SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2016/03/12819429_996683507073559_4891123348417252521_o.jpg?w=680" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სოფლის მეურნეობა
ახალციხის თემში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
საგაზაფხულო სამუშაოები და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა – ახალციხის მუნიციპალიტეტში მიწის დამუშავება დაიწყო. ფერმერები ამბობენ, რომ გაზაფხულზე ტექნიკა საკმარისია, რადგან სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  მიწის ნაკვეთები შემოდგომით დაამუშავა.
01:09 / 17.03.2016
სოფელ რუსთავში ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა რიცხვი იზრდება
სოფელ რუსთავში ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა რიცხვი იზრდება. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით, ათი წელია, რაც დაავადებამ საქონელში თავი იჩინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბრუცელოზის პირუტყვიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები.  მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. 35 წლის ემზარ პაქსაძეს, ბრუცელოზის ქრონიკული ფორმა აქვს. ახალგაზრდა მამაკაცს, დედაქალაქში მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ელის. საშიშ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლა, მას მთელი ცხოვრება მოუწევს.
19:05 / 15.03.2016
ოთარ დანელიამ ახალციხეში სეს–ის რეგიონული სამმართველო და ლაბორატორია მოინახულა
ოთარ დანელიამ ახალციხეში სეს–ის რეგიონული სამმართველო და ლაბორატორია მოინახულა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მოინახულა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა (აქედან 3 მაღალი გამავლობის) და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით (ვაქცინებისა და პათმასალის გადასატანად). რაც შეეხება ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას, დაწესებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე ინტენსიურად მუშაობს; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა. 2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. ამავე წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული.  
12:55 / 13.03.2016
ოთარ დანელიამ კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოინახულა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილესთან, მხარის გუბერნატორთან და  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში, შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებულ მეფრინველეობის ფერმაში წარმოების პროცესს გაეცნო. „შპს მესხეთის მეფრინველეობა“ ახალციხეში, სოფელ კლდეში ფუნქციონირებს. სახელმწიფო ხელშეწყობით დაფინანსებულ ფერმაში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
12:37 / 12.03.2016
სარო – მესხეთის უძველესი სოფელი ტურისტების მოლოდინში
სოფელი სარო სამცხისა და ჯავახეთის გასაყარზე მდებარეობს და უძველეს მატერიალურ თუ არამატერიალურ მემკვიდრეობას, დღემდე ინახავს. მიუხედავად ამისა, ტურისტები მას იშვიათად სტუმრობენ. სპეციალისტთა ნაწილი, ამის მიზეზად, იმას ასახელებს, რომ სამცხე–ჯავახეთის ტურისტულ მარშრუტებში, სარო შეტანილი არ არის. სხვა შემთხვევაში, ეგვიპტის პირამიდების პერიოდში აგებული ეს ციკლოპური ნაგებობები ყველა უცხოელი თუ ადგილობრივი დამთვალიერებლისთვის საინტერესო და ეგზოტიკური უნდა იყოს. ეს ნაგებობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე–მეორე ათასწლეულით თარიღდება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვები  მშრალად დაწყობილია და ერთმანეთთან სხვა მასალა არ აკავშირებთ. საროს კიდევ ერთი  მემკვიდრეობა, მესხური დარბაზებია. სოფელში ყველაზე კარგად ასპანიძეების საგვარეულო ოდაა შემორჩენილი. სპეციფიურად დახურული ჭერით, მიდგმული მესხური ფურნითა და ბუხრით იგი 150 წელს ითვლის. 
12:13 / 11.03.2016
"ფერმერის საათი" – ცხოველთა კვებისა და მოვლის პირობები მესხეთში

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისა და მოვლის პირობები, მის გაუმჯობესების გზები

