SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/01/image.jpeg?w=280" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სპორტი
ვალის  გუნდი საქართველოს ფრენბურთის ჩემპიონატზე იასპარეზებს
ვალის გუნდი საქართველოს ფრენბურთის ჩემპიონატზე იასპარეზებს
ფრენბურთის ტურნირში სამცხე-ჯავახეთის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეგიონული ჩემპიონატის ფინალში ვალისა და ბორჯომის გუნდებმა იასპარეზეს. გამარჯვება ვალის გუნდმა მოიპოვა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელით საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებს. მანამდე კი გამარჯვებული გუნდის ახალგაზრდები 20 დღის განმავლობაში ანაკლიაში დაისვენებენ. ფრენბურთის ტურნირში მონაწილეობა ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გუნდებმა მიიღეს. ტურნირი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში სპორტისა და განათლების სამინისტროების ეგიდით მოეწყო. სპორტული ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.
21:59 / 18.04.2016
სამი ბრინჯაო – საერთაშორისო ჩემპიონატის შედეგები ახალციხელი კარატისტებისთვის
სამი ბრინჯაო – საერთაშორისო ჩემპიონატის შედეგები ახალციხელი კარატისტებისთვის
ახალციხელი კარატისტები საერთაშორისო ჩემპიონატიდან სამი საპრიზო ადგილით დაბრუნდნენ. შიტორიუ კარატე დოს ახალციხის სკოლის “საფარის” სპორტსმენებმა ტურნირზე, სახელწოდებით “Open Tbilisi” სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მთავარი ხელმძღვანელის მამუკა ზუმბაძის თქმით, ჩემპიონატზე უძლიერესმა სპორტსმენებმა იასპარეზეს. ტურნირი სახელწოდებით “Open Tbilisi” 17 აპრილს თბილისში გაიმართა. მასში მსოფლიოს მასშტაბით, ათამდე ქვეყანა მონაწილეობდა. ახალციხიდან ჩემპიონატზე იასპარეზეს როგორც გამოცდილმა , ასევე დამწყებმა სპორტსმენებმაც. სამომავლოდ, შიტორიუ კარატე დოს ახალციხის სკოლის კარატისტები ბათუმში საერთაშორისო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელიც  19, 20 და 21 მაისს გაიმართება. თიკო კურტანიძე
11:41 / 18.04.2016
ახალციხელი კარატისტები საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ახალციხელი კარატისტები ტურნირისთვის ემზადებიან. შიტორიუ კარატე დოს სკოლის „საფარის“ სპორტსმენები საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები კარატისტებიც. „Open Tbilisi“ 17 აპრილს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. ტურნირში მსოფლიოს მასშტაბით ათამდე ქვეყანა ჩაერთვება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 5 000 ლარია. ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზდგინიძე, რამაზ ალავიძე
16:28 / 16.04.2016
ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდი „მხიარული სტარტების“ ფინალში იასპარეზებს
ახალციხის სასპორტო სკოლაში „მხიარული სტარტების ფინალი“ გაიმართა. მასში მონაწილეობა  ოთხი სკოლის გუნდმა მიიღო. პირველი ადგილისთვის მუსხის, ვალის, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლისა და „მზექას“ გუნდებმა იბრძოლეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველობა 37 ქულით ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე – მუსხის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილს „მზექას“ სკოლა დასჯერდა. გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს შესაბამისი კატეგორიის მედლები და სიგელები გადაეცათ. პირველადგილოსანი სკოლის გუნდმა კი „მხიარული სტარტების“ თასიც მიიღო.
17:50 / 10.04.2016
ახალციხეში მხიარული სტარტების შესარჩევი ტური ჩატარდა
ახალციხეში ,,მხიარული სტარტების“ შესარჩევი ტური ჩატარდა. მასში მონაწილეობა თემის შვიდმა, ხოლო ქალაქის ოთხმა სკოლამ მიიღო.  თითოეული გუნდი 12 მოსწავლით იყო დაკომლექტებული, რომლის შემადგენლობაშიც 11–დან 15–წლამდე ასაკის გოგონები და  ვაჟები შედიოდნენ. ,,მხიარული სტარტების“ კოორდინატორის მამუკა გონაშვილის თქმით, შესარჩევი ტურიდან ქულების მიხედვით 4 გუნდი შეირჩევა, რომლებიც 10 აპრილს ფინალურ შეხვედრაზე პირველობისთვის იასპარეზებს.
