სამცხე-ჯავახეთში რეგიონული კლუბი „ ტაო“ ფუძნდება. იგი
პირველი სარაგბო გუნდი იქნება საქართველოში, რომელსაც
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უჭერენ მხარს. გუნდის
დაფუძნებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, 15:00 საათზე,
ასპინძაში ღონისძიებები გაიმართება. იგი
ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების
სარაგბო ფესტივალით დაიწყება. მის ყველა მონაწილეს რაგბის
კავშირის პრეზიდენტი – გოჩა სვანიძე, სამახსოვრო სიგელებს გადასცემს.
ღონისძიება კლუბ „ტაოს“ წარდგენით გაგრძელდება. მოწვეულ სტუმრებს და
კლუბის დამფუძნებლებს – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, ახალციხის
მერს, ახალციხის ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის
გამგებლებს „ტაოს“ პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე სამომავლო
გეგმებს გააცნობს. კლუბის დაფუძნების მიზანია სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაცია. ამ
კლუბის დაარსებით საქართველოში ახალ ტრადიციას ეყრება
საფუძველი – რეგიონული სარაგბო გუნდი მუნიციპალიტეტების მიერ
ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება მხარდაჭერილი.