SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სოფლის მეურნეობა
მებოცვრეობა ვალეში – დამწყები ფერმერის სამომავლო გეგმები
ვალეში მცხოვრები თამაზ გოზალიშვილი წელიწადნახევარია მებოცვრეობას მისდევს. საქმიანობა სამი ბოცვრით დაიწყო და ცდილობს სამომავლოდ ბიზნესშიც ჩაერთოს.  დამწყები ფერმერის გეგმები – რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”. თამაზ გოზალიშვილმა წელიწადნახევრის წინ სამი ბოცვერი შეიძინა და ოჯახისთვის მოშენებას შეეცადა, თუმცა ბოცვრები ისე სწრაფად და მარტივად გამრავლდნენ,   გოზალიშვილებმა გადაწყვიტეს საქმიანობა გაეფართოვებინათ. დღეისათვის სპეციალურად მოწყობილ სადგომში 14 სრულწლოვანი „ბარანი“ და 7 ბაჭია ცხოვრობს.
23:04 / 04.05.2016
ზურა სადათიერაშვილის თანამედროვე სტანდარტები მეფუტკრეობაში
ზურა სადათიერაშვილს საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, თუმცა მისი დამატებითი საქმიანობის შესახებ ბევრისთვის უცნობია. იგი 20 წელია მეფუტკრეობას მისდევს და ცდილობს დარგის გასავითარებლად ახალი სტანდარტები მოსინჯოს. ზურა სადათიერაშვილის წარმატების ხერხები – რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი”. ზურა სადათიერაშვილის ჰობი და დამატებითი შემოსავალი მეფუტკრეობაა. ახალგაზრდა ფერმერი, თავისუფალ დროს, 20 ოჯახ ფუტკარს უვლის. ყველაფერი 20 წლის წინ, 20 წლის ასაკში, 6 ძირი სკით დაიწყო. ახალგაზრდა ფერმერისთვის ფუტკრის მოვლა სიახლე არ ყოფილა. ოჯახი მეფუტკრეობით წლების განმავლობაში იყო დაკავებული.
01:50 / 28.04.2016
ფერმერთა ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთში დელეგატები შეირჩნენ
ფერმერთა მეორე ეროვნული კონგრესისთვის სამცხე–ჯავახეთიდან დელეგატები შეირჩნენ.  ისინი კონგრესზე მთავრობის წევრებს შეხვდებიან და აგროსფეროში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ. ,,ეროვნული სასურსათო უსაფრთოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერთა მხარდაჭერა” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დელეგატების შერჩევა ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. 150 წარმომადგენელი საკუთარ ქალაქს რვა რეგიონიდან წარადგენს.
10:45 / 22.04.2016
"ახალქალაქის კარტოფილი" – პირველი ბრენდი ჯავახეთიდან
ახალქალაქის ისტორიაში პირველად საქპატენტმა ბრენდი „ახალქალაქის კარტფილი“ დააპატენდა, რომელიც სუპერმარკეტებში აქტიურად გაიყიდა. ასოციაციის პრეზიდენტმა „ფერმერის საათს“ ჯავახეთში უმასპინძლა. რეპორტაჟში ახალქალაქელი ფერმერის წარმატებების გარდა, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის საქმიანობაცაა ასახული. საქართველოს წამყვან სუპერმარკეტებში ახალქალაქის კარტოფილი პირველად გასულ წელს შეიტანეს. სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, დაფასოებული პროდუქტი უფრო აქტიურად გაიყიდა, ვიდრე ტომრებით შეტანილი.
12:01 / 21.04.2016
წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთზე მინდვრის დღე მოეწყო
მინდვრის დღე წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროგრამის წევრებმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეულმა ფერმერებმა, საველე პირობებში სერთიფიცირებული სათესლე მასალის უპირატესობასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. სპეციალისტებმა აგროღონისძიებებზე, დაავადებებსა და მავნებლებზე გაამახვილეს ყურადღება და ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს. სადემონსტრაციო ნაკვეთები გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დამუშავდა. ორგანიზაციამ, პროექტში მონაწილე ფერმერებს, ხორბლის სათესლე მასალა გადასცა.