21:44 / 08.04.2016
ახალციხის ღია პირველობაზე მძლეოსნობაში 24 პრიზიორი გამოვლინდა
დღეს, პირველ აპრილს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. ტურნირში მონაწილეობა 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭემა მიიღეს, რომლებიც 4 ასაკობრივ ჯგუფად იყვნენ წარმოდგენილნი.
00:29 / 02.04.2016
1 აპრილს, მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა გაიმართება
ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ აპრილს, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ახალგაზრდები კროსში, ახალციხის ღია პირველობისთვის იასპარეზებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქის მძლეოსნობის კლუბის წევრები მიიღებენ.
21:36 / 31.03.2016
შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს ღია ჩემპიონატში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოს ღია ჩემპიონატში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 27 მარტს თბილისში, სპორტულ კლუბ „შატილის“ დარბაზში გამართულ, ძალისმიერ წოლჭიმში საქართველოს ღია ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შსს-ს სახელით, ტურნირში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის მაიორი ლევან გილიგაშვილი. შსს–ს ინფორმაციით, კობა კობახიძემ 120 კგ წონით კატეგორიაში, ვეტერანების ჯგუფში იასპარეზა, 145 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რითაც თავის ჯგუფში რეკორდი დაამყარა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლევან გილიგაშვილმა, 83 კგ წონით კატეგორიაში, 200 კილოგრამიანი შტანგის აწევა შეძლო და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა. თეიმურაზ კალანდაძემ კი 74 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, 135 კილოგრამიანი შტანგა ასწია, მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. საქართველოს ღია ჩემპიონატი ძალისმიერ წოლჭიმში პროფესიონალ სპორტსმენებს შორის ყოველწლიურად იმართება
23:17 / 28.03.2016
ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა
ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. ძველი და ახალი წევრებისათვის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ დროისათვის გუნდში  50–მდე გოგონა ირიცხება.  სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, ამიტომ  მათ გუნდში ეტაპობრივად დაიმატებენ. გელა მაისურაძის თქმით, ფეხბურთელები აქტიურ ვარჯიშს უკვე შეუდგნენ და მალე ჩემპიონატებშიც ჩაერთვებიან. 
21:27 / 26.03.2016
ბორჯომი ჯომარდობის ევრო–თაისის გათამაშებას უმასპინძლებს
ბორჯომი ჯომარდობის ევრო–თაისის გათამაშებას უმასპინძლებს
2016 წლის მსოფლიო საჯომარდო კალენდარში  ევრო–თასის გათამაშების თარიღი და ადგილი ჩაინიშნა. ჩემპიონატი საქართველოში, კერძოდ კი ბორჯომის ხეობაში,  25–29 მაისს გაიმართება. ტურნირი მდინარე მტკვარზე, ქალებსა და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში, მსოფლიო ფედერაციის საყოველთაოდ მიღებული წესებისა და ინსტრუქციის მიხედვით ჩატარდება. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის უკვე 12 ქვეყანაა დარეგისტრირებული. ევრო–თასის გათამაშებისთვის გათვალისწინებულია ფულადი საპრიზო ფონდი. ღონისძიებას მხარს უჭერენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზროდობის საქმეთა სამინისტრო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 
22:36 / 24.03.2016
19-20 მარტს "ბაკურიანობა" 2016 გაიმართება
19-20 მარტს "ბაკურიანობა" 2016 გაიმართება
19-20 მარტს “ბაკურიანობა” 2016 გაიმართება. მას ორგანიზებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი გაუწევს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. 19 მარტს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი, სადაც  გიგანტური სლალომი მოეწყობა. სლალომის დამთავრებისთანავე ჩატარდება შეჯიბრება სნოუბორდისტებს შორის. 20 მარტს გაიმართება შემდეგი სპორტული ღონისძიებები: 11:00 სთ-თხილამურებით სირბილი ( ე.წ “ოცდახუთიანების ტრასა”); 12:00სთ -ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა (ტრამპლინი, “ოცდახუთიანების” მიმდებარედ); 14:00 სთ- კვადროციკლებით შეჯიბრი (“ოცდახუთიანების” მიმდებარედ); 15:00სთ – ცხენებით ჯირითი (“ოცდახუთიანების” მიმდებარედ) დაჯილდოვების ცერემონია 17:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. დღესასწაული გალაკონცერტით დაიხურება, რომელიც ასევე ცენტრალურ მოედანზე,  18:00 საათზე დაიწყება. 
