მსოფლიო ველომოგზაურის – ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის
“საქართველო მშვიდობისათვის” მე-3 ეტაპი დაიწყო, რომელმაც სტარტი დღეს
თბილისში აიღო. ველოტური საქართველოს 50-ზე მეტ ქალაქსა და
მუნიციპალიტეტს, ჯამში 2200 კილომეტრს მოიცავს და
იგი 25 მარტის ისევ თბილისში დასრულდება. ველოტურის
ორგანიზატორი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ყველა
ერთისათვის” თავმჯდომარე ნოდარ ბერიძეა. სამცხე-ჯავახეთში ველოტურის
ფარგლებში ნოდარ ბერიძე 6, 7 და 8 მარტს გაივლის. იგი რეგიონში
წალკიდან შემოვა, ექვსივე მუნიციპალიტეტს მოივლის და
შემდგომ მარშრუტს ხულოს მიმართულებით გააგრძელებს. მასშტაბური
ველომართონები 2014 წლიდან დაიგეგმა და პირველი ველოტური “ყველა
მშვიდობისათვის” 24 აგვისტოდან 10 ნოემბერის ჩათვლით უკრაიანში
განხორციელდა, რომელმაც 22 საოლქო ქალაქი 5 000
კმ-ზე მეტი მოიცვა. ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების გამო,
ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ ნოდარ ბერიძემ მიიღო. მომავალი
ტურების ორგანიზება კი სწორედ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისა და
ველომოგზაურის ხსოვნის საპატივცემულოდ გადაწყდა. ჯუმბერ ლეჟავას
სახელობის მე-2 ველოტური „საქართველო
მშვიდობისათვის”, ასევე, განახორციელდა 2014 წლის 20-25
დეკემბერს, რომელმაც თბილისი – სამაჩაბლოს და აფხაზეთის
საზღვრები მოიცვა №3 ტურის დასრულებისას დაანონსდება შემდგომი
ველოტური №4 „კავკასია მშვიდობისათვის”, რომელიც
თბილისი-ბაქო-ერევანი-თბილისს მოიცავს. ველოტურის
ორგანიზატორებს ყველაზე მთავარ სპორტულ
ღონისძიებად ველოტური №5 „საქართველო მშვიდობისათვის” მიაჩნია,
რომელიც 1-5 მაისს მოეწყობა და თბილისი-სამაჩაბლოსა
და აფხაზეთის საზღვრებს მოიცავს. მასში
მონაწილეობას ქართველი, ოსი, აფხაზი,
რუსი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი
და სხვა ეროვნების ველომრბოლელები მიიღებენ.