10:51 / 10.03.2016
ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები პოლონეთიდან სოფელ რუსთავში
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებმა ვაჟა ძირკვაძემ პოლონეთიდან ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები ჩამოიყვანა.  ერთი სული შინაური ცხოველი ფერმერს 6 000 ლარი დაუჯდა.  მაღალი ხარჯების მიუხედავად, ფერმერი დარწმუნებულია, რომ ოთხი სული ძროხა დანახარჯს მოკლე დროში აუნაზღაურებს.
00:09 / 10.03.2016
მსხვილფეხა პირუტყვის კვებისა და მოვლის პირობები მესხეთში
ზამთრის პერიოდში, ტემპერატურის კლებასთან ერთად, სოფლის მოსახლეობას შინაური პირუტყვი ბაგურ კვებაზე გადაჰყავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთარში პირუტყვისათვის თივის გარდა დამატებით საკვების მიცემა უჭირთ, რაც საქონლის წველადობაზე აისახება. ვეტერინარებს კი ამასთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციები აქვთ. სოფელ მუსხის მკვიდრის ლიდა ოქრომელიძის ყოველი დილა საქონლის  სადგომში შესვლითა და პირუტყვზე ზრუნვით იწყება. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ცივა და მინდორში საკვები ბალახი არ არის, მათ მსხვილფეხა ცხოველი ბაგურ კვებაზე ჰყავთ. ოქრომელიძეები სახლის პირობებში საქონელს მხოლოდ თივას უყრიან, იმის გამო რომ ოჯახს ფინანსური რესურსი არ აქვს, პირუტყვს სხვა დამატებით საკვებს ვერ აძლევს, რაც დაბალი წველადობის მიზეზი ხდება.
23:58 / 09.03.2016
სოფლის მეურნეობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ ახალციხეში სემინარი გაიმართა
„გენდერული თანასწორობა და ქალთა მონაწილეობა სოფლის მეურნებაში“– თემაზე ახალციხეში სემინარი გაიმართა. აგრარული კუთხით მომუშვე ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალებს საკუთარი როლის, ჩართულობისა და აქტიურობის შესახებ გენდერის ექსპერტი ესაუბრა. შეხვედრა რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგებლში გახორციელდა. მისი მიზანია  ქვეყნის ორ რეგიონში, სამცხე–ჯაავხეთსა და ქვემო ქართლში  სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყოს. პროგრამა ორი ძირითადი მიმართულებით მეკარტოფილეობისა და მერძევე/მესაქონლეობის კუთხით ფუნქციონირებს. ამ დარგებში  ახალი ტექნოლოგიების შემოტანისა და დანერგვისათვის  რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა ტრენინგებს მომავალშიც გეგმავს. ქალების სოფლის მეურნეობაში ჩართვისა და გენდერული თანასწორობის შესახებ სემინარი ახალციხის შემდეგ ადიგენში გაიმართა.
18:37 / 25.02.2016
მესხ მეფუტკრეებს სკები გადაეცათ
მესხ  მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკები გადაეცათ. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წევრებმა დღეს სამი ტიპის: ფინური წარმოების პოლესტიროლის, დადანისა და რუტისა 10 ჩარჩოანი სკები თანადაფინანსებით მიიღეს. ფერმერთა ხელშეწყობის ინიციატივა  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამით ხორციელდება. მის ფარგლებში  სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 21–მა კოოპერატივმა 1800–მდე სკა  30%–ის ღირებულებით მიიღო. ამ ეტაპზე, ფერმერებს 120 ლარად შეფასებული სკები 36 ლარად გადაეცათ. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ მეფუტკრეებს კვლავ შეუძლიათ. ახალ ეტაპზე განაცხადების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სკებთან ერთად კოოპერატივებს  შესაძლერბლობა აქვთ განაცხადი თაფლის საწურ დანადგარებსა და  2 200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახ ავზებზე  გააკეთონ.
18:57 / 19.02.2016
ბიზნეს იდეების დაფინანსების შესახებ მეწარმეებმა ინფორმაცია მიიღეს
,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“  მეორე რაუნდში  ჩართვის მსურველთათვის, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად ფინსანსური მხარდაჭერა სჭირდებათ, პროგრამაში ჩართვის გზები, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს. მათი  თქმით, პროგრამაში მონაწილეობის თვალსაზრისით, სამცხე–ჯავახეთი ერთ–ერთი აქტიური რეგიონია. ქვეყნის მასშტაბით, პირველ რაუნდში დაფინანსებული 1620 ბენეფიციარიდან 260 განაცხადი სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლიდან დაფიქსირდა. ორგანიზატორები მეწარმეთა აქტიურობას მეორე რაუნდშიც ელიან. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მეწარმეებმა განაცხადი 15 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით უნდა გააკეთონ. ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა“, სახელმწიფო პროექტის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. იგი სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს.
16:56 / 19.02.2016
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
2016 წლის 15 თებერვლიდან, საქართველოს ყველა რეგიონში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, იდეის განსახორციელებლად მოიპოვონ სახელმწიფოს თანადაფინანსება (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე). რეგისტრაცია პირველ აპრილამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობას ხელი შეუწყოს საკუთარი საქმის წამოწყებაში ან არსებული ბიზნესის გაფართოებაში. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, სახელმწიფო პროექტის –  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  ხორციელდება.
12:49 / 15.02.2016
სამცხე–ჯავახეთში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბარათები დღეს, 12 თებერვალს, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მოსახლეობაში დასარიგებლად გადასცეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ხვნის ბარათს 8 391 ფერმერი იღებს. მათი რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, 300–ით გაიზარდა. ბენეფიციარებს ხვნის ბარათის გამოყენება პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. მათი სურვილის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ, რომ ხვნის ბარათი აგრო ბარათში გადაცვალონ და მასზე დარიცხული ქულების საშუალებით, პესტიციდები ან საჭირო ინვენტარი შეიძინონ.
21:30 / 12.02.2016
ახალციხის გამგეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, პრიორიტეტების შერჩევა დაიწყო
ახალციხის გამგეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, პრიორიტეტების შერჩევა დაიწყო
     ახალციხის თემში, 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების შერჩევაზე მუშაობენ. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის პირველი პირები ფერსის, გიორგიწმინდის, წინუბნისა და გურკელის მოსახლეობას შეხვდნენ, მათ პრობლემებს გაეცნენ და 2016 წლის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. თემის გამ გეობაში ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
12:48 / 02.02.2016
ახალციხესა და ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
ახალციხესა და ბორჯომში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი ნახეს ბორჯომის სოფლებში ყვიბისსა (2 ფაქტი) და კორტანეთში. სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.  შედგენილია შესაბამისი აქტები ასევე, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სამი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს ბორჯომის სოფლებში: ტაძრისაა და საკირეში, სადაც განთავსებული იყო დაუფირნიშებელი მორები. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს ბორჯომის სოფელ მაჭარწყლის ტყისბუდეშიც. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული მორები. სახერხი საამქროები დემონტაჟის შემდეგ სამმართველოს თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
15:41 / 13.01.2016
"ფერმერის საათი" – თანამედროვე ტექნოლოგიები

უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები

11:06 / 31.12.2015
"ფერმერის საათი" – თანამედროვე ტექნოლოგიები
უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს არის “ფერმერის საათის” დღევანდელი გადაცემის თემა. ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყონ და სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უშუალოდ ჩაერთონ.  რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და რა როლი ეკისრება თავად ფერმერებს – “ფერმერის საათის” კითხვებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი პასუხობს. 2015 წლის 30 დეკემბერი    
11:06 / 31.12.2015
გიორგი ნათენაძე – წარმატებული მეღვინე ახალციხიდან
29 წლის მეღვინე გიორგი ნათენაძე, უკვე წლებია, ძირძველი, მესხური ვაზის ჯიშების მოძიებით, მისი გახარებითა და ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იგი ამ დროისათვის, ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს. მისი ღვინო არაერთ გამოფენაზე, მათ შორის საზღვარგარეთაც არაერთხელ გავიდა.
01:43 / 31.12.2015
ფერმერები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე საუბრობენ
ახალი ტექნოლოგიები და მისი მნიშვნელობა ფერმერულ მეურნეობაში. სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით,  ფერმერებმა სხვადასხვა სახის ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს. სოფელ რუსთავში მცხოვრები ვაჟა ძირკვაძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო.
16:32 / 30.12.2015
30 დეკემბრის "ფერმერის საათის" ანონსი

უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები

15:25 / 24.12.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025betivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسtipobet스마일퀄리티betpasholiganbetsahabetsahabetcasibomCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortMavibethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastgmbh verkaufenhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastmatbet girişmilanobetgobahisultrabetcasibomgobahisBets10kavbetkavbetholiganbetnakitbahisholiganbet 1178pusulabetpusulabetholiganbet girişjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftvaycasinograndpashabetgrandpashabet girişmatbet girişroyalbetcasibomslotbarsekabetjojobetcasibom girişonwinyakabetcasibomcasibom girişwinxbetwinxbetmeritkingSekabetCasibomBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahismasterbettingbetciomeritkingmeritkingmeritkingkavbetkavbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortcasibom girişultrabet 2026jojobetelexbetpulibetStreameastfixbetholiganbettimebettimebettimebetbetparkcasibomistanbul escort telegramcasibomprimebahispusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmaholiganbetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1178jojobetbetbetinStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfjojobetholiganbet 1178www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards logincasibomroyalbetgrandpashabetcasibom güncel girişpusulabet