13:07 / 18.03.2016
ახალციხელ კარატისტებს საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაუტარდათ
შიტორიუ კარატე დოს ახალციხელი სპორტსმენები ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. აპრილის თვეში ესპანეთში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ახალციხელი კარატისტებიც არიან მიწვეულნი. გარდა ამისა, სპორტსმენები ახლო მომავალში სკოლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებენ, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.   ჩემპიონატებისთვის მზადების პარალელურად, ახალციხეში გამოცდა–სემინარები ჩატარდა.  სპორტსმენების შესაძლებლობები შიტოკაი კარატე დოს ასოციაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
15:41 / 06.03.2016
არლელმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
არლელმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
კიევის საერთაშორისო ტურნირზე მესხმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გოგა აფრიამაშვილმა  71 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით იასპარეზა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8-0 დაამარცხა, ნახევარფინალში,  თანაგუნდელ გიორგი ჯავახიას  ანგარიშით 3-2 მოუგო. გოგა აფრიამაშვილი ადიგენიდან, სოფელ არლიდან არის. 2005 წლიდან იგი ეროვნულ ნაკრებში  ჭიდაობს. კიევის საერთაშორისო ტურნირზე სპორტსმენი ეროვნული ფედერაციის სახელით იმყოფებოდა. 13 თებერვალს,  კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით, ხალიჩაზე 5 მოჭიდავე გავიდა, აქედან ოთხმა მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლები მფლობელები  გოგა აფრიამაშვილმა (71) და ვასილ იმერლიშვილმა (98),  ბრინჯაოს მედლების კი გიორგი ჯავახია (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გახდნენ. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა 20–მა ქვეყანამ მიიღო.
14:29 / 14.02.2016
ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირი სნოუბორდში
ბაკურიანმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 70–მდე წამყვანმა სპორტსმენმა მიიღო. მესტიიდან, გუდაურიდან, თბილისიდან და ბაკურიანიდან ჩამოსული სნოუბორდისტები, ბიჭების ორ და გოგონების ერთ ასაკობრივ გუნდში გადანაწილდნენ. ორგანიზატორების თქმით, ნუგზარ დიაკონაშვილის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად გაიმართება.
15:02 / 05.02.2016
ახალციხელმა სპორტსმენებმა, ევროპის ჩემპიონატზე, ექვსი ოქრო მოიპოვეს
ახალციხელმა სპორტსმენებმა, ევროპის ჩემპიონატზე, ექვსი ოქრო მოიპოვეს
  ახალციხელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ოქროს მედალი მოიპოვეს. ,,ბრძოლა წესების გარეშე”, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს, თბილისში „დეკადის“ დარბაზში გაიმართა. ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენებს, 16 იანვარს, მერი გიორგი კოპაძე  შეხვდა და წარმატება მიულოცა. „ ვამაყობ, რომ ახალციხელმა სპორტსმენებმა ესეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ჩვენი ქალაქი ასახელეს“– აღნიშნა ქალაქის პირველმა პირმა. სპორტსმენების წარმატება მოულოდნელი იყო უნივერსალური ორთაბრძოლების კლუბ მე-13 ლეგიონის პრეზიდენტისათვის. „გახარებულები დავბრუნდით, არავინ არ ელოდა , რომ ახალციხელი სპორტსმენები ესეთ წარმატებას მიაღწევდნენ. ყველა ჩემს მეგობარს სპორტულ კარიერაში წარმატებას ვუსურვებ“– განაცხადა მიხეილ მესხმა. კიდევ ერთი წარმატება, აღნიშნული გუნდის წევრმა გიორგი აკოშვილმა ქალაქ კიევში გამართულ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონულ ტურნირში, ხელჩართულ ორთაბრძოლაში მოიპოვა და მეორე ადგილის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
19:10 / 15.01.2016
რევაზ ლაშხი საქართველოს ჩემპიონი გახდა
რევაზ ლაშხი საქართველოს ჩემპიონი გახდა
რევაზ ლაშხი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი 59კგ წონით კატეგორიაში გახდა. მან მოწინააღმდეგე დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. რევაზ ლაშხს გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა ირაკლი შავაძესთან (აჭარა) მოუწია. საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდა. რევაზ ლაშხი წარმოშობით ბორჯომიდანაა. ის 2011 წლის ევროპის ჩემპიონია. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვერცხლის მედალი მოიპოვა. რევაზ ლაშხი ჭაბუკთა შორის ევროპისა (2004) და მსოფლიოს (2005) ვერცხლის პრიზიორია.   წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი”
01:55 / 12.01.2016
სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში დაკრძალეს
ბაკურიანში გარდაცვლილი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დღეს, 10 იანვარს  დაკრძალეს. სპორტსმენის დაკრძალვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების წარმომადგენლები და სნოუბორდის ფედერაციის პირველი პირები დაესწრნენ. სნოუბორდოსტები ჩამოვიდნენ ყაზბეგიდან და გუდაურიდან და სპორტსმენი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
18:27 / 10.01.2016
რას ჰყვებიან მეგობრები ბაკურიანში გარდაცვლილ სნოუბორდისტზე?
