ახალციხის მერობის კანდიდატი “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან” ქალაქის ყოფილი გამგებელი გელა
დემეტრაძე, დღეს ოფიციალურად დასახელდა, სიის პირველი ნომერი კი
ზურაბ სადათიერაშვილია. პარტიის ლიდერებმა, ასევე, დაასახელეს
სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატებიც:
ახალციხე – გოჩა გვარამაძე, სიიის პირველი ნომერი კახაბერ მოდებაძე;
ასპინძა – ბესიკ ბექაური, სიის პირველი ნომერი გიორგი გიორგაძე;
ადიგენი – სიმონ პარუნაშვილი, სიის პირველი ნომერი გივი ენდელაძე;
შერჩეული არ არის გამგებლობის კანდიდატი ბორჯომში, სიის პირველი
ნომერი კი აქ ვეფხვია გრიგალაშვილია. გამგებლობის
კანდიდატები არ არიან შერჩეულნი არც ახალქალაქსა და
ნინოწმინდაში. პარტიის სიის პირველი ნომერი კი
ახალქალაქში ჰარუთინ ალქსიანი იქნება. შეგახსენებთ, რომ
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, დღეს შეხვედრა მესხეთის
სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართეს. შეხვედრაზე
წაიკითხეს ყოფილი პრემიერ მინისტრის წერილი, რომელიც ვანო
მერაბიშვილმა საპატიმროდან გამოაგზავნა. “სამწუხაროდ, მე მხოლოდ ბოლო
წლებში მოვიცალე ახალციხისთვის, რასაც ძალიან ვნანობ” – აღნიშნავს
ყოფილი პრემიერი. 8 მაისს სპორტის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის”
ყრილობა გაიმართება, რითაც პარტია წინასაარჩევნო კამპანიას
ოფიციალურად დაიწყებს.