ახალციხელმა ვეფხია დიაკონაშვილმა მწყრის ფერმის გაკეთების შემდეგ
ხოხბის მოშენება გადაწყვიტა. მის ვოლიერში ამ დროისათვის, სამი ჯიშის
ხოხობი იზრდება. ფერმერი ფრინველების გამრავლებასა და მისი
ხორცის რეალიზაციას გეგმავს.
ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მაღალი
სტანდარტების მიხედვით, ამ დროისათვის ორი სასაწყობე მეურნეობა სოფელ
წნისსა და ვალეში ფუნქციონირებს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში
სამომავლოდ კიდევ ორი საწყობი აშენდება.
ჭობარეთის საწარმომ მესხური ტენილი ყველი თბილისის აეროპორტში
„დუტიფრი“–ში გაიტანა, სადაც პროდუქტი წარმატებით იყიდება.
პრობლემების გამო შეჩერებული მუშობა ხელმძღვანელებმა სამი წლის
შემდეგ, კოოპერატივ „ხარებასთან“ ერთად განაახლეს.
პირველად საქართველოში სათესლე კატროფილის სერტიფიცირების პროცესი
მიმდინარეობს. სამცხე–ჯავახეთში სერტიფიკაცი ახალციხის
სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურისა და ასოციაცია“ახალქალაქის
კარტოფილის“ მიერ წარმოებულ სამეურნეო კულტურას მიენიჭება.
კარტოფილის მოსავლის აღება სამცხე–ჯავახეთში დასრულდა. ოფიციალური
მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მოსავლიანობა მაღალია, თუმცა
ფერმერების სატკივარს წელს სასოფლო–სამეურნეო კულტურის
დაბალი ფასი წარმოადგენს.
ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა.
ბორჯომს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და
ჰოკაიდოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
წინა წლებისგან განსხვავებით, ჯავახეთში წელს კარგი მოსავალია, თუმცა
მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. არასაკმარისი ტექნიკის
გამო, ადგილობრივებმა, შესაძლოა, ბოსტნეული დროულად ვერ დააბინაონ.
სამცხე–ჯავახეთში ჟურნალისტებისთვის აგროტური მოეწყო. მედიის
წარმომადგენლებმა რეგიონში არსებული სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები
და ფერმერთა მომსახურების ცენტრები მოინახულეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილი ტონობით
კარტოფილს მიწაში ტოვებს. მშრალმა და სველმა სიდამპლემ თითოეულ
ფერმერს მოსავლის თითქმის 80% გაუნადგურა.
გზა, რომელიც მესხურმა პროდუქტმა ევროპულ ბაზრამდე უნდა გაიაროს.
ევროპული სტანდარტები და პერსპექტივები. მესხი ფერმერების
ევროპული სამზადისი. როგორია ქართული პროდუქტი დღეს და რა
გამოწვევების წინაშე დგას ფერმერული მეურნეობა – “მეცხრე არხის”
დოკუმენტური ფილმი “მესხეთიდან ევრო-ბაზრამდე” სომხური
ტიტრებით.
წყარო, რომელიც სოფელ წნისის ცენტრში მდებარეობს, მოსახლეობის
ერთადერთი იმედია. ამ წყლით ადგილობრივების დიდი ნაწილი სარგებლობს.
წნისელები ამბობენ, რომ რამდენიმე უბანში წყალი საერთოდ არ მოდის, ზოგ
მოსახლესთან კი მხოლოდ ერთი საათით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის
წარმოება აღდგა. “მზიანეთმა” საქმიანობა, სამწლიანი პაუზის შემდეგ,
კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად განაახლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.