მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით თბილისში მე-13-ე
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის
განმავლობაში თბილისს 49 ქვეყნის 3800 მონაწილე
ესტუმრება, რომლებიც მონაწილეობას სპორტის 9 სახეობაში
მიიღებენ. 26 მაისიდან 26 ივლისის განმავლობაში რეგიონებში
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მოეწყობა. ოლიმპიური ცეცლხი საბერძნეთის
დედაქალაქ ათენიდან საქართველოში, ქ. ბათუმში 26 მაისს,
20:00 საათზე შემოვა. ესტაფეტაში მონაწილეობას 700 მეჩირაღდნე
მიიღებს. ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს მოივლის, ჩავა 67 ქალაქსა
და რაიონულ ცენტრში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით
ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის ცერემონიალი გაიმართება. ჩირაღდანი
საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისიდან 1 აგვისტომდე დარჩება.
ოლიმპიური ცეცხლი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 29 მაისიდან იმოგზაურებს.
29-30 მაისს საზეიმო მსვლელობა მოეწყობა
ადიგენსა და ახალციხეში, 31 მაისს ასპინძასა და
ახალქალაქში, ხოლო 1 ივნისს ნინოწმინდაში, საიდანაც 2 ივნისს ესტაფეტა
წალკაში გაგრძელდება. 16 ივნისს კი ოლიმპიური ჩირაღდანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც მოივლის. ოლიმპიური ცეცხლის
ესტაფეტის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტები საქართველოს 6
ქალაქში გაიმართება: ბათუმში, ახალციხში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა
და მესტიაში. კონცერტებს ორგანიზებას „თბილისი 2015“-ის
საორგანიზაციო კომიტეტი უწევს.