SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/dargv-avi_000129040.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=218" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/tea-gavaseli.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/tea.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/m2u06776-mpg_000011666.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/ninooo.jpg?w=238" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/cesko.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/tea-gavaseli.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/ekaaaaaaaaaaaaa.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/samartlianebi.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/img_20131027_133616.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/akofiani.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/shss.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/ekaterine.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
არჩევნები
სამცხე–ჯავახეთში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა
სამცხე–ჯავახეთში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა
     ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ლიდერობს. ხმათა უმთავლესობა მოიპოვა გიორგი მარგველაშვილმა სამცხე–ჯავახეთშიც. ახალციხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: 1. გიორგი მარგველაშვილი “კოალიცია ქართული ოცნება” – 55,26% (9788); 2. დავით ბაქრაძე  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 29,02% (5141); 3. ნინო ბურჯანაძე  “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” – 10,19% (1805); 4. გიორგი თარგამაძე “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” – 1,96% (345); 5. შალვა ნათელაშვილი “საქართველოს ლეობორისტული პარტია” – 1,89% (334); 6. კობა დავითაშვილი “ხალხის პარტია” – 0,41% (72). ადიგენის მუნიციპალიტეტი:
14:01 / 28.10.2013
აგარის უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ შეუშვეს
აგარის უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ შეუშვეს
  აგარაში მდებარე მე–12 უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ შეუშვეს. დავით ჯინჭველაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ უბანზე დარღვევებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობდნენ, რის გამოც საარჩევნო უბანზე შესვლას შეეცადნენ. მცდელობის მიუხედავად, კომისიის წევრებმა “ნაციონალები” არ შეუშვეს. “ჩვენი ინფორმაციით, დარღვევა ამომრჩეველთა ოდეობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. ამის გასარკვევად მივედით, თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა არანაირი განმარტება არ მოგვცეს, არც კი გამოგვხედეს.  შესაბამისად, კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა ადგილი, ვერ შევიტყვეთ” – განმარტავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით ჯინჭველაძე. მისივე თქმით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივარი დაიწერება.
00:48 / 28.10.2013
ეგზიტპოლით ახალციხის მუნიციპალიტეტში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
ეგზიტპოლით ახალციხის მუნიციპალიტეტში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
    ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ახალციხის მუნიციპალიტეტში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი ამომრჩეველთა 64,4 %–მა დაუჭირა, დავით ბაქრაძეს ნდობა 26,7 %–მა გამოუცხადა. შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მესამე ადგილზე შალვა ნათელაშვილია 4.4 %–ით. ეგზიტპოლების საერთო შედეგების მიხედვით, საქართველოში გიორგი მარგველაშვილი 66,1%–ით ლიდერობს, შემდეგ ადგილზე დავით ბაქრაძეა 20,1%–ით, მესამე ადგილზე კი ნინო ბურჯანაძეა – 7,4 %–ით. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-იმ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩაატარა.
00:27 / 28.10.2013
ასპინძაში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო
ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით, ასპინძაშიც საარჩევნო უბნები საღამოს რვა საათზე დაიხურა.  საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით დილიდან საარჩევნო უბნები შვიდ საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს კი  ხმის მიცემის უფლება რვა საათიდან ჰქონდა, შესაბამისად ყველა უბანზე პირველი ამომრჩეველი სწორედ ამ პერიოდებში დაფიქსირდა.
00:27 / 28.10.2013
არჩევნებში მონაწილეობა რეგიონის პირველმა პირებმა მიიღეს
არჩევნებში მონაწილეობა რეგიონის პირველმა პირებმა მიიღეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი არჩევანი  ვალის მე–9 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, სადაც ვაჟა ჩიტაშვილი  მეუღლესთან ერთად 11:00 საათზე მივიდა. ახალციხეში გააკეთა არჩევანი ადიგენის  მაჟორიტარმა დეპუტატმაც. ზურაბ ჩილინგარაშვილმა ხმა 29–ე საარჩევნო უბანზე მისცა. საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დღის პირველ ნახევარში ახალციხის 28–ე საარჩევნო უბანზე მივიდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსიც.
