SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/dat.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/dargveva.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/vaja-2.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/1419836_172872219574108_1862496085_n.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/1396633_172872412907422_2073002629_n.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/archevnebi1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/gadasatani-yuti.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/111111111111.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [7]: Image format "jpg?w=250" not supported. __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/archevnebi1.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2013/10/tea.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
არჩევნები
დავით დარჩიაშვილი: ,,სამცხე–ჯავახეთში დაშინების ელემენტებიც გამოიკვეთა"
დავით დარჩიაშვილი: ,,სამცხე–ჯავახეთში დაშინების ელემენტებიც გამოიკვეთა"
   საპრეზიდენტო არჩევნებს სამცხე–ჯავახეთში აკვირდება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, რეგიონში  ,,ქართული ოცნების” კანონდარღვევით მცდელობებს აქვს ადგილი. , რაც შეეხება არჩევნების წინა დღეებს აქ  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც დაფიქსირდა. ,,ისეთი ფაქტები ფიქსირდება რაზეც ,,ნაციონალურ მოძრაობას” გვედავებოდნენ და რაზეც საქმეებს აღძრავდნენ. დაშინების ელემენტებიც გამოიკვეთა და ამ ყველაფრით სურს კოალიციას მაღალი პროცენტი აიღოს.  მე სამცხე–ჯავახეთში მთელი დღის განმავლობაში დავრჩები, საკმაოდ დიდი რეგიონია და ყველაფერზე საჭიროა რეაგირება, ასეთი მცდელობები საგანგაშოა” –აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი.
13:54 / 27.10.2013
უდეში მე–12 უბანზე ამომრჩევლები მარკირების გარეშე შედიან
უდეში მე–12 უბანზე ამომრჩევლები მარკირების გარეშე შედიან
ადიგენის მე–12 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას მარკირების პროცედურის გარეშე იღებენ. აღნიშნულის შესახებ, “მეცხრე არხს” ინფორმაცია  “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” ახალციხის საარჩევნო შტაბიდან მიაწოდეს. პარტიის რეგიონული კოორდინატორის ჯიმშერ გოგოლაურის მტკიცებით, არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც ფაქტი დააფიქსირეს. #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი აცხადებს, ამ დროისათვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. დეტალებს რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
13:35 / 27.10.2013
10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8 %–მა მიიღო
10:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8 %–მა მიიღო
   ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. 10:00 სთ-ის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8%-მა (240, 732 ამომრჩეველი) მიიღო. როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ”არ ყოფილა არსებითი ხასიათის დარღვევები და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა. რაც შეეხება საზღვარგარეთ კენჭისყრის მიმდინარეობას,- რიგაში (ლატვია) ერთ-ერთი კომისიის წევრი დაგვიანებით მივიდა უბანზე, რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით დაიწყო”.  ეკატერინე აზარაშვილის განმარტებით, დღის განმავლობაში კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ მედიას დეტალურ ინფორმაციას ყოველ ორ საათში ერთხელ მიაწვდის.  
12:40 / 27.10.2013
ვაჟა ჩიტაშვილმა საკუთარი არჩევანი ვალეში მდებარე უბანზე დააფიქსირა
ვაჟა ჩიტაშვილმა საკუთარი არჩევანი ვალეში მდებარე უბანზე დააფიქსირა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ვალის მე–9 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად 11:00 საათზე მივიდა. “წელს საარჩევნო უბნებზე პასიურობა შეინიშნება . შარშან გაცილებით მეტი ამომრჩეველი იყო მობილიზებული. მე ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს, ანუ  დავით ბაქრაძეს მივეცი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – განაცხადა “მეცხრე არხთან” ვაჟა ჩიტაშვილმა. მე–9 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის დარღვევები არ ფიქსირდება. ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით აქ ხმას 1170 პიროვნება აძლევს. 7 ამომრჩეველი სპეციალურ სიაშია შეტანილი, ხოლო გადასატანი ყუთით 35 ადამიანი ისარგებლებს.
