SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/11076749_10205556676328949_2866162728658718079_o.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/11328854_970426382981687_505306560_n.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/04/levan-yifiani.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სპორტი
მინდია შაინიძე მუსხის სკოლაში სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა
მინდია შაინიძე მუსხის სკოლაში სამოქალაქო კლუბების წევრებს შეხვდა
2015 წლის 19 მაისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის მკვიდრი, „იმედის გმირი“ მინდია შაინიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლას ესტუმრა. ახალგაზრდა სპორტსმენს ზველის, ფერსისა და მუსხის საჯარო სკოლების  სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე კლუბის წევრებმა უმასპინძლეს. „კლუბის წევრებს ვესაუბრე ზოგადად სპორტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ცხოვრებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდე  და საკუთარ შეხედულებები გავაცნი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.“ – აღნიშნა მინდია შაინიძემ.  ახალგზრდა სპორტსმენმა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ჩვენება მოაწყო. მან აღნიშნულისთვის თავისი პატარა მოსწავლეები ჩამოიყვანა. დღის ბოლოს, შეხვედრის შეჯამებისას,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სამომავლო ღონისძიებები დაიგეგმა. სამოქალაქო კლუბის წევრები ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დახმარებით, ქალაქის სასპორტო სკოლაში გოგონათა შორის ფეხბურთს ჩაატარებენ.
16:34 / 20.05.2015
29 მაისიდან სამცხე-ჯავახეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა  მოეწყობა
29 მაისიდან სამცხე-ჯავახეთში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მოეწყობა
მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით თბილისში მე-13-ე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში  თბილისს  49 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება, რომლებიც მონაწილეობას  სპორტის 9 სახეობაში მიიღებენ. 26 მაისიდან  26 ივლისის განმავლობაში რეგიონებში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მოეწყობა. ოლიმპიური ცეცლხი საბერძნეთის დედაქალაქ ათენიდან საქართველოში,  ქ. ბათუმში  26 მაისს, 20:00 საათზე შემოვა. ესტაფეტაში მონაწილეობას  700 მეჩირაღდნე მიიღებს. ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს მოივლის, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის ცერემონიალი გაიმართება. ჩირაღდანი საქართველოს ტერიტორიაზე  26 მაისიდან 1 აგვისტომდე დარჩება. ოლიმპიური ცეცხლი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 29 მაისიდან იმოგზაურებს. 29-30 მაისს   საზეიმო მსვლელობა  მოეწყობა  ადიგენსა  და ახალციხეში, 31 მაისს ასპინძასა   და ახალქალაქში, ხოლო 1 ივნისს ნინოწმინდაში, საიდანაც 2 ივნისს ესტაფეტა წალკაში გაგრძელდება. 16 ივნისს კი ოლიმპიური ჩირაღდანი  ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც  მოივლის. ოლიმპიური ცეცხლის  ესტაფეტის აღსანიშნავად საზეიმო კონცერტები საქართველოს 6 ქალაქში გაიმართება: ბათუმში, ახალციხში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მესტიაში. კონცერტებს ორგანიზებას „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტი უწევს.
13:18 / 19.05.2015
ახალციხელი კარატისტები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ახალციხელი კარატისტები საქართველოს  ჩემპიონატისთვის ემაზდებიან. 20 სპორტსმენი შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ბოლნისში გაემგზავრება. ისინი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ თანატოლებს შეეჯიბრებიან. როგორც საქართველოს კარატე დო შიტორიოს, შიტოკაის ასოციაციის პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთში, მამუკა ზუმბაძე აღნიშნავს, ჩემპიონატში დამწყები კარატისტები პირველად იასპარეზებენ,
20:33 / 09.05.2015
ახალციხეში "ევროკავშირის დღეები" გაიხსნა
რა? სად? როდის? , ფორტ ბოიარდი, ფლეშმობი, ესეებისა და პოსტერების კონკურსი – ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც პროექტის ,,ევროკავშირის დღეების“ ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებები ერთი თვის განმავლობაში ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხადაჭერით გაიმართება. პროექტის მიზანი ახალგაზრდების ინფორმირება და საზოგადოებაში ევროკავშირზე არსებული მცდარი შეხედულებების დამსხვრევაა.