23:19 / 27.10.2013
20:00 საათის მონაცემებით ახალციხის მუნციპალიტეტში ამომრჩეველთა 51% დაფიქსირდა
20:00 საათის მონაცემებით ახალციხის მუნციპალიტეტში ამომრჩეველთა 51% დაფიქსირდა
  20:00 საათის მონაცემებით ახალციხის მუნციპალიტეტში ამომრჩეველთა 51% დაფიქსირდა.  # 37–ე  ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევანი 17 867 ადამიანმა გააკეთა. 8 საათისთვის ყველა უბანი დაიხურა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ოლქში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ხუთი განაცხადი შევიდა, რაც მისივე თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. თეა გავაშელის განმარტებით, ახალციხის  პირველ საარჩევნო უნბანზე მისულ ამომრჩეველს, საკუთარ გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უბნის კომისიამ უკვე  იმსჯელა და  წევრს რეგისტრატორის ფუნქციები ჩამოართვა.  თუმცა დარღვევას კომისია ისევ გადახედავს. ასევე, ინცინდენტი მოხდა ახალციხის 29–ე და 35–ე უბნებზე, სადაც სამართალ დამცავები იყვნენ მობილიზებულნი. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების წარმომადგენლების მიერ აგიტაცია ხორციელდებოდა. თეა გავაშელის განმარტებით, ეს ქმედება კანონდარღვევა არ იყო.  ამ დროისათვის # 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში,  უბნებიდან ოქმების შეგროვება  და ხმათა  რაოდენობის დათვლა მიმდინარეობს.
22:53 / 27.10.2013
აგარაში მდებარე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობას ვერ ითვლიან
აგარაში მდებარე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობას ვერ ითვლიან
   37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აგარაში მდებარე მე–12 უბანზე გაურკვევლობაა. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პირველადი ინფორმაციით უბანზე 792 ამომრჩეველი დაფიქსირდა. ამ დროისათვის კი ცნობილი ხდება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა 836–მა პირმა მიიღო.  “ყოველი დათვლისას ახალი ცდომილება ფიქსირდება” აცხადებს თეა გავაშელი. საოლქო კომისიის თავმჯდომარე სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.
22:45 / 27.10.2013
"ქართული ოცნების" ახალციხის შტაბი მარგველაშვილის გამარჯვებას ზეიმობს
"ქართული ოცნების" ახალციხის შტაბი მარგველაშვილის გამარჯვებას ზეიმობს
   კოალიცია “ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წარმომადგენლები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას ზეიმობენ. აღნიშნული ფაქტი კოალიციის წევრებმა ქალაქში ავტომობილების სიგნალებით გამოხატეს. “როგორც იქნა ღირსეულად დავამთავრეთ ეს არჩევნები. ასეთი დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ჩემთვის მართლაც ქართული ოცნება იყო, ჩატარდა. არანაირი რესურსი არც ადმინისტრაციული, არც ძალოვანი სტრუქტურებიდან არ გამოგვიყენებია. ჩვენ არ ვიყავით მოწოდებული, რომ დარღვევები დაგვეფიქსირებინა. მსგავსი დარღვევებით და ცრუ ინფორმაციით ისევ ჩვენ გვებრძოდნენ” – აღნიშნა მალხაზ ჟუჟუნაძემ. კოალიციის ახალციხის შტაბის ხელმძღვანელმა მარგველაშვილის გამარჯვება “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც მიულოცა. იგი დარწმუნებულია, რომ ეგზიტპოლებსა და  საბოლოო შედეგებს შორის დიდ განსხვავება არ იქნება.