12:30 / 27.10.2013
ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა
ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა
   #4–ე ნინოწმინდის  საარჩევნო ოლქში დარღვევები დაფიქსირდა. სოფელ სათხის 25–ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ერთ–ერთი დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვა. შემთხვევა დაახლოებით 07:30 წუთზე დაფიქსირდა. როგორც ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,  სეირან კიურეგიანი განმარტავს, დარღვევა უბინის გახსნამდე გამოსწორდა და 08:00 საათისათვის დამკვირვებელი უკვე უბანზე იმყოფებოდა. საარჩევნო დარღვევა იყო ამავე ოლქის #31–ე უბანზეც. სოფელ ეშტიაში, ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იყო მოთავსებული. სეირან კიურეგიანის თქმით, შემთხვევაზე საოლქომ რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც ხმის დათვლის დროს აღნიშნული ბიულეტენები ანულირებული იქნება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 36 საარჩვენო უბანი ფუნქციონირებს. ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით 21689 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 2923 პიროვნება საზღვარგარეთ იმყოფება. გადასატანი ყუთის მეშვეობთ, ხმის მიცემის პროცედურას 85 ამომრჩეველი გაივლის.
12:12 / 27.10.2013
ახალციხის მეათე უბანზე კაბინაში გამოკრულ სიაში 41 ნომერი იყო შემოხაზული
ახალციხის მეათე უბანზე კაბინაში გამოკრულ სიაში 41 ნომერი იყო შემოხაზული
   ახალციხის მეათე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა. ვალეში განთავსებულ უბანზე ერთ–ერთ კაბინაში გამოკრულ სიაში 41 ნომერი იყო შემოხაზული. ადგილზე #37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდა, რომელმაც დარღვევა აღმოფხვრა. ამ დროისათვის კაბინიდან პრეზიდენტობის კანდიდატთა სია, შემოხაზული 41 ნომრით ჩამოხსნილია.  თეა გავაშელი აცხადებს, რომ დარღვევის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. აღნიშნული სარჩვენო უბნის წარმომადგენელი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკოლოზ ხიზაძე აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან და ამომრჩეველთან აგიტაციას ეწევიან.  თუმცა “ოცნების” მხარდამჭერები “მეცხრე არხთან” აღნიშნულს უარყოფენ. გარდა ამისა, ამავე უბანზე,  26 ოქტომბერს კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო  უბნის შესასვლელში ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო გაკრული. ამ დროისათვის ყველა დარღვევა აღმოფხვრილია.
11:56 / 27.10.2013
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები 29–ე უბანზე აგიტაციას უარყოფენ
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები 29–ე უბანზე აგიტაციას უარყოფენ
# 37 საარჩევნო ოლქის,  29–ე უბანზე ამ წუთებში სიმშვიდეა. “მეცხრე არხმა” ინფორმაცია   იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები აგიტაციას ახორციელებდნენ, უბანზე გადაამოწმა. ახალციხის 29–ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უბანზე აგიტაციას ადგილი არ ჰქონია. ინფორმაცია უარყვეს თავად კოალიციის წარმომადგენლებმაც. თუმცა “მეცხრე არხთან” “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” მობილური ჯგუფის წარმომადგენელი  ტიგრან გრიგორიანი ირწმუნება, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ამომრჩეველს მოუწოდებდნენ ხმა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატისათვის მიეცათ.
11:56 / 27.10.2013
დარღვევა ახალციხის 29–ე საარჩევნო უბანზე
დარღვევა ახალციხის 29–ე საარჩევნო უბანზე
რამდენიმე წუთის წინ “მეცხრე არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ #–37 სარჩევნო ოლქის 29–ე უბანზე კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტები  აგიტაციას ახორციელებდნენ. “ექოს” ინფორმაცია, 29–ე საარჩევნო უბანზე  “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის” წარმომადგენელმა ტიგრან გრიგორიანმა მიაწოდა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დეტალებს. რამდენიმე წუთში მოგაწვდით.
11:26 / 27.10.2013
103 წლის ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა
103 წლის ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა
    გადასატანი ყუთის მეშვეობით, საკუთარი არჩევანი 103 წლის ახალციხის მკვიდრმა დააფიქსირა. თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში სონია დუშოიანთან 32–ე საარჩევნო უბნიდან მივიდნენ. უხუცესმა ქალბატონმა ფიზიკური მდგომარეობის გამო ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ნომერი ვერ შემოხაზა და მას არჩევანის გაკეთებაში შვილი დაეხმარა. კომისიის წევრის ჟუჟუნა დემეტრაძის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა დამოუკიდებლად. 32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 7 ამომრჩველი აძლევს.
