ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილი– ასეთი შედეგით დაასრულმა ,,მხიარულ
სტარტებში“ ასპარეზობა ახალციხის მე–5 საჯარო სკოლამ. 12 მოსწავლისგან
დაკომპლექტებული გუნდი, დაძაბული თამაშის შემდეგ, ფინალში ზუგდიდისა
და თბილისის გუნდებთან ერთად აღმოჩნდა. მოზარდები ამბობენ, რომ
გამარჯვებისათვის ბევრი იბრძოლეს, თუმცა 800 სკოლას შორის მესამე
ადგილის მოპოვება ცუდი შედეგი არ არის. აღნიშნულ შეჯიბრში
მოანწილეობის მისაღებად, ბავშვებისა და მათი გულშემატკივრების
დედაქალაქში ტრანსპორტირება ახალციხის მერიამ უზრუნველყო.