ბაკურიანში ახალგაზრდა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. იგი ვარჯიშის დროს ზვავმა მოიყოლა. შემთხვევა 5 იანვარს დღის პირველ საათზე მოხდა,  როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს,  სპორტსმენი ვარჯიშისას „ტატრაპუმის წვერიდან“, გაუკვალავ თოვლში „დიდველზე“ გადადიოდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა. ლევან მშვილდაძის თქმით, მაშველები ნუგზარ დიაკონაშვილს სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება 2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
18:46 / 07.01.2016
ბაკურიანში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა
ბაკურიანში, სამთო–სათხილამურო სპორტში, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. შეჯიბრში მონაწილეობა გოგონებმა და ვაჟებმა სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან მიიღეს. ჩემპიონატში სპორტსმენები ჩაერთვნენ, როგორც ბაკურიანიდან,  ასევე, გუდაურიდან, თბილისიდან, მესტიიდან და აჭარის რეგიონიდან. გამარჯვებულები სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ სამთო სათხილამურო ფედერაციისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.
00:18 / 29.12.2015
ახალციხის მერიამ, ვეტერან სპორტსმენებს, მადლობის სიგელები და 500 ლარი გადასცა
ახალციხეში მცხოვრებ, 14 ვეტერან სპორტსმენს, ახალციხის მერმა დღეს უმასპინძლა. გიორგი კოპაძემ, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ამ სფეროს პოპულარიზაციაში დახმარებას დაპირდა. ქალაქის მერმა, სპორტსმენებს, წინასაახალწლოდ 500 ლარი და მადლობის სიგელები გადასცა. გიორგი კოპაძემ, ვეტერანი სპორტსმენების ნაწილისგან, არჩევნებში მხარდაჭერის პირობა მიიღო.
17:52 / 24.12.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
რეგიონი
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025betivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسمشاهدة بدون تسجيل스마일퀄리티betcool girişholiganbetsahabetsahabetjojobetJojobethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24vaycasinoVbetAjaxbetjojobetcasinofastselçuksportshacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastartemisbet girişpalacebetgobahisligobet girişmarsbahis girişgobahisBets10jojobetjojobetMavibetnakitbahisholiganbet 1179jojobet girişjojobet girişjojobetjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftholiganbetvaycasinovaycasino girişmatbet girişbetebetcasibombetriyalcasibomcasino sitelericasibom girişonwingalabetcasibomcasibom girişjokerbetjokerbetyakabetCasibomCasibomUltrabet girişDinamobet girişVdcasinoSekabet girişMarsbahisbetkolikbahiscasinoyakabetyakabetyakabetpusulabetpusulabetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişholiganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortgorabetmeritkingultrabet 2026jojobetmilanobetmilanobetStreameastfixbetholiganbettimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetpusulabetbetofficebetoffice영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmagalabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1179bets10zbahisStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibomasdsadasdasdasdasfdasfasfcasibomholiganbet 1179www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginbetebetcasibomjojobetcasibomcasibomjojobetmeritkingcasibom