11:08 / 27.10.2013
ამ დროისათვის ბორჯომში დარღვევები არ ფიქსირდება
ამ დროისათვის ბორჯომში დარღვევები არ ფიქსირდება
საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ბორჯომში.  მუნიციპალიტეტში სულ 30 უბანი ფუნქციონირებს. # 36 საოლქო–საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ბორჯომში სულ 27 427 ამომრჩეველია. გადასატანი ყუთით 610 ადამიანი ისარგებლებს. ,,ყველა უბანი დილის რვა საათიდან მასპინძლობს ამომრჩევლებს. არანაირ დარღვევას ამ დროისათვის ადგილი არ ჰქონია“–აცხადებს #36 ბორჯომის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე.
10:50 / 27.10.2013
ასპინძაში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ასპინძაში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
  #–39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამდროისათვის ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობას. “ყველა უბანზე მშვიდი გარემოა, დილის რვა საათზე საარჩევნო უბნების გახსნისთანავე პირველი ამომრჩეველიც დაფიქსირდა, მათი აქტივობის შესახებ  მონაცემები ათი საათისათვის მექნება”–ამბობს “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბრისას  #–39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე. ასპინძაში ცხრა საათიდან ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო გადასატანი ყუთის მეშვეობით, რომელსაც დაკვირვებას  კოალიცია “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უწევენ. გადასატანი ყუთების საშუალებით ასპინძის მუნიციპალიტეტში  საკუთარ არჩევანს 232 ადამიანი გააკეთებს. ასპინძის საარჩევნო ოლქში სულ 23 უბანია გახსნილი, აქედან ორი დაბაში. ასპინძის საარჩევნო ოლქში მიმდინარე ხმის მიცემის პროცესის  შესახებ, ინფორმაციას “მეცხრე არხი” მთელი დღის მანძილზე მოგაწვდით.
10:34 / 27.10.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 648 ამომრჩეველია
ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 648 ამომრჩეველია
  ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს დილის 8 საათიდან იღებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკუთარ არჩევანს ადიგენში სულ 15 648 ადამიანი გააკეთებს. ადიგენის # 38–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 18 უბანი ფუნქციონირებს. გადასატანი ყუთის მეშვეობით აქ ხმას 353 ამომრჩეველი მისცემს. როგორც #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილი აცხადებს, ამ დროისათვის საარჩევნო პროცესი ადიგენში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
10:33 / 27.10.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა
  ახალციხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებში პირველ ამომრჩევლებს უკვე იღებენ. #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა უბანი ზუსტად, 08:00 საათზე გაიხსნა. „ უბნები გახსნილია. პარალელურად, გვატყობინებენ ვინაა პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე. ამ დროისათვის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“ – აცხადებს #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარე თეა გავაშელი. ახალციხის პირველ საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ახალციხის მკვიდრი სამველ პეტროსიანი დაფიქსირდა: „პირველი ამომრჩეველი ვარ. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი ხმა არ დამეკარგა და საკუთარი არჩევანი გამეკეთებინა“– აცხადებს მედიასთან სამველ პეტროსიანი. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 35 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს და ერთიანი სიების მიხედვით, მუნიციპალიტეტში 35 120 ამომრჩეველია. პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა კი 23 კანდიდატს შეადგენს.
09:26 / 27.10.2013
ახალციხეში საარჩევნო უბნებს ბიულეტენები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტში,  საარჩევნო უბნებს ბიულეტენები უკვე დაურიგდათ.  ისინი ცენტრალური საარჩევნო კომიისიდან ახალციხეში გუშინ ჩამოვიდა.  37–ე  საოლქო სააჩევნო კომისიი თავმჯდომარის განმარტებით,  მუნიციპალიტეტში განთავსებულ 35 საარჩევნო უბანს  სულ  32  200 ბიულეტინი გადაეცა.
