SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/archevnebi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "png?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/kdfjgklgj.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/5389f8e4-d430-4d7a-a070-d6a4aa7afe44_mw1024_s_n.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/ekaterine.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/jsfhjkfhssd.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/32.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/deme2.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2014/06/untitled1.png?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
არჩევნები
ახალციხის მერობის ოთხივე კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საკუთარი არჩევანი გააკეთეს ახალციხის მერობის კანდიდატებმა. ოთხივე მათგანი საუბნო საარჩევნო კომისიებში დილითვე გამოცხადდა. გამარჯვებაში ოთხივე კანდიდატი დარწმუნებულია, თუმცა მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებმა დარღვევებით ჩაიაროს.
15:44 / 15.06.2014
12:00 საათის მონაცემებით ადიგენში ხმა 4 907–მა ამომრჩეველმა მისცა
12:00 საათის მონაცემებით ადიგენში ხმა 4 907–მა ამომრჩეველმა მისცა
    12:00 საათის მონაცემებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ხმა 4 907–მა ამომრჩეველი მისცა (31%). ადიგენის #38–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მონაცემებით, დარღვევების თაობაზე ამ დროისათვის საჩივარი არ დაწერილა. ჯაბა მაჭარაშვილი ამბობს, რომ კენჭისყრის პროცესი ყველგან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი თავი ერთიან სიაში ვერ იპოვა, რადგან მათ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ვადა აქვს გასული. ჯაბა მაჭარაშვილის განმარტებით, ამომარჩეველთა აქტივობის შედეგი ცნობილი 15:00 საათზე გახდება.
15:32 / 15.06.2014
ცესკოს მონაცემებით, 12:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა 571 123-მა ამომრჩეველმა მიიღო
ცესკოს მონაცემებით, 12:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა 571 123-მა ამომრჩეველმა მიიღო
  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 571 123-მა ამომრჩეველმა მიიღო (16,65%). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 12.00 საათის მდგომარეობით იყო – 17,15%. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა 13:00 სთ-ზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცესკომ 9 ივნისს გამოაცხადა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და განმარტა, რომ 1 მაისის მონაცემებთან შედარებით, ამომრჩეველთა სია შემცირდა 43, 024-ით. იქვე აღინიშნა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნდათ იურიდიული ძალის მქონე პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ვერ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ დროულად არ აიღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს მაინც. შესაბამისად, იმ მოქალაქეების მონაცემები, რომლებმაც აღნიშნული პროცედურა ვერ გაიარეს, ცესკოს არ გადმოსცემია იუსტიციის სამინისტროს მიერ. ბრიფინგის ბოლოს ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამორმჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის პროცესში.
14:56 / 15.06.2014
სხვილისის #34–ე უბანზე მარკირებას საჩვენებელ თითზე უკეთებენ
სხვილისის #34–ე უბანზე მარკირებას საჩვენებელ თითზე უკეთებენ
   სხვილისის 34–ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება საჩვენებელ თითზე გაუკეთა. ფაქტი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომელმაც შესაბამისი საჩივარი დაწერა. საჩივარში მოითხოვა, რომ ხმის მიცემა კანონის დაცვით მოხდეს და რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება ცერა თითზე გაუკეთოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ აღნიშნული დარღვევით, ხმა შესაძლოა სხვა ამომრჩევლებმაც მისცეს. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ პაპიძე ირწმუნება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კანონდარღვევა არ ყოფილა, რადგან საარჩევნო კოდექსის 64–ე მუხლის შესაბამისად ამომრჩეველს, შეიძლება გაუკეთდეს მარკირება, როგორც ცერა, ასევე საჩვენებელ თითზეც. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელის განმარტებით კი ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ ამომრჩეველს ცერა თითი არ აქვს. გულნაზი პაპიძეს, რომელსაც მარკირება საჩვენებლ თითზე გაუკეთდა, ეს პობლემა არ ჰქონდა.