22:34 / 27.10.2013
დავით ბაქრაძე:"ეგზიტპოლი წინასწარი მონაცემია, თუმცა სურათის დანახვა უკვე შესაძლებელია"
დავით ბაქრაძე:"ეგზიტპოლი წინასწარი მონაცემია, თუმცა სურათის დანახვა უკვე შესაძლებელია"
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ეგზიტპოლი წინასწარი მონაცემია, თუმცა სურათის დანახვა უკვე შესაძლებელია. ბაქრაძის თქმით, მიუხედავად პარტიის საწინააღმდეგო ერთწლიანი კამპანიისა, ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა მხარი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირა. მისივე განცხადებით, პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობაში ყოფნისა და არაერთი წევრის მიმართ სამართლებრივი დევნის მიუხედავად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ ვითარდება. “ამ ყველაფრით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალა. ამდენად, ეგზიტპოლის შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვიქნებით, ვაღიაროთ ის შედეგი, რომელიც ცსკ-ის მიერ ხმების დათვლის შემდეგ დაიდება”, – განაცხადა ბაქრაძემ. პრეზიდენტობის კანდიდტმა ქართველ ხალხს მშვიდობიანი არჩევნები მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით გამარჯვებული მთელი ქვეყანა დარჩა. “არსებული სურათიდან გამომდინარე, უკვე ნათელია დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულიც, ამიტომ ვულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, იმ ნდობას, რომელიც მას ქართველმა ხალხმა გამოუცხადა. ვუსურვებ, რომ ეს ნდობა გაკეთებული საქმით გაემართლებინოს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
21:48 / 27.10.2013
ნინო ბურჯანაძე მეორე ტურის დანიშვნაზე საუბრობს
ნინო ბურჯანაძე მეორე ტურის დანიშვნაზე საუბრობს
  ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” პარტიის ლიდერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა: “იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, მე არც კი ვიცი, რა შედეგებია. სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს, ეგზიტპოლები არის საზოგადოებრივი აზრით კარგი მანიპულირება.  ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას, 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ უბნებზე, რომლის დაცვასაც ჩვენ ვაპირებთ. “ოცნებას” მოვუწოდებთ გონიერებისკენ და არა ავტოკრატიზმისკენ, სადაც ამბობენ, რომ მაინც აუცილებლად 60% უნდა იყოს მათი და არ უნდა იყოს მეორე ტური. რამდენიმე წუთში ჩვენ ვიწყებთ პარალელულრ დათვლას და ის შედეგები აჩვენებს იმას, რაზედაც მე ვსაუბრობ. ჩვენ გვაქვს 1000-ზე მეტი საჩივარი დაწერილი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, შედეგების თანახმად, მარგველაშვილი 66,7 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20,2 % მიიღო. რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, “დემოკრატიული მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს მხარი მოქალაქეების 7,5 %-მა დაუჭირა, “ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს 2,1 %-მა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ გიორგი თარგამაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 1,1 %-მა დაუჭირა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი კომპანია GFK-იმ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.
21:38 / 27.10.2013
დარღვევები ახალციხის საარჩევნო უბნებზე
არჩევნების მიმდინარეობისას ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა. შემთხვევებზე, ძირითადად, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” წარმომადგენლები საუბრობენ. დარღვევებზე ყურადღება გაამახვილეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც.
21:24 / 27.10.2013
ეგზიტპოლის შედეგებით საქართველოში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
ეგზიტპოლის შედეგებით საქართველოში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით, ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც ორგანიზაცია GfK-ის მიერ განხორციელდა, კანდიდატებს შორის გიორგი მარგველაშვილი 66.7%–ით ლიდერობს. დავით ბაქრაძეს ნდობა ამომრჩეველთა20.2%–მა გამოუცხადა, ხოლო  ნინო ბურჯანაძეს – 7.5%–მა. ეგზიტპოლის ფარგლებში, დაახლოებით, 7 000 ამომრჩეველი გამოიკითხა. ამომრჩეველთა გამოკითხვა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 115 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ ჩატარდა. ეგზიტპოლი  სპეციალური კითხვარის მეშვეობით განხორციელდა და  შესაძლო ცდომილება  +/–1.2%–ა. საქართველოში დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს 23 კანდიდატი იყრიდა, რომელთაგანაც 9 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო – 12 საინიციატივო ჯგუფებმა.
21:19 / 27.10.2013
ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა დიდ რაოდენობა რაჭა–ლეჩხუმსა და გურიაში ფიქსირდება
ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა დიდ რაოდენობა რაჭა–ლეჩხუმსა და გურიაში ფიქსირდება
  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 39.07 %-მა (1,382,017 ამომრჩეველი) მიიღო . ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. როგორც 17:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (52.4 %) და გურიაში (46,4) ფიქსირდება. ცესკოს სპიკერმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია; როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზესტაფონის ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა; შესაბამისად,  უბანზე დროებით შეჩერებულია კენჭისყრის პროცესი. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რომელსაც ცესკო მოგვიანებით წარმოადგენს. მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი 20:30 სთ-ზე იგეგმება.
