#37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში კიდევ სამი საჩივარი დაიწერა.
„სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ წარმომადგენელის ნინო
ბაღდოშვილის თქმით, „ქართული ოცნების წარმომადგენელი ნაირა
სამსონიძე 30–ე უბანზე პარტიის დამკვირვებლისა და არასამთავრობო
ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების
ცენტრის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა. ბაღდოშვილი
აცხადებს, რომ სამსონიძეს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლის
მე–4 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით უნდა მოეთხოვოს პასუხი, რომელიც
გულისხმობს შემდეგს: „ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის
დამკვირვებლად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტი და მისი
წარმომადგენელი. მეორე საჩივარი ,,სამართლიანი
არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
წარმომადგენლის მიერ დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც სოფელ
ნაოხრებში, ახალციხის 26–ე საარჩევნო უბანზე ქალბატონმა არჩევნებშ
იმონაწილეობა მარკირების პროცედურის გავლის გარეშე
მიიღო. ხარვეზი კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აღმოიფხვრა,
ამომრჩეველს მარკირება მოგვიანებით გაუკეთდა. ,,სამართლიანი
არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
დამკვირვებელმა კიდევ ერთი დარღვევა ახალციხის მე–8 უბანზე,
დააფიქსირა. რეგისტრატორს მოგვიანებით გაახსენდა, რომ ერთ–ერთ
ამომრჩეველს ბიულეტენები ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე გადასცა.
შესაბამისად, ამომრჩევლის ბიულეტენები გაბათილდება. კომისიის
თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ
ახსნა–განმარტებით ბარათს შეადგენს. #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქის
15:00 საათის მონაცემებით, კი ოლქში 3 საჩივარი იყო შესული:
#23–ე ფერსისა და #12–ე აგარის საარჩევნო უბნებზე “ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს არ მიეცა საშუალება
ჩაენაცვლებინა ამავე პარტიის წარმომადგენელი, რომელიც გადასატან ყუთს
გაჰყვა. გარდა ამისა, მათ აუკრძალეს ფოტო–ვიდეო გადაღება, რაც ცესკოს
2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებას ეწინააღმდეგება. მესამე
საჩივარი 14 ივნისს დაიწერა, რომელიც მე–15 უბანზე, ასევე
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა შეადგინა. საჩივრის მიხედვით
კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები სახლში წაიღო. 17:00 საათის
მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა
ახალციხეში 13 279–მა პირმა მიიღო, რაც
ამრჩეველთა 38, 53 %–ს შეადგენს.