SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/image-5d428cb9365db9ccb270e064e07ca58484b46e9b147c2e04e4bbcb02b275b461-v.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/m2u04565-mpg_000003121.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/endrik-zilb.png?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/olimpiuri-cecxli.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/05/12c9a41c7e80.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სპორტი
სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელების გადამზადებას იწყებს
სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელების გადამზადებას იწყებს.  ფედერაციის პრეზიდენტი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ტრენინგები სამ  აგვისტოს  დაიწყება და ათი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. გელა მაისურაძის თქმით, მონაწილეებს სემინარების ბოლო დღეს გამოცდა ჩაუტარდებათ და ისინი „ცე“ კატეგორიის სერტიფიკატებს  მიიღებენ.
23:11 / 13.07.2015
როდის დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია?
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი სკამები, მწყობრიდან გამოსული სავარჯიშო ინვენტარი და დაზიანებული მწვანე საფარი–ასე გამოიყურება ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი.  მისი რეაბილიტაცია ევროსტანდარტების შესაბამისად  უნდა განხორციელდეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
22:54 / 13.07.2015
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გოგონათა  გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადება. ტურნირი აგვისტოს თვეში ზესტაფონში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით 16  გუნდი მიიღებს. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პერზიდენტის თქმით, გოგონები  ყოველდღიურად ვარჯიშობენ და  შესაბამის მომზადებას გადიან. გელა მაისურაძე იმედოვნებს,  რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამარჯვებას მოიპოვებენ. ახალციხელი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა სკოლბურთის გათამაშება, რომელიც კვარიათში ჩატარდა. მასში 230 გუნდი იყო ჩართული. ნათია ნადირაძე საქართველოს საუკეთესო მეკარედ,  ანი კვახაჯელიძე კი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ორივე მათგანი სამომავლოდ,  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაირიცხება.
14:55 / 10.07.2015
ახალციხელი მოსწავლეები ანაკლიის “მომავლის ბანაკში” გაემგზავრნენ
ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ანაკლიაში გაემგზავრნენ. „მომავლის ბანაკში“  ის ახალგაზრდები  წავიდნენ, რომლებმაც სასკოლო ოლიმპიადაში  მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ახალციხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახურის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, ანაკლიის ბანაკში  ქალაქის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. გელა ძამუნაშვილის  თქმით, ისინი მონაწილეობას, სხვადასხვა  სპორტული სახეობის ფინალურ ტურნირში მიიღებენ. გამარჯვებულები კი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან. 21 ახალციხელი  მოსწავლე ანაკლიის მომავლის ბანაკში 14 ივლისამდე დარჩება.
19:26 / 05.07.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში აწყურმა მოიპოვა
მუნიციპალიტეტის პირველობისთვის  ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. აწყურის სტადიონზე ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა.  ერთმანეთს წნისისა და აწყურის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშის ძირითადი დრო,  ფრედ 0:0  დასრულდა, რის გამოც პენალტების სერია დაინიშნა. საბოლოოდ, ანგარიშით 7:6,  მუნიციპალიტეტის პირველობა  აწყურმა მოიპოვა. ტურნირში მონაწილე გუნდებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პირადი შემოსავლიდან ფულადი თანხა 100 ლარის, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილოსნებს 60 და 50 ლარის ოდენობით გადასცა. 
22:42 / 03.07.2015
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები ჭიდაობით გაიხსნა
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები ჭიდაობით გაიხსნა
ახალციხის ციხეზე, ახალციხელობასთან დაკავშირებული  სპორტული ღონისძიებები, ქართული ჭიდაობით გაიხსნა. პარალელურად მიმდინარეობს ტური ჭადრაკსა და ნარდში. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების  გამოფენა-გაყიდვა. იხილეთ ფოტო-მასალა:                                   
15:37 / 30.06.2015
ახალციხეში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ
ახალციხეში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ
შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წმინდანის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი და  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აღასრულებენ. პარალელურად, სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ქალაქში სპორტული აქტივობებით დაიწყო. ახალციხის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის ფეხბურთი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდა მიიღო. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ახალციხის ციხეზე დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. ქუჩის ფეხბურთის გარდა, ქალაქში მოეწყო გარბენიც. მასში მონაწილეობა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო. ვაჟებს შორის გამარჯვება მინდია ენდელაძემ მოიპოვა, ხოლო გოგონებს შორის მოცემული დისტანცია, ყველაზე სწრაფად, მართა ჯვარიძემ გაირბინა. დანარჩენი სპორტული და კულტურული აქტივობა ახალციხის ციხეზე გაიმართება. დღესვე, დაჯილდოვდებიან “საპატიო ახალციხელებიც”. ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაა. სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდება.
12:54 / 30.06.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ერთმანეთს აწყურისა და ურავლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თემის სოფლებიდან, ტურნირში მონაწილეობას  8 გუნდი იღებს. მოთამაშეთა ასაკი 16 წლიდან ზევით არის განსაზღვრული.
