, ახალციხეში მსოფლიო ბავშვთა ფესტივალი, “Brave Kids”
(მამაცი ბავშვები) ჩატარდება. მასში მონაწილეობას პოლონელი, ირანელი,
თბილისელი და ახალციხელი ახალგაზრდები მიიღებენ. ფესტივალის 21
მონაწილე მესხეთში 18 ივნისს ჩამოვა, ისინი მოხალისე ოჯახებთან
იცხოვრებენ. https://youtu.be/iQVh8qNvQkE ფესტივალის ფარგლებში,
ღონისძიებები 20 ივნისს დაიწყება. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე,
ქალაქის სხვადასხვა ადგილზე დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები,
თანამედროვე ცეკვები, ფოლკლორული ნომრები, აღლუმი.