21:08 / 08.05.2015
ახალციხეში მოტორბოლელებმა და მოყვარულებმა სეზონი გახსნეს
ახალციხის მოტოკლუბმა „რაიდერს დრიმმა“  2015 წლის საზაფხულო სეზონი გახსნა. ბაიკერებმა  ქალაქში მოტოციკლებითა და კვადროციკლებით მსვლელობა და საჩვენებელი რბოლა მოაწყეს. ეს პირველი  შემთხვევაა, როდესაც მოტომოყვარულებმა სეზონი მსგავსი მასშტაბური ღონისძიებით გახსნეს. 30–მდე მოტომოყვარული დილიდან ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, საიდანაც  ექსტრემალებმა სტარტი აიღეს. ბაიკერებმა სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.
22:34 / 07.05.2015
ახალციხელმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვეს
8 სპორტსმენმა შიტოკაი კარატე დოსა და მსოფლიო კარატე დოს წესების მიხედვით იასპარეზა.  მონაწილეები ორი მეორე და ექვსი მესამე ადგილით დაბრუნდნენ. ისინი მოწინააღმდეგეებს, როგორც ინდივიდუალირად, ასევე ჯგუფურად დაუპირისპირდნენ. VKF-ის წესებით,  რიგით მე–6 მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა ევროპის, ამერიკისა და აფრიკის 54–მა ქვეყანამ მიიღო. საქართველოდან, როგორც მასპინძელი  მხრიდან ყველაზე ბევრმა, 800–მა  სპორტსმენმა იასპარეზა. როგორც კარატისტების მწვრთნელი ზაზა ნათენაძე განმარტავს, მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მომავალში კი ისინი კიდევ ერთი ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ ბაქოში გაიმართება.
21:26 / 06.05.2015
მინი–ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი გაიმართა
ახალციხეში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დასრულდა.  მინიფეხბურთში შეჯიბრი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი მეექვსე– მეშვიდე კლასებს შორის გაიმართა, მეორე ეტაპში კი მონაწილეობა მერვე–მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. პირველობა ორივე კატეგორიაში პირველი საჯარო სკოლის გუნდებმა  მოიპოვეს. მეორე ადგილი აიღეს მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერვე–მეცხრე კლასებს შორის, ხოლო მეექვსე– მეშვიდე კლასებს შორის მესამე სკოლამ გაიმარჯვა.
21:04 / 01.05.2015
ახალციხეში კროსში ღია ჩემპიონატი ჩატარდა
ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე კროსის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში, ქვეყნის მაშტაბით ხუთი ქალაქის, 60–მდე სპროტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 6 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. „ახალციხის 2015 წლის საგაზაფხულო ღია პირველობა კროსში“ მონაწილეობა ახალციხის, ვანის, ბათუმის,ბორჯომის და თბილისის გუნდებმა მიიღეს. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები. ახალციხის სასპორტო სკოლამ სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა.
02:23 / 27.04.2015
ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადის დახურვას მინისტრი დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ოლიმპიადა მხიარული სტარტების ფინალით დასრულდა. დახურვის ცერემონიას,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ლევან ყიფიანმა  საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს   თასები, მედლები და სიგელები გადასცა. ახალციხის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ოლიმპიადა მხიარული სტარტების ფინალით დასრულდა. სპეციალურად ამ დღისათვის,  ქალაქში,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა.
22:32 / 23.04.2015
მძლეოსნობაში გამარჯვება ახალციხის პირველმა სკოლამ მოიპოვა
დღეს ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მძლეოსნობაში ტურნირი მოეწყო. მასში ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 გუნდი ჩაერთო. ფინალში ქალაქის პირველი, მეორე და ვალის მეორე საჯარო სკოლები გავიდნენ. საბოლოოდ გამარჯვება პირველ საჯარო სკოლას ხვდა წილად.