11:55 / 20.04.2016
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის ახალი დადგენილება ამუშავდა
საქართველოს მთავრობამ კოოპერატივების განვითარების კუთხით, სახელმწიფო პროგრამის  მორიგი დადგენილება დაამტკიცა.  პროგრამა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მის მიზანს ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა, რძის გადამამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბება–სტიმულირება, მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშობრივი გადახალისება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია  ფერმერულ გაერთიანებას , რომელსაც მინიჭებული აქვს კოოპერატივის სტატუსი, საკუთრებაში ჰყავს პროგრამით განსაზღვრული ფურების რაოდენობა,  არ აქვს საგადასახადო დავალიანება და მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ან შენობა–ნაგებობა, სადაც რძის გადამამუშავებელი საწარმო მოეწყობა.
14:14 / 15.04.2016
ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავალი ვალელი ფერმერის სათბურში
ავთო ჩიტაშვილმა, მის სასათბურე მეურნეობაში, ყვავილოვანი კომბოსტოს შემდეგ, ბროკოლის მოყვანა სცადა. ამ ბოსტნეულ კულტურაზე არჩევანი, მისი გამძლეობისა და მაღალი სარეალიზაციო ფასის გამო შეაჩერა. რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბროკოლი ვალელი ფერმერისთვის, ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. მცენარე მინუს 2–3 გრადუს ყინვასაც უძლებს, ამიტომ ავთო ჩიტაშვილი,  ბროკოლის რეალიზაციას, მთელი ზამთარის განმავლობაში ახდენდა. ბროკოლის ჯიშებს, აერომენსა და ფიესტას, რომლებიც ავთო ჩიტაშვილს სასათბურე მეურნეობაში მოჰყავს, სხვა სახეობისგან ის განასხვავებს, რომ რამდენიმე მოსავალს იძლევა, რაც ფერმერისთვის, რომელიც საქმიანობის ბიზნესად ჩამოყალიბებას ცდილობს, უმნიშვნელოვანესი დეტალია.
22:48 / 14.04.2016
მესხი ფერმერების ჩართულობა სასოფლო–სამეურნეო პროგრამებში
მესხი ფერმერები საკუთარი საქმიანობის გაფართოებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. ისინი ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობენ და დაფინანსების მოსაპოვებლად, შესაბამის პროექტებს წერენ. თუმცა მათ ნაწილი გარკვეული სირთულეების გამო, სასოფლო–სამეურნეო პროგრამებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ.
13:29 / 14.04.2016
"წარმატებული ფერმერი" – მეფრინველეობის ფერმა სოფელ უდეში
სოფელ უდეში მცხოვრები გელაძეების ოჯახი მეფრინველეობით სამი წლის წინ დაინტერესდა და მეკვერცხული და მეხორცული ჯიშის ქათმების მოშენება გადაწყვიტა. შედეგად გელაძეებს ფერმაში დღეისათვის 300–მდე ფრთა ქათამი ჰყავთ.
23:06 / 06.04.2016
არასწორი აგრო–ღონისძიებების შედეგები სამცხე–ჯავახეთში
ნიადაგის ტიპები, კულტურათა დაავადებების გამომწვევ მიზეზები და მისი თავიდან აცილების გზები – რა მდგომარეობაა სამცხე–ჯავახეთში? რამდენად სწორად ატარებენ ფერმერები აგრო–ღონისძიებებს? აუცილებელია თუ არა ნიადაგის გამოკვლევა? რა ჯდება მიწის ანალიზი და რა პრობლემებზე საუბრობენ ფერმერები?  – სპეციალისტების კონსულტაციები სოფლის მაცხოვრებლებს. სოფელ სხვილისის მკვიდრმა ლევან სარქისიანმა, საკუთარი მიწის ნაკვეთი უკვე დაამუშავა და აპრილის თვეში კარტოფილის დათესვას დაიწყებს. ფერმერი ამბობს, რომ უკვე მრავალი წელია ამ ადგილზე ერთიდაიგივე ჯიშის კარტოფილს თესავს. მას  სხვა ალტერნატიული ნაკვეთი არ აქვს, რათა კულტურათა  მონაცვლეობა მოახდინოს. გარდა ამისა არც  ნიადაგის მდგომარეობას ამოწმებს,  ამის მიზეზად კი ლაბორატორიებში გამოკვლევისთვის დაწესებულ მაღალ ფასებს ასახელებს.