14:14 / 15.06.2014
არჩევნებს არასამთავრობოებთან ერთად საელჩოს წარმომდგენლებიც აკვირდებიან
არჩევნებს არასამთავრობოებთან ერთად საელჩოს წარმომდგენლებიც აკვირდებიან
   2014 წლის თვთმმართველობის არჩევნებს საქართველოში აკრედიტებული 32 ქვეყნის საელჩოს წარმოამდგენელი აკვირდება. მათ გარდა კენჭისყრის პროცესს 59 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ესწრება. არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  56 მედიასაშუალების 889 წარმომადგენელია აკრედიტებული. რეგისტრირებულია 4 საარჩევნო ბლოკი და 20 პოლიტიკური პარტია. შეგახსენ ებთ, რომ დღეს, 15 ივნისს თვთმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა ხმას მერს, გამგებელსა და საკრებულოს წევრს აძლევს.
13:43 / 15.06.2014
ახალქალაქის მე-4 უბანის კომისიის წევრი გულის შეტევით გარდაიცვალა
ახალქალაქის მე-4 უბანის კომისიის წევრი გულის შეტევით გარდაიცვალა
    ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქის მე-4 უბანზე, დღეს დილით უბნის გახსნამდე გულის შეტევით  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლევონ საპონჯიანი გარდაიცვალა. ცენტრალური საარჩევნო კომისიმ  გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ამის შესახემ ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა 11:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო . როგორც მან მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა.    
13:09 / 15.06.2014
#2 ახალციხის უბანზე საჩივარი დაიწერა
#2 ახალციხის უბანზე საჩივარი დაიწერა
   #2 ახალციხის უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ივერი ბალახაშვილმა მიიჩნია რომ უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. ერთ–ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, იქვე მდგომმა ამომრჩეველმა კი მას ბიულეტენები გამოართვა, ჰკითხა ვინ უნდა შემოეხაზა და კაბინაში მარტო შევიდა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კი ეს დარღვევად ჩათვალა. #2 ახალციხის საუბნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშნული დარღვევა არ იყო, რადგან ქალბატონს ხმის მიცემა ფიზიკურად არ შეეძლო. “ქალბატონი კაბინაში შევიდა, იტრიალა, ვერ მისცა ხმა და მერე  იქვე მდგომ ბიჭს დახმარება სთხოვა: ვერ ვაკეთებ და დამეხმარეო.  იმ ბიჭმა აიღო ბიულეტენი და ქალმა ყურში უჩურჩულა ვინ უნდა შემოეხაზა. შევიდა კაბინაში, შემოხაზა და გამოიტანა” – განმარტა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ მარინა თოთაძემ.  მისივე თქმით, კომისიამ და დამკვირვებლებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული ფაქტი დარღვევა არ იყო.
13:00 / 15.06.2014
#32–ე ახალციხის უბნის კომისიის წევრები ჯიმშერ გოგოლაურს ზეწოლაში ადანაშულებენ
#32–ე ახალციხის უბნის კომისიის წევრები ჯიმშერ გოგოლაურს ზეწოლაში ადანაშულებენ
   #32–ე ახალციხის უბნის კომისიის წევრები ჯიმშერ გოგოლაურს ზეწოლაში ადანაშულებენ. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვეფხია დიაკონაშვილი ირწმუნება, რომ ჯიმშერ გოგლაური, რომელმაც “სახალხო მოძრაობა – ცესკოს” აკრედიტაცია წარადგინა,  კომისიის წევრებს დაემუქრა. “იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად არ ჩატარდებოდა, იმუქრებოდა, რომ ორი წლით ციხეში ჩაჯდებოდნენ კომისიის წევრები. მსგავსი არაფერი ხდება. პროცესი მშვიდ ვითარებაში კანონის დაცვით მიმდინარეობს” – განაცხადა ვეფხია დიაკონაშვილმა. საუბნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ჯიმშერ გოგოლაურმა უბანი მისი თხოვნის  შემდეგ დატოვა. “ეს არის სრული სიცრუე. მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რონ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები და შევეცადოთ  არ გაყალბდეს და პასუხისგება, რომ არ მოგიწიოთ კანონის ფარგლებში–მეთქი. ეს იყო და ეს. არვიცი ვის დავალებებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარე და რა ინტერესი გააჩნიათ ეს უკვე მეორე თემაა ” – აცხადებს “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სამცხე–ჯავახეთის რეგიონული შტაბის კოორდინატორი.  ჯიმშერ გოგოლაური აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს. #32 ახალციხის უბანზე ხმას 1048 ამომრჩეველი აძლევს.