21:35 / 22.04.2015
ახალციხეში სპორტის მინისტრს ელოდებიან
ახალციხეში სპორტის მინისტრს ელოდებიან
ახალციხეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ელოდებიან. 23 აპრილს, 13:00 საათზე, ლევან ყიფიანი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე მხიარული სტარტების რეგიონულ ფინალს დაესწრება.  უწყების პირველი პირი ახალციხის სკოლებს შორის გამართული სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. დაჯილდოების შემდეგ, მინისტრი ახალციხის სპორტულ სკოლას ტაეკვონდოს, ძიუდოს და ფეხბურთის სექციებისათვის სპორტულ ინვენტარს გადასცემს. შეგახსენებთ, რომ სასკოლო ოლიმპიადა სპორტისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით იმართება. მის ფარგლებში სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრებები ახალციხეში 30 მარტს დაიწყო. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია კომპანია „IDS ბორჯომი”. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015-ის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხი” „ინფო 9″ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARBI).
18:00 / 22.04.2015
ახალციხეში "მხიარული სტარტების" შესარჩევი ტური ჩატარდა
სასკოლო ოლიმპიადის, “მხიარულ სტატების” ფიანლისტების ვინაობა  ცნობილია. მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ახალციხის პირველი, მეხუთე,  მუსხისა და ფერსის საჯარო სკოლები იბრძოლებენ. “მხიარული სტარტებში” მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია. თამაშში   მონაწილეობას 2001 – 2004 წლებში დაბადებული მოსწავლეები იღებენ. ფინალური შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება და მასში მოსწავლეებთან ერთად მწვრთნელებიც ჩაერთვებიან.  პირველ ადგილზე გასული გუნდი ანაკლიაში  ეროვნულ ტურნირზე  გაემგზავრება.  რესპუბლიკის მასშტაბით გამარჯვებულები კი   2016 წლის სასკოლო  მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვებიან.
22:31 / 21.04.2015
კალათბურთის ჩემპიონატი სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში
კალათბურთის ტურნირში  გამარჯვებულები ცნობილია. დღეს სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებში ახალციხის პირველობისათვის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლების გუნდებმა იბრძოლეს. თუმცა გამარჯვება წილად მხოლოდ ორ მათგანს ხვდა. სასკოლო ოლიმპიადაში, კალათბურთის ტურნირში გოგონათა გუნდებიდან გამარჯვებული ცნობილია. ანაკლიაში რესპუბლიკის მასშტაბით გამართულ შეჯიბრზე მეორე სკოლის გუნდი გაემგზავრება და პირველობისათვის იბრძოლებს. 
22:28 / 21.04.2015
სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მინი–ფეხბურთში ტურნირი ჩატარდა
2-1 –  ასეთი ანგარიშით დასრულდა სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ტურნირი მინი–ფეხბურთში.   ფინალში ერთმანეთს  პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი პირველი სკოლის გუნდის  გამარჯვებით დასრულდა.
21:53 / 20.04.2015
ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადამ სტარტი აიღო
ახალციხეში, სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა გამოვლენა დაიწყო. დღეს ქალაქის ექვსი საჯარო სკოლა ერთმანეთს პირველობისათვის მაგიდის ჩოგბურთში დაუპირისპირდა.  შეჯიბრი გაიმართა როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში.  ორივე კატეგორაში წარმატება ერთი სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.   ახალციხეში,  სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გოგონებსა და ვაჟებში  მაგიდის ჩოგბურთი გაიმართა. ერთმანეთს პირველობისათვის ქალაქის 6 საჯარო სკოლა დაუპირისპირდა. თუმცა ფინალში ახალციხის მესამე, მეხუთე და კერძო სკოლა მზექას გუნდები გადავიდნენ. დაძაბული თამაშის შემდეგ, გოგონებსა და ვაჟებში გამარჯვებული ერთი სკოლა გამოვლინდა. ორივე კატეგორიაში პირველი ადგილი მეხუთე საჯარო სკოლამ მოიპოვა.  პროექტის ფარგლებში  გამარჯვებული სკოლა ანაკლიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ფინალურ შეჯიბრში მიიღებს. რესპუბლიკის მასშტაბით გამარჯვებულები კი 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე  გაემგზავრებიან, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.
