სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ თამარაძის პერსონალურ
გამოფენას მასპინძლობს. მხატვარ–დიზაინერის ნამუშევრები სასწავლებლის
პირველი კორპუსის ფოიეშია წარდგენილი.
ახალციხის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. თვითმმართველობამ, 2017
წლის შესახვედრად, ქუჩების მორთვისთვის და საახალწლო ღონისძიების
ორგანიზებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა.
აბასთუმნელი ბუნებადამცველი როლანდ სიგუა საზოგადოებრივი მაუწყებლის
ჯილდოზე „წლის საუკეთესო“ წარდგენილია ნომინაციაში -„წლის ყველაზე
მნიშვნელოვანი მოვლენა ეკოლოგიაში“.
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
მიიღო. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს
კონკურსში – “მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“.
ახალციხის თოჯინების თეატრმა მაყურებელს პრემიერა შესთავაზა.
,,აფრიკელი გოგონა“ ვახტანგ ქორიძის რეჟისორობით
დაიდგა. თეატრალურ წარმოდგენას დაესწრნენ როგორც
მოზარდები ასევე სრულწლოვნებიც.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტურისტული ბუკლეტების
პრეზენტაცია გაიმართა. მისი შინაარსი და ვიზუალური მხარე საჯაროდ
განიხილეს. მოისმინეს შენიშვნები, რომელსაც გამგეობის წარმომადგენლები
სამომავლოდ გათივალისწინებენ.
რესტავრატორები ორი კვირაა, ვარძიის უნიკალურ კედლის მხატვრობას,
მჭვარტლის მხოლოდ ზედა ფენისგან წმენდენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ
გადაუდებელ გაწმენდით სამუშაოებს, მოხატულობის მდგომარეობა და მშრალი
ტექნიკით შესრულებული მხატვრობა ართულებს.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, ხანძრის შედეგად დაზიანებულ
ფრესკებზე, სპეციალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის, ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარში, გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები
მიმდინარეობს.
ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გასაწმენდად
ინტენსიური სამუშაოები 4 ნოემბრიდან დაიწყება. ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის ტაძარში რესტავრატორებმა კვლევა უკვე
დაასრულეს.
ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი დალუქეს. ამჟამად
აქ ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა
მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რა მეთოდით შეიძლება
ფრესკების გაწმენდა.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ადგილზე მოხდება დაზიანებული
მხატვრობის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება რა მეთოდით
გაიწმინდება ფრესკები.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში მე–12 საუკუნის
მხატვრობა დაზიანდა. 1 ნოემბერს მაგიდას ცეცხლი გაუჩნდა და
მხატვრობის ძირითადი ნაწილი გაიმურა.
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელნაწერი
ვეფხისტყაოსანი იქმნება. პროექტი „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა
მოსახვეჭელსა“ ჭიათურელი მაია ტყემალაძის მიერ, ადგილობრივი გამგეობის
კულტურის სამსახურისა და თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.