12:13 / 15.06.2014
104 წლის სონია დოშოიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
104 წლის სონია დოშოიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა
    ახალციხის #32–ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა უხუცესმა ქალბატონმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.  104 წლის სონია დოშოიანმა ხმა თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა.  მან მხოლოდ ხელის მოწერა შეძლო. არჩევანის გაკეთებაში ხანდაზმულ ქალბატონს შვილი დაეხმარა. “ყველაზე მხცოვანი ამომრჩეველი გვყავს. თვითონ ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება და თავისი 78 წლის შვილი დაეხმარა” –  აღნიშნა კომისიის წევრმა. ცისანა დიაკონაშვილის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა დამოუკიდებლად. 32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 17 ამომრჩველი აძლევს. ერთიან სიაში უბანზე 1048  ამომრჩეველია, სპეციალურ სიაში – 7.
11:37 / 15.06.2014
საარჩევნო პლაკატები არჩევნებამდე
საარჩევნო პლაკატები არჩევნებამდე
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო მასალები დაზიანების ფაქტები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ისევ გამოვლინდა. ამჯერად,” სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოლეგ სანდოშვილის პლაკატი დაზიანებულია და ზევიდან “ქართული ოცნების” ახალციხის მერობის კანდიდატის პლაკატია გადაკრული. ანალოგიური მდგომარეობაა “ნაციონალური მოძრაობის” სააგატიაციო მასალაზეც, სადაც გელა დემეტრაძის პლაკატს, ასევე, კოალიციის სტიკეტები აქვს გადაკრული. იხილეთ ფოტო მასალა:                          
11:02 / 15.06.2014
ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ოთარ მაჩიტაძე იყო
ახალციხის #1 საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. პირველ ამომრჩეველად აქ ადგილობრივი მკვიდრი ოთარ მაჩიტაძე დაფიქსირდა. მან შესვლისას ერთიან სიაში საკუთარი თავი მონახა,   შემოწმების პროცედურა გაიარა. რეგისტრაციის შემდეგ კი მარკირების პროცესი შესრულდა. კომისიის თავმჯდომარემ  საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლი ჩაგდო, რის შემდეგაც პირველ ამომრჩეველს, საკუთარი არჩევანის დაფიქსირების საშუალება მიეცა. ოთარ მაჩიტაძე ამბობს, რომ მან ხმა მშვიდობას მისცა.
10:11 / 15.06.2014
ახალციხის საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა
ახალციხის საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა
   ახალციხის საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.  #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა და არანაირ დარღვებას ადგილი არ ჰქონია. “ამ ეტაპზე დარღვევები არ დაფიქსირდა. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, ყოველგვარი კანონის დაცვით” – აღნიშნა ელგუჯა გოზალიშვილმა “მეცხრე არხთან. შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერს, გამგებელს და საკრებულოს წევრს ირჩევს. სამცხე–ჯავახეთში – 118,606 ამომრჩეველია: ბორჯომში – 26,681; ახალციხეში – 34,467; ადიგენში –15,426; ასპინძაში – 9,710; ახალქალაქში – 38.016 და  ნინოწმინდაში – 20,960.
09:26 / 15.06.2014
სოფელ ანის მე--15 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ბიულეტენები სახლში წაიღო?
ნომერ 15–ე საარჩვენო საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოლქიდან ბიულეტენები დღის ორი საათისათვის წაიღო. სოფლამდე მისასვლელი მოუწესრიგებელი გზის გამო საარჩვენო უბანზე ოთხი საათისათვის მივიდა. ადგილზე მისულმა ბიულეტენები საარჩევნო უბნის სეიფში შეინახა. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახლში მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა.
00:20 / 15.06.2014
ეთნიკურ უმცირესობებს საარჩევნო ბუკლეტები დაურიგდა
პროექტის „ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას“ ფარგლებში ახალციხეში საინფორმაციო ხასიათის აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც  ექსპერტ–ფასილიტატორებმა ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას არჩევნების მნიშვნელობასა და მათ უფლება–მოვალეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე,  უპასუხეს მათ კითხვებს და ამომრჩევლებს  ქართულ–სომხურ ენოვანი ოთხგვერდიანი გაზეთი და სომხურენოვანი ფლაერები დაურიგეს, სადაც საარჩევნო პროცედურები დეტალურად იყო განმარტებული.