20:47 / 27.10.2013
17:00 საათის მონაცემებით ახალციხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 43% დაფიქსირდა
17:00 საათის მონაცემებით ახალციხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 43% დაფიქსირდა
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით 17:00 საათისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 197 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც  ოლქის 43 %–ს შეადგენს. პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლქში 4 განცხადება შევიდა. “დარღვევების შესახებ საარჩევნო კომისია იმსჯელებს, თუმცა ხარვეზი ადგილზევეა აღმოფხვრილი” – აცხადებს საოლქო საარჩვენო  კომისიის თავმჯდომარე. მისივე თქმით. ერთ–ერთი განცხადების მიხედვით, #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მის გრაფაში სხვისი ხელმოწერა დახვდა: “აღნიშნულთან დაკავშირებით უბნის კომისიამ იმსჯელა და  წევრს რეგისტრატორის ფუნქციები ჩამოერთვა.  თუმცა აღნიშნულ დარღვევას კომისია ისევ გადახედავს” – განმარტავს თეა გავაშელი შემდეგი მონაცემები ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
20:38 / 27.10.2013
ცესკოს მონაცემებით 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 32,05 %-მა მიიღო
ცესკოს მონაცემებით 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 32,05 %-მა მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 32,05 %-მა (1,133,753 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.   როგორც 15:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (46,7 %) და გურიაში (39,9 %) ფიქსირდება. ეკატერინე აზარაშვილმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ცესკოს წერილობით მომართა ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა დავით საგანელიძის საინფორმაციო ბრიფინგის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ბრიფინგის ფონზე დაფიქსირდა პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა და ცესკოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა, – ”შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ აგიტაცია კენჭისყრის დღეს  აკრძალულია  კენჭისყრის შენობაში, ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. ყველა სხვა შემთხვევაში აგიტაცია არ იკრძალება” – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში 17:30 სთ-ზე გაიმართება.
18:49 / 27.10.2013
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ახალციხის უბნებზე  არაკვალიფიციური პირების ყოფნის სამი შემთხვევა გამოავლინა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ახალციხის უბნებზე არაკვალიფიციური პირების ყოფნის სამი შემთხვევა გამოავლინა
 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოების“ მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის სამი შემთხვევა გამოვლინდა. „სამართლიანი არჩევნების“  ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, 12 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 16,8%–ს შეადგენს. ორგანიზაციის მონაცემებით, ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათზე დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 25,5 %–ს შეადგენდა. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისათვის კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში ყველაზე პრობლემატურ საკითხად არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები და ბათუმში  ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. 1200 აკრედიტებული და დატრენინგებული დამკვირვებელი გადანაწილებულია, როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა 73 მობილური ჯგუფი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო  საზოგადოება” შემდეგ განცხადებას 19:00 საათზე გამოაქვეყნებს.
17:01 / 27.10.2013
ელზა ჩიტაშვილი: ,,პამაჯში, დარღვევა დაფიქსირებისთანავე აღმოიფხვრა"
ელზა ჩიტაშვილი: ,,პამაჯში, დარღვევა დაფიქსირებისთანავე აღმოიფხვრა"
დარღვევები დაფიქსირდა ახალციხის # 18,  პამაჯის სომხურენოვან უბანთან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი  ,,ექოს”–თან საუბარში აცხადებს,  ნინო ბურჯანაძის პლაკატებსა და ბუკლეტებს ახალგაზრდები საარჩევნო უბნის ეზოში არიგებდნენ– ,,გარეთ გავედი ორი წუთით და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭები  საარჩევნო უბნის ეზოში  აგიტაციის მიზნით ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძის პლაკატებსა და ბუკლეტებს ურიგებდნენ. მათი ვინაობა არ ვიცი, დარღვევა დაფიქსირებისთანავე აღმოიფხვრა. სხვა ტიპის დარღვევებს აქ ადგილი არ ჰქონია”–აცხადებს ელზა ჩიტაშვილი. დარღვევები არ ყოფილა მე–18 საარჩევნო უბანზე, გარდა იმისა, რომ გარეთ, სკოლის ეზოში სადაც უბანია განთავსებული,  ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო გამოკრული, ამბობს კომისიის თავმჯდომარე. ,, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო შემოვლაზე და მან თქვა, რომ გარეთ პლაკატები იყო გაკრული, ვნახეთ თუ არა მაშინვე ჩამოვახსნევინეთ, სხვა სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა”–ამბობს ინგა ერემიანი.     ,,გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო ეზოში ხეებზე გაკრული და გვითხრეს, რომ არ შეიძლება და ჩამოგვახსნევინეს, არ ვიცით ვინ იყო“– ამბობს, პატარა პამაჯში მცხოვრები  ვარდგეზ აკოფიანი.  ,,ექოს” გადამღებ ჯგუფს საარჩევნო უბნის ეზოს შესასვლელში, მხოლოდ მარგველაშვილის პლაკატები და სხვა სააგიტაციო მასალა დახვდა.
15:55 / 27.10.2013
ახალციხელი რობერტ აკოფიანი არჩევნებზე საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებს
ახალციხელი რობერტ აკოფიანი არჩევნებზე საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებს
   ახალციხის მკვიდრი რობერტ აკოფიანი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებს. მისი განმარტებით, საარჩევნო უბანზე მისულს განუცხადეს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებული არ არის.     “მე ცოცხალი ვარ, აქა ვარ. ამერიკაში ხომ არა ვარ? 1984 წლიდან ხუთ სართულიანების დასახლებში ვცხოვრობ. პირველი შემთხვევაა, რომ მე ხმას ვერ ვაძლევ  “ – აცხადებს რობერტ აკოფიანი. მისი განმარტებით, დღეს 29–ე და პირველ უბანზე იმყოფებოდა, სადაც აღნიშნული დასახლების მკვიდრები კენჭისყრის პროცედურებს გადიან, მაგრამ მისი სახელი და გვარი არცერთ უბანზე ფიქსირდება.  
15:35 / 27.10.2013
შსს პარტიებს პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევს
შსს პარტიებს პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევს
   შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას უზრუნველყოს მშვიდი ვითარება და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები არჩევნების მიმდინარეობისას. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მიერ მიღებულია უსაფრთხოების ზომები. არჩევნების დღესთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინიციატივით შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცესკოსთან და უზრუნველყოფს მართლწესრიგს არჩევნებს დღეს. ყველა რეგიონალურ დანაყოფში შემუშავებულია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს პოლიცია იმოქმედებს კანონთან სრულ შესაბამისობაში. პოლიცია იქნება ურთიერთკოორდინაციაში საარჩევნო შტაბთან. პოლიციის დანაყოფები არ განლაგდებიან საარჩევნო უბნებში ან საარჩევნო უბნებთან ახლოს. სამართალდამცველები გამოცხადდებიან საარჩევნო უბანში მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევის შემთხვევაში. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან. პოლიცია ნებისმიერ მსგავსს ფაქტზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომას მიიღებს.
14:50 / 27.10.2013
ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს 12:00 სთ-ის მონაცემებით
ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს 12:00 სთ-ის მონაცემებით
  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა . მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 17,15 %-მა მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. 12:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას საზღვარგარეთ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია – ”ათენში, სადაც ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, ის მოქალაქეები, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან ვერ აძლევენ ხმას, რამაც გამოიწვია პროტესტი მათი მხრიდან. როგორც გახსოვთ, ჩვენ გამოვაცხადეთ საზღვარგარეთ მყოფი რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც 3, 979-ს შეადგენს. სამწუხაროდ, კანონის მიხედვით ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას”. ცესკოს სპიკერი ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზეც ესაუბრა:
14:32 / 27.10.2013
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetpadişahbetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسtipobet스마일퀄리티betpasholiganbetdonomofixbetcratosslot girişcasibomCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortMavibethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastgmbh verkaufenhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastmatbet girişpalacebetgobahisultrabetcasibomgobahisBets10kavbetkavbetholiganbetnakitbahisholiganbet 1178holiganbetholiganbetholiganbetjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinograndpashabetgrandpashabet girişmatbet girişbetebetcasibombetriyalsekabetjojobetcasibom girişonwinyakabetcasibomcasibom girişwinxbetwinxbetmeritkingSekabetCasibomBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahismasterbettingbetciomeritkingmeritkingmeritkingmatbetmatbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortcasibom girişultrabet 2026jojobetelexbetpulibetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1178JojobetbetbetinStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfjojobetholiganbet 1178www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards logincasibombetebetgrandpashabetcasibomkavbet