17:52 / 29.06.2015
ახალციხეში ველორბოლის ტურნირი მოეწყო
დღეს ახალციხეში ველორბოლის ტურნირი მოეწყო. ერთმანეთს პირველობისათვის ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან დაუპირისპირდნენ. ღონისძიებას ორგანიზება, ადგილობივი თვითმმრთველობის კულტურის სამსახურმა გაუწია. საპრიზო ადგილებზე გასულებს, სიმბოლურად მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ღონისძიება გეგმიური იყო და  ახალგაზრდების მოთხოვნით ჩატარდა. მონაწილეების თქმით, მსგავის სახის აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ხელს შეუწყობს და მოზარდებს წაახალისებს.
23:14 / 25.06.2015
ახალციხელმა მძლეოსნებმა, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, მეორე ადგილი დაიკავეს
ახალციხელი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე. ბაქოში სამცხე–ჯავახეთიდან  ოთხი მძლეოსანი გაემგზავრა. მათ მონაწილეობა გარბენში მიიღეს. საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებმა მე–8 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ახალციხელი სპორტსმენების ასპარეზობა, მწვრთნელმა წარმატებულად შეაფასა. ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, ინდივიდუალური მაჩვენებლების მიხედვით, მესხი სპორტსმენების გამოსვლა მაღალი ქულებით შეფასდა, მე–8 ადგილი კი გუნდის რამდენიმე წევრის წარუმატებელმა ასპარეზობამ განაპირობა. ევროპის ოლიმპიურ თამაშებს აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს.
23:05 / 25.06.2015
ახალციხელი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე
ახალციხელი სპორტსმენები ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე
ბაქოში პირველ ოლიმპიურ თამაშებზე სამცხე–ჯავახეთიდან  4 მძლეოსანი გაემგზავრა, რომლებმაც მონაწილეობა გარბენში მიიღეს. საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებმა მე–8 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ახალციხელი სპორტსმენების ასპარეზობა მწვრთნელმა წარმატებულად შეაფასა. ზიგმუნდ ზილბერშტეინის განმარტებით, ინდივიდუალური მაჩვენებლების მიხედვით, მესხი სპორტსმენების გამოსვლა მაღალი ქულებით შეფასდა, მე–8 ადგილი კი გუდის რამდენიმე წევრის წარუმატებელმა ასპარეზობამ განაპირობა. ევროპის ოლიმპიურ თამაშებს აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს. საქართველოდან 104 ათლეტი იღებდა მონაწილეობას, ისინი სპორტის 13 სახეობაში ასპარეზობდნენ.
14:15 / 25.06.2015
ბორჯომში ოლიმპიურ ცეცხლს, საზეიმო ღონისძიებების გარეშე დახვდებიან
ბორჯომში ოლიმპიურ ცეცხლს, საზეიმო ღონისძიებების გარეშე დახვდებიან
დღეს,16 ივნისს, 18:00 საათზე, ბორჯომი ოლიმპიურ ცეცხლს უმასპინძლებს. ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს, მოსახლეობა ჩარხისწყლის ხიდთან დახვდება. მოეწყობა მსვლელობა, რომელიც ბორჯომის №1 საჯარო სკოლასთან დასრულდება. ესტაფეტაში მონაწილეობას 6 მეჩირაღდნე მიიღებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, თბილისში, 13 ივნისს, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ოლიმპიური ცეცხლის დახვედრასთან დაკავშირებული ღონისძიებები აღარ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი, პირველად ბათუმში, 26 მაისს შემოვიდა. ოლიმპიური თამაშების სიმბოლო, 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის. მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3 800 მონაწილე ესტუმრება.
15:31 / 16.06.2015
ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა
ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა. მასში მონაწილეობა სამცხე–ჯაავხეთის 7–ვე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს. საბოლოოდ შერჩეული  24 გუნდი ერთმანეთს 2 ასაკობრივ ჯგუფში დაუპირისპირდა. 2001 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის პირველობა სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ადიგენის ,,ზარზმა, ხოლო მესამეზე ნინოწმინდის ,,ფარვანა“ გავიდა.
18:14 / 08.06.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტში კოკა-კოლას თასის გათამაშება დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მინი ფეხბურთში კოკა–კოლას თასის გათამაშება დასრულდა. ცხრა აპრილის სტადიონზე, ერთმანეთს გოგონათა და ვაჟთა გუნდები შეხვდნენ. ორივე სქესის წარმომადგენლებში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს. ტურნირში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,24–მა გუნდმა  მიიღო. აქედან, 8 გოგონათა და 16 ვაჟთა გუნდი იყო.
22:14 / 04.06.2015
უდეში აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდის სახელობის ტურნირი გაიმართა
სოფელ  უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. მინის ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  საჯარო სკოლის გუნდი დაუპირისპირდა. უკვე მესამედ, ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ პირველ საჯარო სკოლას ხვდა წილად.  
