ახალციხეში ,,ლელო ბურთის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაცია
გაიხსნა. ამიერიდან ძველ, ტრადიციულ სპორტის სახეობას, ,,ლელოს”
ახალციხეშიც ითამაშებენ. ფედერაცია რაგბის ეროვნული ნაკრების
ვეტერანმა სპორტსმენებმა დააფუძნეს. გარდა ამისა, მათი
ინიციატივით, რაგბსა და ლელობურთში, საქართველოს მრავალგზის
ჩემპიონის, მიშა ხარშილაძის 60 წლის იუბილეც აღინიშნა.