20:22 / 26.10.2013
"ქართული ოცნება" სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა
სომხური სამოციქულო ეკლესიის მიწვევით კოალიცია ქართული ოცნების ახალციხის შტაბის წარმომადგენლები გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძარს ესტუმრნენ.  ადგილობრივი   შტაბის  ხელმძღვანელმა  სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახურებს  ის გეგმები გააცნო, რომლის განხორცილებასაც მართველი ხელისუფლება სამომავლოდ აპირებს.  „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს აღმსარებლობასა და ეროვნებას, ყველა ამომრჩველი ყუარდღებას იმსახურებს”–განმარტა მალხაზ ჟუჟუნაძემ.  სომხური სამოციქულო ეკლესიის შემდეგ კოალიციის წარმომადგენლებმა სოფელ საძელში გადაინაცვლეს და მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები  გააცნეს. შეგახსენებთ, რომ  „ქართულმა ოცნებამ” წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ორი თვის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კოალიციის აქტივისტები მუნიციპალიტეტის  ყველა სოფელს ეწვივნენ. „ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წევრები 13 ოქტომბერს  სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეუფე თეოდორემ უმასპინძლა.
00:40 / 26.10.2013
პრეზიდენტობის კანდიდატები და დაპირებები სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას
პოლიტიკურმა პარტიებმა და სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეყვიტეს. ბოლო თვეების განმავლობაში კი  სამცხე–ჯავახეთს არაერთი  პრეზიდენტობის კანდიდატი ესტუმრა და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნო, თუმცა მათი ნაწილი რეგიონში საერთოდ არ ჩამოსულა.
00:34 / 26.10.2013
წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში 35 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს
ახალციხეში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სპეციალური უბნები აღარ შეიქმნება. 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში უბნის შექმნის თაობაზე განაცხადი წელს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროდან შევიდა. თუმცა საარჩევნო კოდექსის მიხედვით, უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 50–ს აღემატება. სასაზღვრო ჯარში კი ამ დროისათვის 42 ამომრჩეველია. სპეცუბანი წელს არ გაიხსნება არც ჯავშანსატანკო სასწავლო ნაწილში, რადგან შესაბამისი მოთხოვნით მათ საოლქოსთვის არ მიუმართავთ. ამომრჩევლები მიმდებარე უბნებზე გადანაწილდებიან. დღესვე იწურება გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო.
23:48 / 24.10.2013
მომავალი პრეზიდენტის მიერ მოსაგვარებელი პრობლემები ახალციხელების აზრით
ქვეყნის პირველი პირის არჩევნებამდე 2 დღე რჩება. რიგით მეოთხე პრეზიდენტის  დასახელებამდე კი ახალციხელები, იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობენ, რაზეც  მომავალმა პირველმა პირმა პრიორიტეტად  უნდა დაისახოს. რა საკითხებია ახალციხეში და რაზე უნდა გააკეთოს მთავარი აქცენტი ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა რეგიონში, რომელსაც საქართველო 27  ოქტომბერს ნდობას გამოუცხადებს – ამის გარკვევას „მეცხრე არხის“ გადამღები ჯგუფი ახალციხელებისაგან შეეცადა.
23:43 / 24.10.2013
ფიქსირდება თუ არა დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში?
როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო  პროცესები და როგორია საარჩევნო გარემო – პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  შეაფასსეს.  მათ ქალაქში მიმდინარე პროცესები განიხილეს და იმ დაღვევებზე ისაურეს, რომელიცპარტიების მიერ  ამ პერიოდში  დაფიქსირდა.
23:09 / 23.10.2013
დავით ბაქრაძე: "ადამიანებს შესრულებული დაპირებები სჭირდებათ"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  პრეზიდენტობის კანდიდატი  ახალციხესა და ადიგენს ესტუმრა. დავით ბაქრაძე ამომრჩეველს, ამჯერად, მესხეთში შეხვდა და მათ წინა საარჩევნო დაპირებებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
12:58 / 23.10.2013
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetpadişahbetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسtipobet스마일퀄리티betpasholiganbetdonomofixbetcratosslot girişcasibomCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortMavibethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastgmbh verkaufenhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastmatbet girişpalacebetgobahisultrabetcasibomgobahisBets10kavbetkavbetholiganbetnakitbahisholiganbet 1178holiganbetholiganbetholiganbetjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinograndpashabetgrandpashabet girişmatbet girişbetebetcasibombetriyalsekabetjojobetcasibom girişonwinyakabetcasibomcasibom girişwinxbetwinxbetmeritkingSekabetCasibomBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahismasterbettingbetciomeritkingmeritkingmeritkingmatbetmatbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortcasibom girişultrabet 2026jojobetelexbetpulibetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1178JojobetbetbetinStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfjojobetholiganbet 1178www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards logincasibombetebetgrandpashabetcasibomkavbet