17:25 / 04.06.2015
ახალციხელი რაგბისტები ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ
ახალციხეში სასპორტო სკოლასთან არსებული რაგბის გუნდი პრობლემებზე საუბრობს. მწვრთნელების თქმით „ტაოს“ პოტენციალი აქვს, თუმცა ფინანსური  სიმცირის გამო, გუნდის განვითარება ვერ  ხდება. ახალციხელი სპორტსმენები   მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე კვირაში სამჯერ იკრიბებიან. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – ეს რაგბის სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯგუფი გასულ წელს  უსახსრობის გამო დაიშალა, სპორტისთვის თავის დანებება  უჭირთ და ფორმაში ყოფნის მიზნით, კვირაში სამჯერ მაინც ვარჯიშობენ.
22:53 / 01.06.2015
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 31 მაისამდე დარჩება
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 29 მაისს ათი საათისათვის შემოვიდა, სიმბოლური ესტაფეტით იგი მეჩირაღდნეებმა  ახალციხის ციხემდე აიტანეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე, საზეიმო ვითარებაში  ცეცხლი, ქალაქის მერმა   ქონგურზე აიტანა და  აანთო. ღონიძიებას მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანიც  დაესწრო და ადგილობრივებს სამცხე–ჯავახეთში ცეცხლის შემოსვლა მიულოცა. სამცხე–ჯავახეთში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა, გალა კონცერტით აღინიშნა. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, სპეციალურად დამონჯაჟებულ სცენაზე ერთმანეთს ქართული ესტრადის ვარსკვალავები ენაცვლებოდნენ. ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ნინო ჩხეიძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, ტაკო გაჩეჩილაცემ და სხვა მომღერლებმა ყველასათვის ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.  კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.
17:49 / 30.05.2015
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 20:00 საათზე შემოვა
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 20:00 საათზე შემოვა
ოლიმპიური ცეცხლის ახალციხეში შემოტანისათვის მზადება დაწყებულია.კომიტეტის წევრთა ნაწილი უკვე ქალაქში იმყოფება. მზად არის სპორტული ტანისამოსი მეჩირაღდნეებისათვის. ოლიმპიური ცეცხლი ხვალ, 29 მაისს, ხულოდან ადიგენის მუნიციპალიტეტში შემოვა. 20:00 საათზე რაბათის ხიდის მიდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მასშტაბით, ცეცხლთან ერთად მორბენი გაიმართება. 21:00 საათზე ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, სპეციალური ღონისძიება იგეგმება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლბში,  ათენიდან საქართველოში შემოტანილი ცეცხლი, ახალციხისა და ადიგენის გარდა, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებსაც მოივლის. ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს საქართველოში, კერძოდ ბათუმში შემოვიდა და პირველ აგვისტომდე დარჩება.
21:48 / 28.05.2015
ახალციხეში ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად ემზადებიან
ახალციხე  ოლიმპიური ცეცხლის მისაღებად ემზადება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლბში,  ათენიდან საქართველოში შემოტანილი ცეცხლი სამცხე-ჯავახეთში 29 მაისს ჩამოვა.
19:52 / 27.05.2015
ქალთა შორის ფრენბურთში გამარჯვება ახალციხის მერიის გუნდმა მოიპოვა
ახალციხეში ქალთა შორის  ფრენბურთის ტურნირში ფინალური შეხვედრა ჩატარდა. ბოლო თამაში მერიისა და მე–3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის შედგა, სადაც გამარჯვება მერიის  გუნდმა, ანგარიშით 2:0 მოიპოვა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების, ასევე მერიისა და  გუბერნიის გუნდებმა მიიღეს.
21:24 / 25.05.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터Anadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planımatadorjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비https://vozolturkiyedistributoru.com/배트맨티비jojobetالجنسmatadorbet스마일퀄리티betcool girişholiganbetsahabetmatadorbetpusulabethuqqabetvaycasinoVbetbetcijojobetcasinofastselçuksportshacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetmatbetStreameastpusulabetnerobetgobahissetrabetmarsbahis girişgobahisBets10holiganbetpusulabetMavibetnakitbahisholiganbetjojobet girişjojobet girişjojobet girişjojobetgrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftkavbetkavbet girişholiganbetmatadorbet girişpalacebetcasibommaksibetcasibomteknoloji haberlericasibom girişPorno İzlegalabetcasibomcasibom girişjokerbetjokerbetyakabetCasibombetpuanmatbet girişdinamobetvdcasinoSekabet girişmarsbahisbetkolikbets10yakabetyakabetyakabetmatbetmatbetkavbetkralbet girişmavibetmavibetmavibetbetnano girişcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabetcasibomstarzbet girişjojobetelexbetelexbetStreameastfixbetsonbahistimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetholiganbethiltonbethiltonbet영문주소casibomสล็อตBetigma girişbetparkBetigmagalabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbetcasibomzbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftpusulabetgrandpashabetcasibomcasibomasdsadasdasdasdasfdasfasfbahiscasinoholiganbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginpalacebetcasibompusulabetcasibomcasibomcasibomcasinolevantjojobetvdcasinoSahabet girişumzugsfirma wienmatbet