ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა
სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო
დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 24 სექტემბერს, ვარძიაში გაიმართა.
შორეთის ტაძრის რეაბილიტაციისას, სავარაუდოდ, ადრექრისტიანული
ხანის წარწერებს მიაკვლიეს. სამონასტრო კომპლექსის მიწისგან
გასუფთავების შემდეგ, მერვე საუკუნის ტაძრის ქვეშ, მეცამეტე საუკუნით
დათარიღებული ნაგებობაც აღმოჩნდა.
ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს.
ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი
ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია.
საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის
სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის
კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ვალეში,
სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურის სახლის
მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჭადრაკში, შაშში,
მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკს
ესტუმრა. გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ
ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
ატრაქციონი – სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და
პირადადაც გამოსცადა.
მესხეთის თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. „დიდი
შესვენება“ თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის
ერთობლივი პროექტია, რომლის რეჟისორიც ვანო ხუციშვილია.
ნინოწმინდის კულტურის ცენტრში თანამედროვე მწერლებთან შეხვედრა
გაიმართა. გივი შაჰნაზარმა, ავთანდილ ბერიძემ და ანაჰიტ ბოსტანჯიანმა
ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.