ახალციხელმა სპორტსმენებმა ევროპის
ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს. ,,ბრძოლა წესების
გარეშე”, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს, თბილისში „დეკადის“ დარბაზში
გაიმართა. ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენებს, 16 იანვარს, მერი გიორგი
კოპაძე შეხვდა და წარმატება მიულოცა. „ ვამაყობ, რომ
ახალციხელმა სპორტსმენებმა ესეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი
ქალაქი ასახელეს“– აღნიშნა ქალაქის პირველმა პირმა.
სპორტსმენების წარმატება მოულოდნელი იყო უნივერსალური
ორთაბრძოლების კლუბ მე-13 ლეგიონის
პრეზიდენტისათვის. „გახარებულები დავბრუნდით, არავინ არ ელოდა ,
რომ ახალციხელი სპორტსმენები ესეთ წარმატებას მიაღწევდნენ. ყველა ჩემს
მეგობარს სპორტულ კარიერაში წარმატებას ვუსურვებ“– განაცხადა მიხეილ
მესხმა. კიდევ ერთი წარმატება, აღნიშნული გუნდის წევრმა გიორგი
აკოშვილმა ქალაქ კიევში გამართულ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონულ
ტურნირში, ხელჩართულ ორთაბრძოლაში მოიპოვა და მეორე ადგილის, ვერცხლის
მედლის მფლობელი გახდა.