21:51 / 20.04.2015
ახალციხეში ქართული ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა
ახალციხეში ქართული ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ქვეყნის ყველა რეგიონიდან  სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობისთვის 90–მა მონაწილემ  იბრძოლა. ტურნირი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში  4 და 5 აპრილს გაიმართა.
21:09 / 06.04.2015
მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონატებისთვის ახალციხეში ვარჯიშობს
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეშია. 16 ახალგაზრდა ორი მნიშნელოვანი ჩემპიონატისთვის მიხეილ იაძის სახელობის მესხეთის სტადიონზე ვარჯიშობს. ერვნულ ნაკრებში ირიცხება 7 ახალციხელი მძლეოსანიც. თბილისის ოლიმპიური ფესტივალისა და ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეში ემზადება.
20:00 / 03.04.2015
სამცხე–ჯავახეთიდან ფუდსალის ჩემპიონატში მონაწილეობას ოთხი გუნდი მიიღებს
სამცხე–ჯავახეთიდან, ფუდსალის ჩემპიონატში მონაწილეობას  ოთხი გუნდი მიიღებს.  ახალციხის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლები, ახალქალაქის პირველი და ბორჯომის მეექვსე – აღნიშნული სკოლების გუნდები  თბილისში, ეროვნულ ტურნირზე გაემგზავრებიან და ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს. ფინალური შეხვედრები ჯგუფური სისტემით შედგება. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალ წელს ტურნირში  გოგონებიც ჩაერთვებიან. გელა მაისურაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები  ჯანსაღ ცხოვრებას პოპულარიზაციას გაუწევს. შეგახსენებთ, რომ  რეგიონის პირველობა ფუდსალში  21 მარტს ჩატარდა, რომელშიც სამცხე–ჯავახეთიდან მონაწილეობა  24–მა  გუნდმა მიიღო . რეგიონულ ტურნირში გამარჯვება ოთხმა სკოლამ მოიპოვა.
21:21 / 31.03.2015
ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო
ახალციხეში სასკოლო ოლიმპიადა დაიწყო– მასში მონაწილეობას ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12 სკოლა იღებს. ახალგაზრდები ერთმანეთს ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობასა და „მხიარულ სტარტებში“ შეეჯიბრებიან. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ახალციხეში გამარჯვებული სკოლა ანაკლიაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ფინალურ შეჯიბრში მიიღებს. პირველი ადგილის მფლობელი გუნდები კი მონაწილეობას 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღებენ, რომლებიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.
21:34 / 30.03.2015
საქართველოს 11 ქალაქში სასკოლო ოლიმპიადა იწყება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით,  მასშტაბურ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის – თბილისის, ახალციხის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ამბროლაურის სკოლების გუნდები ჩაერთვებიან. გუნდები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში – კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინიფეხბურთსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან. მოეწყობა მხიარული სტარტებიც. 
23:06 / 09.03.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025betivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسمشاهدة بدون تسجيل스마일퀄리티betcool girişholiganbetsahabetsahabetjojobetJojobethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24vaycasinoVbetAjaxbetjojobetcasinofastselçuksportshacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastartemisbet girişpalacebetgobahisligobet girişmarsbahis girişgobahisBets10jojobetjojobetMavibetnakitbahisholiganbet 1179jojobet girişjojobet girişjojobetjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftholiganbetvaycasinovaycasino girişmatbet girişbetebetcasibombetriyalcasibomcasino sitelericasibom girişonwingalabetcasibomcasibom girişjokerbetjokerbetyakabetCasibomCasibomUltrabet girişDinamobet girişVdcasinoSekabet girişMarsbahisbetkolikbahiscasinoyakabetyakabetyakabetpusulabetpusulabetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabetmeritkingultrabet 2026jojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetholiganbettimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetpusulabetbetofficebetoffice영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmagalabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1179bets10zbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibomasdsadasdasdasdasfdasfasfcasibomholiganbet 1179www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginbetebetcasibomjojobetcasibomcasibomjojobetmeritkingcasibom