11:51 / 31.03.2016
ყულაბაში შეგროვებული ფულით ნაყიდი 12 ცხვრიდან – 250 სულიან ფარამდე
ყულაბაში დაგროვებული ფულით შეძენილი 12  ცხვრიდან 250  სულიან ფარამდე – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში დამწყები ფერმერი ნოდარ ქოზაშვილი მეცხვარეობის განვითარებითაა დაკავებული. ხუთწლიანი გამოცდილების მქონე ფერმერი ცდილობს საქმიანობა გააფართოვოს და წარმატებულ ბიზნესად აქციოს. გარეთ წვიმს და ამიტომ ცხვარი უკვე სადგომშია დაბინავებული. მათ მთელი ღამის განმავლობაში ხუთი ძაღლი უდარაჯებს. ფარა, რომლის შემადგენლობაშიც ამ დროისათვის 95 დედა ცხვარი, ორი ყოჩი, 22 სული თხა, 100 ბატკანი და 18 ციკანი შედის, სოფელ ფერსის მკვიდრს ნოდარ ქოზაშვილს ეკუთვნის.
00:54 / 31.03.2016
ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა
ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს თაფლთან დაკავშირებით ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი სტანდარტები და მოთხოვნები გააცნეს. 2015 წლიდან ძალაში შევიდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ თაფლის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების საკითხებს. დადგინდა მონიტორინგის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც  თაფლში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ჩამონათვალი განისაზღვრა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც  დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრი მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას  საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავს.
14:46 / 26.03.2016
როგორ დავიწყოთ გოჭების ბიზნესი – პრაქტიკული რჩევა ელგუჯა ჯვარიძისგან
როგორ დავიწყოთ გოჭების ბიზნესი – პრაქტიკული რჩევა ემზარ ჯვარიძისგან. ფერმერი მუსხში ათეულობით სულ ღორსა და გოჭს უვლის, რომლის რეალიზაციასაც სოფელშივე ახდენს.
22:09 / 24.03.2016
ახალციხის სოფლებში ნიადაგს იკვლევენ
ახალციხის სოფლებში ნიადაგს იკვლევენ
  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, აგარაში, ფერსასა და კლდეში ნიადაგის უფასო კვლევები ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ანალიზები ნიადაგის მჟავიანობაზე და სამ ძირითად საკვებ ელემენტებზე-აზოტზე, ფოსფორსა და კალიუმზე აიღეს. ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა სამ დღეშია შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, ნიადაგის ლაბორატორიულ კვლევას, ნებისმიერ მსურველთან უფასოდ ჩაატარებენ. მიწის კვლევას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია
13:35 / 24.03.2016
გოჭების ბიზნესის უპირატესობა – წარმატებული ფერმერი სოფელ მუსხიდან
ელგუჯა ჯვარიძე სოფელ მუსხში ღორებს უვლის. ძირითადად გოჭების რეალიზაციაზეა ორიენტირებული. როგორ დაიწყო ფერმერმა საქმიანობა და რას გეგმავს სამომავლოდ – ელგუჯა ჯვარიძის წარმატების ხერხები –  რუბრიკაში “წარმატებული ფერმერი” ელგუჯა ჯვარიძის გოჭების მსურველი იმაზე მეტია, ვიდრე მათი რაოდენობა. ფერმერს, სამი კვირის თერთმეტივე გოჭის ახალი მეპატრონე უკვე შერჩეული ჰყავს. გოჭები ერთ კვირაში ქერითა და შვრიით კვებას დაიწყებენ და ჯვარიძეების ფერმიდან, სოფელ მუსხის სხვა მაცხოვრებლებთან გადაინაცვლებენ.
23:35 / 23.03.2016
"ფერმერთა ასოციაცია" სამი რეგიონის 10 კოოპერატივს დააფინანსებს
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ სამცხე–ჯავახეთში რეგისტრირებული კოოპერატივების წევრებთან შეხვედრა გამართა. 22 მარტს,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაციის წევრებმა, მესხ ფერმერებთან იმ პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობის განვითრების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, სამი რეგიონიდან 10 კოოპერატივი შეირჩევა და დაფინანსდება.