17:33 / 14.06.2014
გამგეობის კუთვნილი ტრაქტორი ამჯერად სოფელ გიორგიწმინდაში მუშაობს
მძიმე ტექნიკა სოფელ კლდის შემდეგ, გზებზე გაწმენდით სამუშაოებს ამჯერად სოფელ გიორგიწმინდაში ატარებს. ტარქტორი მთელი დღის განმავლობაში სოფელში მუშაობდა, რომელსაც ხელმძღვანელობას თემის რწმუნებული  უწევდა.  აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვად აფასებენ, ადგილობრივ თვითმართველობაში კი ირწმუნებიან, რომ  გამგეობის  კუთვნილი ტრაქტორი გადაუდებელი სამუშაოებს ასრულებს, რისთვისაც თანხები ბიუჯეტშია  გათვალისწინებული.
23:53 / 13.06.2014
15 ივნისს, ამომრჩეველი სასურველ კანდიდატს სხვადასხვა ფერის ბიულეტენზე შემოხაზავს
#37-ე ახალციხის ოლქში საარჩევნო ბიულეტენები ჩამოტანილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წელს პირველად, მათი რამდენიმე ტიპი დაიბეჭდა. ახალციხეში მერის ასარჩევად 13 750, ხოლო გამგებლისათვის 18 200 ბიულეტენია. გარდა ამისა, ცალკ-ცალკეა პროპორციული და  მაჟორიტარული სიებისათვის განკუთვნილი ბიულეტენები, მათი რაოდენობა თანაბარია და 31 950-ს შეადგენს.
23:04 / 13.06.2014
ეკონომიკური კვლევის ცენტრმა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამა განიხილა
ეკონომიკური კვლევის ცენტრმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე ახალციხეში დისკუსია–პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციისა“ და  „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ყურადღება გამახვილდა  განათლების, დასაქმების, მაკროეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებზე. 
20:20 / 13.06.2014
"ოცნების ქალაქი" - კონცერტი "ქართული ოცნების" ორგანიზებით
„ოცნების ქალაქი” – ამ სახელწოდებით  ახალციხის ცენტრალურ სკვერში ღონისძიება გაიმართა.  საღამოს ორგანიზება ახალციხის „ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ფრთამ გაუწია. კოცერტში მონაწილეობა სხვადასხვა ფოლკლორულმა და ქრორეოგრაფიულმა ანასმბლებმა მიიღეს.  
11:29 / 13.06.2014
,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" 5 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა
მუნიციპალური ბინათმშენებლობა, უფასო ჰოსპიტალიზაცია და პოლიკლინიკა, მიკრო და მინი ბიზნესის განვითარება, უპროცენტო სესხები 4-დან 8 წლამდე, სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსალხეობისათვის, კომპიუტერული კურსების ერთწლიანი უფასო სწავლება –  ეს ის 5 პუნქტიანი გეგმაა, რომლის შესრულებასაც ,,დავით თარხან მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გამგებლობის კანდიდატი ახალციხელებს ჰპირდება.
21:38 / 12.06.2014
თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი
თვითმართველობის არჩვენებამდე ორი დღე რჩება, რას ელის საზოგადოება  არჩევნებისგან და გამართლდება თუ არა მათი მოლოდინი, ამაზე ისინი „მეცხრე არხთან“ საუბრობენ. ადგილობრივების უმეტესობა არჩვნების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი და მისგან ახალს არაფერს ელოდება. ნაწილი კი საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებს და ამბობს, რომ აღნიშნული მოვლენები ბევრი სიახლის მომტანი იქნება. ადგილობრივები იმ პოლიტიკურ პარტიასაც  ასახელებენ,  რომელსაც ფიქრობენ, რომ გამარჯვების მეტი შანსი აქვს.
21:03 / 12.06.2014
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetartemisbetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortCasibomhuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastholiganbet girişganobetenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetholiganbetnakitbahisJojobet 1107jojobet girişjojobet girişholiganbet girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftvaycasinoholiganbetholiganbet girişmatbet girişpalacebetcasibombetparksekabetjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommasterbettingmasterbettingmeritkingSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetmavibetmeritkingmeritkingmeritkingpadişahbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişJojobetmatbetmatbetStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom