SSSS
Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/10370369_1679104108978343_6150658583216268062_n.jpg?w=250" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/temur/public_html//images/old/2015/06/11391369_928449153910163_5298661089141279241_n.jpg?w=250" not exists.
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცხრა რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა. შეხვედრას იმ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სადაც აგრარული მიმართულებით სწავლება ხორციელდება. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების მიზნით, სამმართველოებმა და სასწავლებლებმა, ერთმანეთთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.
21:44 / 18.06.2015
ასპინძაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ასპინძაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში კომპანიამ „ახალი მესხეთი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. საწარმოს დამფუძნებელმა, ემზარ მელიქიძემ სახელმწიფოსგან იაფი სესხის სახით 60 ათასი დოლარის დაფინანსება მიიღო. საწარმოს წარმადობა დღეში 4 ტონა რძეს შეადგენს. ადგილზე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. ამ ეტაპზე, შპს „ახალი მესხეთის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე სახის რძის პროდუქტს – ე.წ ქარხნულ ყველს, სულგუნს, ე.წ იმერულ ყველსა და ნადუღს აწარმოებს. დღეისათვის, საწარმოში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ახალი საწარმო ნედლეულით მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან და საწარმოს ფარგლებში არსებული მცირე მეცხოველეობის ფერმიდან მარაგდება. საწარმოს გახსნის ცერემონიალს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ასპინძის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
00:22 / 18.06.2015
სტიქიამ ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები დააზარალა
გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი სოფელ აწყურში და დასეტყვილი სოფლები ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.  ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, ნათესები, ნარგავები, და ხეხილი დააზიანა. დახოცილია შინაური ფრინველი. რამდენიმე საათის განმავლობაში აწყურში საავტომობილო გზის გახსნა ვერ მოხერხდა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, აწყურში ცენტრალური გზა თითქმის სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ნიაღვარმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს. სტიქიამ აწყურის გარდა,  ახალციხის კიდევ 8 სოფელი: კლდე, წნისი, მუგარეთი, ფერსა  გიორგიწმინდა, აგარა, გურკელი და წინუბანი დააზარალა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაზა მელიქიძის თქმით, უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
00:09 / 12.06.2015
სეტყვამ ადიგენში 7 სოფელი დააზარალა
სეტყვამ ადიგენში 7 სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქია ყველაზე მასშტაბურად წრესა და პატარა ზანავში დაფიქსირდა. განადგურდა ხეხილი, დაზიანდა  სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები, კარტოფილისა და ბოსტნეულის ნარგავები. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სეტყვისა და ძლიერი წვიმის შედეგად, სულ 7 დასახლება დაზარალდა: დიდი და პატარა ზანავი, წრე, ბენარა, წახანი, ხევაშენი და ვარხანი. გარდა ამისა, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. უხმვა ნალექმა მთის ფერდობერბიდან ნაშალი მასალა ცენტრალურ და შიდა გზებზე ჩახერგა. ამ დროისათვის, გზებს სპეციალური ტექნიკა წმენდს. როგორც გამგეობაში განმარატვენ, ამ ეტაპზე, ზარალის დამთვლელი კომისია სოფელში მუშაობას აგრძელებს. ჯერ–ჯერობით უცნობია რა ოდენობის ზიანი მიადგა ადიგენს, თუმცა მათი განმარტებით, ზიანის აღდგენა ადგილობრივი ძალებით მოხდება. გარდა ამისა, ადიგენში 4 ივლისს მოსული ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალსაც ითვლიან, რომლის შედეგადაც სოფელი მოხესა და უდის სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ სტიქია, რომელმაც ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დააზიანა 6 ივნისს საღამოს დაფიქსირდა. იმავე პერიოდში სეტყვამ დააზარალა ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი: წნისი და კლდე. ისევე როგორც ადიგენში, აღნიშნულ დასახლებებშიც, ძირითადად სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ხეხილის ბაღები დაზიანდა. სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ზარალის შესასწავლად იმყოფებოდნენ.
18:54 / 07.06.2015
უდეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კვლავ რიტუალების სახლი შენდება
უდეში,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები უკვე შერჩეულია. სპეციალურად გამართულ კრებებზე,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რიტუალების სახლის გაფართოება, ნომერ პირველი და  მეორე საბავშვო ბაღის მოწყობა და შიდა საუბნო  გზების რეაბილიტაცია იგეგმება.
23:03 / 06.06.2015
ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ბრუცელოზის 42 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო მონაცემებით, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ბრუცელოზის 42 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ „მეცხრე არხს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა. ნანა ზუბაშვილის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეგიონის მასშტაბით, 450-ზე მეტი  სინჯი აიღო, საიდანაც  ერთი შემთხვევა ადიგენის სოფელ დერცელში, ხოლო დანარჩენი  – ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, რუსთავსა და ოშორაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ  თისელში, საქონელში  ემკარისა და პასტეროლოზის შემთხვევებიც გამოვლინდა, თუმცა ვეტერინარის დროული ჩარევის შემდეგ, ინფექციები  სხვა პირუტყვზე არ გადასულა.
20:39 / 03.06.2015
ნანა ზუბაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსმა, დღეს ახალციხის თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც ნანა ზუბაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, სამინისტროს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ, სოფლის წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომლებიც თემის მოსახლეობას სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის კუთხით აწუხებს. როგორც სამმართველოს უფროსი ამბობს, გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას, პირუტყვის აცრებთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ, ინფორმაციის მიღება სურთ, ამიტომ ამისათვის სპეციალური ბროშურა გამოიცემა.
18:23 / 03.06.2015
ბიძინა გოზალოვი "ბიპის" ნათესების განადგურებაში ადანაშაულებს
კიდევ ერთი პრეტენზია,,ბიპის“ მისამართით– ვალის მაცხოვრებელი ორაგანიზაციისაგან კომპენსაციას მოითხოვს. ბიზინა გოზალოვი ამბობს, რომ “ბრითიშ პეტროლიუმის“ ტექნიკამ მის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი თვითნებურად დააზიანა. 2 ჰექტარზე განადგურდა  კარტოფილისა და ხორბლის ნათესები. ვალეში მცხოვრები ბიძინა გოზალოვი, ორგანიზაცია ,,ბიპის“ სასოფლო–სამეურნეო ნათესების თვითნებურად განადგურებაში ადანაშაულებს.
10:42 / 03.06.2015
ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისთვის _ახალციხეში ფერმერთა ფორუმი გაიმართა
ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისთვის _ ამ სახელწოდებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე რძის მწარმოებელ ფერმერთა ფორუმი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფერმერები, აგრო მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ. ფორუმის მთავარი მიზანი აღნშნულ სფეროში არსებული პრობლემების განხილვა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა იყო. ფერმერთა ფორუმი ახალციხის ციხის ტერიოტიაზე თერთმეტი საათისათვის დაიწყო. ადგილობრივმა  ფერმერებმა, აგრო მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა  და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს, გაიმართა დისკუსიაც. ადგილობრივ ფერმერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტარტეგია უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს.
21:25 / 29.05.2015
კოოპერატივების წარმომადგენლებმა წნისის საწარმო დაათვალიერეს
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა სოფელ წნისის რძის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. ნინოწმინდის, თეთრიწყაროსა და წალკის კოოპერატივებში დასაქმებული თანამშრომლები, საწარმოს მუშაობის პრინციპს გაეცნენ და რძის პროდუქტების წარმოების პროცესს დააკვირდნენ. წნისის საწარმოში ვიზიტი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ  მოაწყო, რომელიც თანამერდოვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიმართულებით, სასწავლო ვიზიტებისა და ტერნინგების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.
22:46 / 23.05.2015
მდინარე ფოცხოვმა ვალეში მიწის ფართობები გაანადგურა
მდინარე ფოცხოვის ადიდების შედეგად, ვალეში მოსახლეობას სახნავ–სათესი სავარგულები დაუზიანდა. წყალდიდობამ დამუშავებული ნაკვეთები და მრავალწლიანი ნარგავები  წაიღო. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადგილზე სპეციალური ტექნიკა გააგზავნა. მდინარე ფოცხოვის სანაპიროსთან, პავლე ათუნაშვილის ოჯახს საკუთრებაში 4 მეასედი  მიწის ფართობი აქვს. ამბობს, რომ 2 დღის წინ ნაკვეთში იმყოფებოდა და კომბოსტოს დასარგავად ნიადაგი  მოამზადა.
20:12 / 20.05.2015
გადი მოზესი: ,, ქართველი ფერმერები რესურსებს ეფექტურად ვერ იყენებენ"
სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მესხი ფერმერები უცხოურ გამოცდილებას გაეცნენ. 40–მდე ადგილობრივს აგრო სემინარი ებრაელმა კოლეგამ ჩაუტარა და ბოსტნეული კულტურის მოყვანის თავისებურებები გააცნო. უცხოელი ექსპერტის თქმით, საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რის შედეგადაც  სოფლის მეურნეობა უკეთესად განვითარდება, თუმცა ადგილობრივი ფერმერები შესაძლებლობას ეფექტურად  ვერ იყენებენ. ბოსტნეული კულტურის ეფექტურობის გაზრდა, სასუქის სწორად გამოყენება, ნიადაგის მომზადება და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა– ამ საკითხებზე ადგილობრივმა ფერმერებმა ებრაელი კოლეგისგან რჩევები მიიღეს.
20:59 / 14.05.2015
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქს ევროკავშირის ელჩი ესტუმრა
ევროკავშირი-საქართველოს წარმომადგენლობამ ახალქალაქში ევროპის დღე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ესტუმრა. მან სამხარეო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმმადგენლებთან შეხვედრა გამართა. რა დროსაც  რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა.  ევროპის დღესთან დაკავშრებით, ახალქალაქს ევროკავშირის ელჩი ესტუმრა. იანოშ ჰერმანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით,  ახალქალაქში ვიზიტი მისი სურვილით მოხდა და ამის მიზეზია ის, რომ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ რეგიონში,
22:44 / 12.05.2015
„ძლიერი სოფელი–ძლიერი სახელმწიფო“ – დისკუსია ახალციხეში
რა გზით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა საქართველოში, როგორ უძღვებიან განვითარებულ ქვეყნებში ფერმერულ მეურნეობებს და რა სიახლეების დანერგვა შეიძლება საქართველოში – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ახალციხეში იმსჯელეს.ლექცია–სემინარი პროექტის – “ძლიერი სოფელი–ძლიერი სახელმწიფოს“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთვარობო ორგანიზაციები, ფერმერები, სოფლის რწმუნებულები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ლექციის მიმდინარეობისას ევროპის ქვეყნებში არსებული ფერმერული მეურნეობების შესახებ მომზადებული ფილმი აჩვენეს.
19:47 / 08.05.2015
ბოლაჯურში მოსახლეობა ნათესებს ვერ რწყავს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მოსახლეობას ნათესების მორწყვის პრობლემა ექმნება. ადგილობრივები ამბობენ, რომ  თესვის პროცესი დასრულდა, თუმცა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შემდეგი ეტაპი – რწყვა, მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, ხარვეზებით ჩაივლის. ნათესების მორწყვის სეზონი ახლოვდება და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემაზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ თესვის პროცესისათვის მათ ოჯახის დანაზოგი თანხა სრულად დახარჯეს, იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა  უხვი მოსავალი მიიღონ, პრობლემას სარწყავი სისტემის არ არსებობა ქმნის.
20:21 / 07.05.2015
სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო
სამცხე–ჯავახეთი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო. სეტყვა,  წყალდიდობა, ქარიშხალი  და უხვი ნალექი ეს ის სტიქიური მოვლენებია, რის  შედეგადაც მიყენებულ  ზარალს რეგიონში არსებული სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.  რამდენად ინფორმირებულია საზგადოება აღნიშნულის შესახებ და  რას ფიქრობენ ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაზე  – დეტალები ნახეთ  გიორგი ხმალძის სიუჟეტში კარტოფილი, კომბოსტო , ხეხილი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დაზღვევაც ფერმერებს სამცხე–ჯავახეთში უკვე შეუძლიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ აგროდაზღვევა დროულია, რადგან ბოლო წლებში სტიქიური მოვლენების გამო, რეგიონის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მთელი წლის შემოსავალს კარგავს.  მათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული აგროდაზღვევის პროგრამა მოსწონთ, თუმცა შედეგებზე საუბარი უჭირთ.
21:55 / 05.05.2015
არასამთავრობოდან სახელმწიფო სამსახურში–ნანა ზუბაშვილმა ზაზა ხუციშვილი ჩაანაცვლა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი შეიცვალა. აღნიშნული პოსტი ზაზა ხუცხიშვილის ნაცვლად ნანა ზუბაშვილმა დაიკავა. იგი საკუთარი უფლება მოვალეობის შესრულებას 20 აპრილიდან ოფიციალურად შეუდგა. როგორ რეგიონული სამმრთველოს ახალი უფროსი ამბობს, აღნიშნულ თანამდებობაზე იგი კონკურსის წესით დაინიშნა, რისთვისაც რამდენიმე ეტაპი გაიარა. ნანა ზუბაშვილის თქმით, საჭირო დოკუმენტაციის შევსებისა და გადარჩევის შემდეგ, გასაუბრებაზე გასვლა ორჯერ მოუწია. პირველად დაახლოებით 15 კაციანი კომისიის წინაშე, ხოლო მეორედ იგი საკუთრი საქმიანობის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრს ესაუბრა.
19:02 / 23.04.2015
სასოფლო ბარათების მისაღებად, ფერმერები პირველ მაისამდე უნდა დარეგისტრირდნენ
იმ პიროვნებებს, რომელთაც სასოფლო–სამეურნეო ბარათები ვერ მიიღეს, პირველ მაისამდე საშუალება ეძლევათ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ  და სახელმწიფოს დახმარებით ისარგებლონ.   აღნიშნულის შესახებ ინიციატივა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის.
17:49 / 23.04.2015
კოოპერატივის ჩამოსაყალიბებლად, ახალციხეში მოსახლეობის აქტივობა მაღალია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი კოოპერატივი სამცხე – ჯავახეთშია. მათი უმრავლესობა მეხორცეობაზე მოდის. კოოპერატივების ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივები უწყების რეგიონულ სამმართველოს ყოველდღიურად მიმართავენ. ხაჩტურ ამბარიანი, სოფელ ჭაჭარაქში 9 კაციან კოოპერატივს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ იგი 2014 წელს ჩამოაყალიბეს და მას შემდეგ მესაქონლეობასა და მემცენარეობას მიყვებიან.  კოოპერატივში, რომლის სახელწოდებაც ,,ჭაჭარაქია“ ამ დრიოსათვის, 25 მეწველი ძროხა და 20 ჰექატი მიწის ნაკვეთი შედის. ადგილობრივებს, ერთობლივი ძალებით, ხორბალი, ქერი, კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და სხვა მარცვლეული თუ ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ.
22:31 / 20.04.2015
მცირე მეწარმეების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო თანხას გაიღებს
რეგიონებში, მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობისათვის, სახელმწიფო თანხას გაიღებს. პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ერთ–ერთ კომპონენტის ფარგლებში მცირე ბიზნესის გავითარებისათვის ბენეფიციარი  5000 ლარით დაფინანსდება. პროგრამის პრეზენტაცია დღეს ახალციხეში გაიმართა. რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს, რომლებასც საკუთარი მიკრო ან მცირე ბიზნესი წამოწყება ანდა უკვე არსებულის გაფართოება სურთ, სახელმწიფო გარკვეული თანხით დააფინანსებს. ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს ახალციხეში სამთავრობო პროგრამის, სახელწოდებით ,,აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია მოეწყო. ადიგენში, ასპინძასა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქმედმა მცირე მეწარმეებმა პროგრამის მიმიდნარეობის შესახებ ინფრომაცია მიიღეს და მასში ჩართვისათვის საჭირო პირობებს გაეცნენ.
21:18 / 16.04.2015
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetjojobet girişjojobet güncel girişdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetzlottipobet스마일퀄리티betpasholiganbetcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmarsbahiscasinofastip tv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastmatbet girişkingbettingenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10jojobetjojobetHoliganbetnakitbahisHoliganbet 1177matbet girişmatbet girişmarsbahis girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftjojobetkavbet girişjojobetmatbet girişpalacebetcasibomroyalbetsekabetjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommadridbetmadridbetmeritkingSekabetCasibomBetnanoDinamobetVdcasinoSekabetMarsbahismeritkingbetciomeritkingmeritkingmeritkingnakitbahisholiganbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişjojobetmatbetmatbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkหวยออนไลน์Betigma girişcasibomBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноHoliganbet 1177jojobetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfzlotjojobet girişgrandpashabetHoliganbet 1177