გიორგი კოპაძე 30%, გელა დემეტრაძე 15,55% ოლეგ სანდროშვილი 0,1%,
გოჩა ათოშვილი 2,5%, თამარ გოგოლაძე 3,4%, ჯიმშერ გოგოლაური 3,1%,
გენადი ენდელაძე 7,2%, ქეთევან ხმალაძე 8% – ასეთია მერობის
სავარაუდო კანდიდატების რეიტინგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ
კვლევის შედეგად წარმოადგინა. რომელ კანდიდატს უჭერენ მხარს –
ამ კითხვით „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ წარმომადგენლებმა
ახალციხეში 985 ადამიანი ანონიმურად გამოკითხეს.