10:58 / 23.03.2016
ევროპის თუ რუსეთის ბაზარი – მესხი ფერმერების არჩევანი
ანდრიაწმინდაში მცხოვრები გალინა ინასარიძე ათი წელია მესხურ ტენილ ყველს აწარმოებს.  მიაჩნია, რომ მის პროდუქტს ევროპის  ბაზარზე მოხვედრის დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან ყველის ამ სახეობას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გალინა ინასარიძისგან განსხვავებით, სოფელ სხვილისში მცხოვრები ფერმერები, რომლებსაც ძირითადად ვაშლი მოჰყავთ, ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის საკითხს პესიმისტურად უყურებენ. მათი აზრით, აღნიშნული რეალიზაციის პრობლემას ვერ გადაჭრის. ამიტომ, დღეისათვის სხვილისში ხეხილის ბაღები აქტიურად იჩეხება.
12:13 / 18.03.2016
მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპულ ბაზრებზე?
მესხური ღვინო, თუთის არაყი, კარტოფილი, ვაშლი, კომბოსტო, ტენილი ყველი, კალმახი, თაფლი,  –  ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ევროპულ ბაზარზე გატანაც  სამცხე–ჯავახეთს შეუძლია. ადგილობრივი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე დასამკვიდრებლად მთავარი პირობა, მაღალი ხარისხი და უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. მოხვდება თუ არა მესხური პროდუქტი ევროპაში– ამაზე ახალციხელების მოლოდინები სხვადასხვაგვარია. სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ბრენდირება, ეტიკეტირება, წარმოების სერტიფიცირება, სასაქონლე ვიზუალის შექმნა – ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება ქართველ ფერმერს არაერთ ვალდებულებას აკისრებს.
11:58 / 18.03.2016
გიორგი ზედგინიძე – წარმატებული ფერმერი სოფელ მინაძიდან
სოფელ მინაძეში მცხოვრები გიორგი ზედგინიძე წლებია სასათბურე მეურნეობის განვითარებითაა დაკავებული. იგი საქმიანობას ადრიან გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომით ასრულებს. როგორ დაიწყო  და რას გეგმავს გიორგი ზედგინიძე სამომავლოდ –  „ფერმერის საათის“ რუბრიკა “წარმატებული ფერმერი”.
01:32 / 17.03.2016
ტარხუნის მოვლის წესები – რჩევები გიორგი ზედგინიძისგან
ტარხუნა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს სწორმდგომი, გლუვი ღერო, რომლის სიმაღლე 60—125 სმ აღწევს, ლანცეტა ფოთოლი, პატარა, თეთრი ყვავილები, შეკრებილი სფეროსებრ ყვავილედად. ყვავილობს ივლისს-აგვისტოში. მისი სამშობლო მონღოლეთი და სამხრეთი ციმბირია. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ყველაზე უხვად მოჰყავთ თბილისის გარეუბნებში. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს. იყენებენ მწვანილად, კულინარიაში, ლიქიორის მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საკონსერვო მრეწველობაში. ამრავლებენ ვეგეტატიურად, ბუჩქის დაყოფით ან კალმებით. ჩითილი ირგვება ღია გრუნტში 25 სანტიმეტრის დაშორებით. ტარხუნის ერთსა და იმავე ნაკვეთზე მოყვანა 10—15 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
01:12 / 17.03.2016
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetpusulabetkavbetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetzlottipobet스마일퀄리티betpasholiganbetcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetholiganbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahisjojobetStreameastholiganbet girişkingbettingenjoybetsahabetcasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetmatbetnakitbahisJojobet 1107matbetmatbetholiganbet girişjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftholiganbetvaycasinovaycasino girişmatbet girişlimanbetcasibomnerobetsekabetjojobetcasibomonwinjokerbetcasibomcasibommadridbetmadridbetmeritkingSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahismeritkingmavibetmeritkingmeritkingmeritkingnakitbahisholiganbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişHoliganbetdeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbetistkolaybet girişLimanbetmatbetmatbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소betparkสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmamavibetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1107holiganbetdeneme bonusu telegramStreameastrbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfcasibomzlot